არის თუ არა თქვენი ვებ საიტი მზად Drupal 10-ისთვის?
Drupal 9 შარშან ზაფხულში გამოვიდა, მისი განახლებული ვარიანტი კი დაახლოებით ორი წელიწადის თავს იქნება ოფიციალურად ბაზარზე. D9-ს მომხმარებლებისთვის ეს ერთგვარი სისტემური გადატრიალება არ იქნება თუმცა მნიშნელოვანია რომ განვიხილოთ განახლების სხვადასხვა დეტალები იმისათვის რომ D10-ისთვის მზად ვიყოთ. Kanopi-ს Jim Birch სწორედ ამას გვთავაზობს.
ასევე აღსანიშნავია რომ D10-ს ორი დამატებითი გადავადების პოტენციური გეგმა აქვს. თავიდან აგვისტომდე გადაიწევა, პრობლემების შემთხვევაში, თარიღი, შემდეგ კი, დეკემბრამდე.

ამ გაიდში განხილული იქნება D10-ის მნიშნელოვანი დეტალები, თუ რა შედის განახლებაში და როგორ მოამზადოთ თქვენი საიტი
ხშირი კითხვები
როდის გამოვა D10?
D10 2022 წლის ივნისში გამოდის, თუმცა შესაძლოა გამოშვება გადაიდოს აგვისტომდე ან სექტემბრამდე
რომელია Drupal-ის ბოლო ვერსია?
D9 არის მისი ბოლო ვერსია, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოვიდა
რამდენხნიანი მხარდაჭერა ექნება D9-ს?
D9-ს მხარდაჭერა 2023 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება, რაც ემთხვევა Symfony 4-ისას რომელზეცაა აწყობილი D9.

რა შედის D10-ში?
წინა გამოშვებებისგან განსხვავებით (D7-დან D8-მდე ტრანზიცია მაგალითად) ეს არ იქნება სისტემური გადატრიალება. უბრალოდ დაემატება ახალი ან გაუმჯობესებული ფუნქციები:
- გაუმჯობესებები "Layout Builder-ში" და მედიის ბიბლიოთეკაში, რომელიც "out-of-the-box" ფუნქციონალს გთავაზობთ
- გაუმჯობესებული დეველოპერული სამუშაო პროცესი; განსაკუთრებული ყურადღება მენიუებზე და URL-ებზე
- CKEditor 4-ის CKEditor 5-ით ჩანაცვლება რაც თანამედროვე რედაქტირების ხელსაწყოებით გამოდის
- jQuery-ს კომპონენტების უფრო ახალი და თანამედროვე JavaScript ელემენტებით ჩანაცვლება
- Symfony 4-ის Symfony 5-ით ჩანაცვლება და PHP გაუმჯობესება (7->8). PHP 8 კი მნიშნელოვანი განახლებაა PHP სქრიპთინგ ენაში.
ეს განახლებები გახდის Drupal-ის პლატფორმას უფრო მარტივ სახმარს ისე რომ ამავდროულად შესთავაზებს დეველოპერებს უფრო თანამედროვე ხელსაწყოებს გამოყენებისთვის.
როგორ მოვემზადოთ D10-ის გამოსვლისთვისიმის მიხედვით თუ რომელი Drupal-ის ვერსიას ხმარობთ პროცესი შესაბამისად განსხვავებული იქნება.

D7-ის მომხმარებლებისთვის: D7-ის ბოლო ვადაა 2022 წლის ნოემბერი. მიუხედავად იმისა რომ D10-ს აქვს ხელსაწყოები იმისთვის რომ გადახვიდეთ D7-დან მასზე, რეკომენდირებულია რომ ეხლავე გადახვიდეთ D9-ზე. ასეთი ნაბიჯით თქვენ უზრუნველყოფთ იმას რომ საიტი განახლებულია და უსაფრთხოების თანამედროვე ხელსაწყოებით სარგებლობს.
D8-ის მომხმარებლებისთვის: D8-ის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 2 ნოემბერი. შესაბამისად მიგრაცია გაკეთებულია უკვე.
D9-ის მოხმარებლებისთვის: ეს ყველაზე ძლიერი პოზიციაა D10-ის ლოდინის პერიოდში. მუდმივად ანახლეთ კოდი და უზრუნველყავით საიტის მდგომარეობის მაღალი ხარისხი. მაგ: აუტომატიზირებული ტესტები.
ყველა Drupal-ის მომხმარებელს შეუძლია Slack-ის არხზე (#d10readiness) დაუკავშირდეს D10-ს გუნდს და დაუსვას შეკითხვები. ისინი ყოველ ორშაბათს, საქართველოს დროით, 10 საათზე ატარებენ შეხვედრებს.
იკა