ვებსაიტის დიზაინი და დეველოპმენტი: მნიშვნელოვანი ფაქტორები

ვებსაიტის დიზაინი და დეველოპმენტი: მნიშვნელოვანი ფაქტორები
23 დეკემბერი 2021     3592

ვებსაიტის დიზაინი და დეველოპმენტი: მნიშვნელოვანი ფაქტორები

MyGO სპეციალიზირდება ვებსაიტის დიზაინში და დეველოპმენტში და ვცდილობთ რომ ეს გამოცდილება გაგიზიაროთ. ჩვენი სერვისები ორიენტირებულია როგორც გრაფიკულ დიზაინზე ასევე ჰოსტინგზეც (სხვათაშორის ჰოსტინგზე 80%-იანი საახალწლო ფასდაკლება გვაქვს).

დამატებით ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშნელოვანია ეთიკური სტანდარტები და აუცილებელია გარკვეული ყურადღებიანი მიდგომა ამ საკითხის მიმართ.

თუმცა იმისთვის რომ ეს ხედვები გავაზიაროთ და დავაინტრიგოთ მომხმარებლები აუცილებელია ისეთი ტიპის ონლაინ გარემოს შექმნა სადაც ინტერესის გაღვივება ადვილია.






არსებობს სტანდარტული, ელემენტარული მახასიათებლები, რომლებიც უნდა გააჩნდეს საიტს იმისთვის რომ ის მიმზიდველი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხმა, იდეები და კრეატიული ხედვა მარტივად იკარგება.

ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით გამოკვეთილია ამ სფეროში რადგან ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული პირველ შთაბეჭდილებებზე, ვიზუალზე, სწრაფ ნავიგაციაზე, აშ.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია ინტუიტურ მომხმარებასთან; ადამიანებს იშვიათად სურთ ონლაინში არამარტივი გადაწყვეტილებების მიღება ამიტომ, ზოგადად, რეკომენდირებულია საიტის და მასთან დაკავშირებული ელემენტების გამარტივება.


შეცდომები

Weareimmediate დააკვირდა ასობით მცირე და საშუალო ზომის არა-კომერციულ კომპანიებს იმისთვის რომ გამოეყო საერთო ცვლადები რომლებიც ხელს უშლიდნენ ტრაფიკის მოზიდვაში, დონორების მოპოვებაში და შესაბამისად ხელსაყრელი თანამშრომლების შენარჩუნებაში.






მობილურზე ადაპტაცია: ძალიან მნიშვნელოვანია რომ რესპონსიული ვებსაიტი გქონდეთ რადგან Google თქვენს საიტს რანჟირების ორდერში ძირავს თუ ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილებული არ გაქვთ. SEO კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია თქვენი ორგანიზაციის პოპულარიზაციაში, ამიტომ ამ საკითხს ჯობს ყურადღებიანად მიუდგეთ.


სურათების ხარისხი: ტექსტების კედლების კითხვა არავის ეხალისება ამიტომ საინტერესო ან ტრენდული სურათების გამოყენება, ისევე როგორც გრაფიკული გამოსახულებების დართვა არაა ურიგო იდეა. სტოკ სურათები შეგიძლიათ Unsplash-დან და Pixabay-დან გადმოიწეროთ


ინტუიტიური ნავიგაცია: მომხმარებლებმა თქვენ გვერდზე მარტივად უნდა შეძლონ თქვენზე საჭირო ინფორმაციის მოძიება (მისია, საქმიანობა, შემოწირულობა, კონტაქტი). ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს განაწილებული რომ მათ ადვილად მიაგნო ყოველ ნაწილს და მარტივად გადავიდნენ ერთიდან მეორეზე.


ქეის კვლევები: კარგი იდეაა თქვენი პროექტების განთავსება, რომლითაც თქვენს მომხმარებელს შეეძლება იმაზე მსჯელობა თუ რამდენად ხარისხიანად ასრულებთ თქვენს მოვალეობებს.


მყარი და გამოკვეთილი მისია: მოახსენეთ თქვენს ერთგულ მომხმარებლებს იმ იდეებზე რომლების განხორციელებაც გინდათ, იმ ზოგად მიზნებზე რომლებიც თქვენს ორგანიზაციას აქვს. რა ადგილი უჭირავს მას ბიზნეს სამყაროში? როგორ ცდილობთ რომ თქვენი ღირებულებები გამოხატოთ სხვადასხვა ორგანიზაციული საშუალებებით? როგორი ტიპის ხელსაწყოა თქვენთვის ონლაინ ბიზნესი? მსგავსი კითხვები დაგეხმარებათ უკეთესად გაერკვეთ როგორც თქვენ ასევე თქვენი მომხმარებლებიც ორგანიზაციის ბუნებაში.


ძლიერი სოც-მედიის პოზიცია: როგორც მინიმუმ ჯობს გქონდეთ Facebook, Instagram, LinkedIn. შეეცადეთ ყველგან გადააზიაროთ ის სიახლეები, რომლებსაც განათავსებთ, თუმცა ასევე კარგი იდეაა სპეციფიური პოსტების დადება აპლიკაციის მიხედვით რომ ყურადღება რამდენიმე პლატფორმაზე მიიპყროთ ან, სურვილისამებრ, გაანაწილოთ.







მთავარი გვერდის დიზაინი: თქვენი მთავარი გვერდი არ უნდა იყოს ზედმეტად ჩახლართული, არ უნდა დააბნიოს მომხმარებელი. განათავსეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპაქტურად, ისე რომ ადვილი ამოსაცნობი იყოს მათი თემა ისევე როგორც ნავიგატორულ პანელში მათი პოზიცია. შეგიძლიათ ჩვენს პროექტებს გადახედოთ იმისთვის რომ მაგალითებით იმსჯელოთ.


ბლოგი და სიახლეები: ეს ორი ძალიან დაგეხმარებათ ბიზნეს განვითარებაში. კერძოდ, SEO-სთვის პრაქტიკულად აუცილებელია, დამატებით, კი გეძლებათ საშუალება დაუკავშირდეთ მომხმარებლებს, გაუზიაროთ მათ საკუთარი აზრი, იმსჯელოთ თქვენთვის მნიშვნელოვან დეტალებზე და ასე შემდეგ.


ზოგადი მონახაზი: კონკრეტული დეტალები მნიშვნელოვანია თუმცა მომხმარებელი თქვენს საიტს მთლიანად აღიქვამს. იშვიათია რომ ადამიანებმა ერთი კონკრეტული დეტალის გამო მოიწონონ საიტი. საყურადღებოა ის ფაქტიც რომ შესაძლოა კონკრეტული დეტალები უპრობლემო იყოს თუმცა მთლიანი სურათი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში მონახაზის რეკონფიგურაცია მოგიწევთ.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა