ვებ დიზაინის 9 გავრცელებული პრობლემა
23 იანვარი 2022     2739

ვებ დიზაინის 9 გავრცელებული პრობლემა

რა არის ვებსაიტის მიზანი? ზოგადი პასუხი რომ გავცეთ ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენი ორგანიზაციის მისიას ან რესურსებს გარკვეული საქმის გასაკეთებლად. იმისთვის რომ ან ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს ან მათგან მიიღოთ გარკვეული ტრანზაქციის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია პირველ რიგში ინტერესი.

ინტერესი ონლაინ სივრცეში განპირობებული იშვიათად არის კონტენტის შინაარსით. ეს დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს რადგან დეზინფორმაციის ხანაში ვცხოვრობთ. იმ შემთხვევაშიც თუ მართლა ღირებული რამ გაქვთ სათქმელი უკეთესია თუ მას სწორი ფორმით გადმოსცემთ. როგორც წარსულში ხალხისთვის რელევანტური იყო რიტორიკა უფრო მეტად ვიდრე ფილოსოფია დღესაც დიზაინში ვიზუალური ასპექტი უფრო მნიშნელოვანია ვიდრე კონტენტი.


გავრცელებული პრობლემები

ნებისმიერი ქმედება რომელსაც მომხმარებელი განახორციელებს თქვენს საიტზე კონვერსია არის. თქვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს კონვერსიის შესაძლებლობები თუ თქვენი მიზანია მომხმარებლის დაინტერესება ან მათთვის სერვისის შეთავაზება. ზუსტად აქ გვხდება ბევრი დაბრკოლება ვებ დიზაინთან დაკავშირებით. Wiredimpact-ის მიხედვით ეს 11 ყველაზე პრობლემური და ხშირია.






1. დაბალი კონტრასტის ტექსტი

მარტივი გასაგებია რომ თუ მომხმარებელს არ შეუძლია თქვენი ნაწერის კარგად წაკითხვა მაშინ კონვერსიამდე ვერ მიხვალთ. რომც თქვენთვის დიდი პრობლემა არ იყოს შესაძლებელია ზოგი მომხმარებელი გაღიზიანდეს მსგავსი გადაწყვეტილებით

ამიტომ მნიშვნელოვანი თქვენი საიტი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის.

ჩვენ გთავაზობთ ისეთ ხელსაწყოებს როგორებიცაა WebAim იმისთვის რომ მარტივი გასარჩევი გახდეს ფერები თქვენს საიტზე. WebAim-ი მოგაწვდით ინფორმაციას იმაზე თუ რამდენად შეესაბამება თქვენი არჩეული კონტრასტი ხელმისაწვდომობის სტანდარტებს. დამატებით, გთავაზობენ სკალასაც იმისთვის რომ უფრო კარგად გაითავისოთ გამოსავალი.


2. ლინკების დამალვა

პოტენციური მომხმარებლებისთვის ლინკების დამალვა უდრის ინფორმაციის დამალვასაც. თუ გარკვეული ინტერესი აქვთ მათ თქვენი ორგანიზაციის მიმართ ბუნებრივია უკეთესია რომ მისცეთ საშუალება გამოიკვლიონ იგი.

ან გახაზეთ ლინკები ან სხვა ფერის გახადეთ იმისთვის რომ ისინი უკეთესად გამოჩნდნენ. ბრენდის ფერებში თუ ჩაჯდება მით უკეთესი.


3. ნელი ვებსაიტი

მნიშნელოვანია რომ თქვენს მომხმარებლებს ადვილად შეეძლოთ თქვენი კონტენტის მოხმარება პრობლემების გარეშე. მომხმარებელთა უმეტესობა სწორედ მობილურს ხმარობს ამიტომ თუ თქვენი საიტი ამ მხრივ ოპტიმიზირებული არაა კონვერსიებს კარგავთ.


4. Pop-up-ის იმწამსვე ამოგდება

დრო მიეცით მომხმარებელს რომ გარკვეულ კონტენტს გადახედოს სანამ ნებისმიერი სახით შეუშლით ხელს. თუ ძალიან მნიშნელოვანია pop-up, აცადეთ მას რომ საიტის ღირებუბაში დარწმუნდნენ სანამ დააბრკოლებთ. რეკომენდირებული პერიოდი 10 წამიდან იწყება. თუმცა ჯობს pop-up-ები მინიმუმამდე დაიყვანოთ ან გვიან ამოაგდოთ.


5. სურათების კარუსელი

Nielsen Norman Group-ის კვლევამ გვაჩვენა რომ საიტის მომხმარებლების ნახევარი პირდაპირ ახტება ნებისმიერ ელემენტს რომელიც რეკლაბას გავს, როგორც სურათის ერთგვარ კარუსელს. არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში აქ საყურადღებო ინფორმაცია წერია თუ არა.






დამატებით, რამდენიმე სურათის განთავსება იწვევს საიტის შენელებას რაც ყურადღებაზე, ინტერესზე და SEO-ზე მოქმედებს.


6. მთავარი გვერდის არასწორად გამოყენება

მთავარ გვერდზე მნიშნელოვანი მიუთითოთ თუ რას საქმიანობს თქვენი ორგანიზაცია. მომხმარებლები არაფერს გააკეთებენ თუ არ იციან თქვენი ვებ-გვერდის ფუნქცია. თუნდაც ერთ-წინადადებიანი შეჯამება საკმარისია იმისთვის რომ სათქმელი გადმოსცეთ. არ დამალოთ ინფორმაცია რთულად საპოვნელ გვერდებზე. თუ რაიმე საყურადღებოა აჩვენეთ ის მომხმარებელს მალევე.


7. დაბალი ხარისხის სურათების გამოყენება

სურათები მნიშნელოვანი ცვლადია ზოგადად ვებ-გვერდებთან მიმართებაში. თუმცა აუცილებელია იმის აღნიშვნა რომ რამდენადაც პოზიტიურია საინტერესო, მაღალ-ხარისხიანი სურათების გავლენა მით უარყოფითია დაბალხარისხიანების. ვიზუალმა აქცენტი უნდა გააკეთოს იმ მესიჯზე რომლის პოპულარიზაციაც გსურთ. უხარისხო სურათები კი პირიქით უშლიან ამას ხელს.


8. ცარიელი ღილაკები

მომხმარებლებისთვის მნიშნელოვანია იცოდნენ რა მოყვებათ მათ ამა თუ იმ ქმედებას. კითხვის ნიშნები ამ საკითხზე ჯობს არ გაჩნდეს. შეეცადეთ რაც შეიძლება კონკრეტულები იყოთ იმის აღწერის დროს თუ რა მოყვება ამა თუ იმ ღილაკის ან ლინკის დაჭერას.







9. რთულად დასასკანი კონტენტის დაწერა

ხალხი თქვენი ვებ-გვერდის ყოველ სიტყვას ძალინ იშვიათად წაიკითხავს. ეს განსაკუთრებით ეხება CTA-ს რომელიც დამალულია ტექსტის მიღმა. დაანაწევრეთ თქვენი ტესქტი ნაწილებად, თავისი ჰედერებით და ბულეტებით რომ უფრო ადვილი დასასკანი გახადოთ თქვენი ინფორმაცია.

ამგვარი ფორმატირება ხელმისაწვდომობასაც უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია.


მომხმარებლებისთვის იმის საშუალების მიცემა რომ თქვენს ორგანიზაციასთან ინტერაქცია რაც შეიძლება მარტივი იყოს ნებისმიერი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი უნდა იყოს. იმედია ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ რომ გააუმჯობესოთ თქვენი მიდგომა ამ მიმართულებით.

იკა

იკა