კომპანიის შესახებ

ანამედროვე ქართულ ბაზარზე სტაბილური და წარმატებული მომსახურეობით ცნობილი კომპანია „მაიგოუ“ უკვე 10 წელზე მეტია რაც უმაღლესი ხარისხის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. 2014 წლიდან ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაზე ზრუნვა და ამისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის შეთავაზება ონლაინ ბაზრის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული მიმართულებით წარმატებული სვლის პროცესში „მაიგოუ“ უკვე იქცა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტის ავტორად. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი და დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად და ეფექტურად მოვარგოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სერვისი თუ მომსახუროება მომხმარებლების ინტერესებსა და მოთხოვნებს.

 

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია

 

ჩვენი მისია

"მაიგოუ"  უდიდესი მონდომებითა და სტაბილურობით ანხორციელებს ინტერნეტ სივრცეში ბიზნესისა და მომხმარებლისათვის ყველაზე სანდო პარტნიორად ქცევის პროცესს. ჩვენი მიზანია ვიქცეთ ციფრული კომუნიკაციის კომფორტისა და ხარისხის შემქმნელ კომპანიად. სწორედ ამიტომ მივისწრაფვით ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისკენ ყველაზე ეფექტური და გამოცდილი ხერხებით.

 

ჩვენი ხედვა

"მაიგოუ" დამკვიდრდეს კომპანიად, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია ციფრული პროდუქტებისა თუ ინსტრუმენტების შექმნასა და მიწოდებაზე.