6 მნიშვნელოვანი რჩევა ლოგოებზე

6 მნიშვნელოვანი რჩევა ლოგოებზე
23 იანვარი 2022     3509

6 მნიშვნელოვანი რჩევა ლოგოებზე

ლოგო არის ორგანიზაციის ვიზუალური იდენტიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. პუბლიკა სწორედ მისი საშუალებით გცნობთ. ცნობადი ლოგოები ძირითადად მარტივი, მინიმალისტრუ ფორმის არიან თუმცა ამა თუ იმ კონცეფციის გამოხატვას ახერხებენ. ლოგო რეკომენდირებულია პრაქტიკული, ორიგინალური იყოს ისე რომ სხვადასხვა პლატფორმებს ადვილად ერგებოდეს. მოკლედ, ლოგო კონცეპტუალურადაც და პრაქტიკულადაც დამაინტრიგებული უნდა იყოს. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი ასე თუ ისე მარტივად ჟღერს, თუმცა ლოგოს შემქნის პროცესი საკმაოდ რთული შეიძლება გამოდგეს, ამიტომ Elevation გვთავაზობს 6 ფუნდამენტალურ რჩევას რომ დაგეხმაროთ დიზაინის პროცესში.


1. რომლებია თქვენი ბიზნესის უნიკალური მახასიათებლები?

როდესაც თქვენს ბიზნესს აღწერთ იყავით სპეციფიურები. თქვენი მიზანი რა თქმა უნდა საყურადღებოა თუმცა თუ მისი არტიკულირება ვერ შეძელით, ისევე როგორც დიზაინის თანხვედრა, ძალიან რთული ხდება ამ ინდუსტრიაში ადამიანების მიზიდვა. ასევე კარგი იქნება აღწეროთ თუ რატომაა თქვენი კონკრეტული კომპანია გამორჩეული ამა თუ იმ საკითხში და რატომ უნდა გენდოთ მომხმარებელი თქვენ.





ეს მნიშნელოვანია იმიტომ რომ, მსგავსი განსჯა დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის უმნიშნელოვანესი ელემენტები გამოიყენოთ და მათი ვიზუალური არტიკულაცია მოახერხოთ. გრაფიკული სურათები, ფერის პალიტრა და ტიპოგრაფია ამ აზროვნებით პროცესს მოყვება.


2. დამამახსოვრებელია თუ არა თქვენი ლოგო?

ერთ-ერთი ტესტი რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოგოების ეფექტურობის გასატესტად არის შემდეგნაირი: შეხედეთ ერთხელ ამა თუ იმ სკეჩს და შეეცადეთ რაც შეიძლება აკურატულად დახატოთ თავიდან. თუ ზედმეტად კომპლექსურია დავალება შესაძლოა თქვენი ლოგო არასაჭიროდ ჩახლართული იყო. მაგ: Facebook-ის, Twitter-ის, Whatsapp-ის ლოგოები.


3. ფერების ასპექტი

სანამ უშუალოდ ფერის არჩევანზე შევჩერდებოდეთ პირველ რიგში ჯობს გავარკვიოთ რაზე გინდათ ყურადღების გამახვილება. რომელია ასპექტები და ცვლადებია თქვენი ძლიერი მხარეები და როგორ შეიძლება მათი გამოხატვა? მარკეტინგში ცნობილია რომ სხვადასხვა ფერები სხვადასხვა კონტექსტში ვარირებად შთაბეჭდილებებს იწვევენ. თქვენმა ფერის პალიტრამ ეს უნდა აღბეჭდოს.





იმას თავი რომ დავანებოთ ცნობთ თუ არა იმ ორგანიზაციას რომელსაც ეკუთვნის ეს ლოგო, შეგიძლიათ თუ არა მიხვდეთ ფერებითვე მათი დაახლოებითი მოტივაცია? ფერების გათვალისწინებით ეს ორგანიზაცია დიდი ალბათობით ფოკუსირდება გარემოზე. მწვანე ძირითადად დაკავშირებულია ენერგიასთან და ბუნებასთან, ხოლო ლურჯი ინოვაციასთან, წყალთან და ცასთან.

ეს ლოგო Conservation International-ისაა, რომლის მთავარი მისიაა გარემოს დაცვა და კონსერვაცია. გრაფიკულმა დიზაინერებმაც სტრატეგიულად შეარჩიეს შესაბამისი ფერები.


4. როგორი იქნება თქვენი ლოგო 5 წელში?

ან თუნდაც 10-ში? ან 20-ში? ტრენდები სწრაფ სწრაფად იცვლება ამიტომ ორგანიზაციები ცდილობენ თანამედროვე ტაქტიკების გამოყენებას აუდიენცია რომ არ დაკარგონ, ლოგოსთან მიმართებაში კი ეს ნიშნავს დიდხნიან "ვადას." ბრტყელი (flat) დიზაინი ფოკუსირდება მინიმალისტურ პრინციპებზე 2D-ში. მაგ: ღია ფერების და დახშული ფერების პალიტრის გამოყენება, მარტივ ფორმებთან ერთად ვიზუალურად საინტერესოა. მიუხედავად იმისა რომ ბრტყელი დიზაინიც ტრენდია ვებ დიზაინერების უმეტესობა თვლის რომ მოდიდან ის არ გადავა.


5. როგორი ვიზუალი ექნება თქვენს ლოგოს სხვადასხვა პლატფორმას?

სხვადასხვა პლატფორმებზე მორგებული ლოგოს შექმნა საკმაოდ რთული პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს. გრაფიკულმა დიზაინერებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ რომ ლოგო ონლაინ პრინტისგან გასნხვევებული იქნება, ასევე რომ სხვადასხვანაირად გამოჩნდება განსხვავებულ ფონზე, tagline-თან. დამატებით, შესაძლოა ფერის კონოტაციას განსხვავებულ კონტექსტებში სხვადასხვა მნიშვნელობა ქონდეს.


6. შესაძლებელია თუ არა თქვენი ლოგოს გამარტივება?

სიმარტივე ლოგოს დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია. გამოყოფილი ხაზები, მინიმალური დეტალები, ლიმიტირებული ფერები და კონსისტენტური ტიპოგრაფია დაამახსოვრებს თქვენ მომხმარებელს თავს იმის მაგივრად რომ ის დააბნის. შესაძლოა ფიქრობდეთ რომ ბევრი დეტალი უნდა იყოს ვიზუალურად ასახული თქვენი ლოგოს დიზაინში, თუმცა სიმარტივე ნებისმიერი მაღალი დონის ლოგოს დიზაინის ქვაკუთხედია. დღეს შეიძლება ეს ინტუიტიურად არ ჟღერდეს რადგან ყველა ბრენდი ცდილობს რამენაირად მიიქციოს ყურადღება, თუმცა სიმარტივე გადამწყვეტია.






შეჯამება

ლოგოს დიზაინს სჭირდება დრო და დაკვირვება. ლოგოს მიზანია კარგი პირველი შთაბეჭდილების მოხდენა, აუდიენციის დაინტრიგება და თქვენი კომპანიის ვიზუალიზაცია. იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ ამ მიზნების პრაქტიკულად რეალიზირებაში!

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა