რატომ უნდა ვერიდოთ მკაცრ დედლაინებს?

რატომ უნდა ვერიდოთ მკაცრ დედლაინებს?
28 დეკემბერი 2021     3802

რატომ უნდა ვერიდოთ მკაცრ დედლაინებს?

დედლაინები ნებისმიერი პროექტის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, შესაძლებელია ერთ დათქმულ დღეზე გარკვეული დავალებების დასრულება ისევე როგორც უფრო სიტუაციური მიდგომა, ანუ, დედლაინების ცვლილება.

ეს ფაქტორი უფრო და უფრო გარჩევადი ხდება თანამედროვე სამყაროში. სტუდიოები, გრაფიკული დიზაინის კომპანიები, თამაშების დეველოპერები, ა.შ, ყველა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარკევულ ბრძანებებზე, რომლებიც დედლაინებთან მიმართებაში იკვეთება.

ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფინანსური ასპექტის მოტივაციაა, ისევე როგორც მისი უფრო მნიშვნელოვნად ჩათვლა ვიდრე, ვთქვათ, პროდუქტის ან სერვისის ხარისხი; უფრო საყურადღებო შემთხვევებში კი - შრომითი გარემო.





ძირითადად მესიჯი პირდაპირია "დაამთავრე პროექტი." ეს ხანდახან ხდება ნებისმიერი გათვალისწინებების გარეშე. თუმცა გადაღლილი გუნდი, რომელსაც არასასიამოვნო პირობებში უწევს მუშაობა, ნაკლებად პროდუქტიულიცაა. ამიტომ უფრო და უფრო ხშირად გვესმის სხვადასხვა ისტორიები ე.წ, crunch-ზე, ანუ იმ დედლაინამდე პერიოდზე, რომლის განვმალობაშიც დავალებები პრაქტიკულად გაორმაგებულია.

Crunch არასახარბიელო პოზიციაში სვავს პრაქტიკულად ნებისმიერს იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენცია, ტიპურად, მაღალია; ამიტომ თუ ვინმე უარს აცხადებს დამატებით სამუშაოზე და საათებზე მას მალევე ცვლიან. კომპანიებსაც, თითქმის ყველა შემთხვევაში, ურჩევნიათ ისეთი სტაფი, რომელიც ხმაამოუღებლად გააკეთებს ნებისმიერ დავალებას.

ბუნებრივია და საშინლად ცხადი ძალაუფლებრივი დისბალანსი. აუცილებელია ავღნიშნოთ რომ ამგვარი ტიპის კავშირი მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის ბუნებრივი არაა. ეს გამოწვეულია იმით რომ მსხვილი ბიზნესის მფლობელებს (1) აქვთ დიდი მოტივაცია რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, შესაბამისად შეეცადონ მოგებების მაქსიმუმი ამოიღონ. (2) ისინი, ინდივიდუალურად, უარს ამბობენ ამ მოტივაციის გვერდზე გაწევაზე და ეთიკური გადაწყვეტილების მიღებაზე.

ერთ მხრივ გვაქვს საქმე ეკონომიკურ სისტემასთან რომელიც ახალისებს ასეთ საქციელს, მეორე მხრივ კი ინდივიდუალურ პირებთან, რომლებსაც ღირებული პრინციპები არ გააჩნიათ.


არბიტრარული და გამოუსადეგარი

პირველ რიგში, Fat Beehive, გვთავაზობს იმის მიმოხილვას თუ როგორ ფორმირდება დედლაინები. ძირითადად პირდაპირი ბრძანებაა მენეჯმენტის ან სტეიკჰოლდერების მხრიდან, რომლებსაც არ ესმით პრობლემური დეტალების შინაარსი ისევე როგორც ის პოტენციური პერიოდები, რომლებიც საჭიროა მათ აღმოსაფხვრელად.





აქედან გამომდინარე, დედლაინები ხშირად ჰაერზე ან ძალიან მწირე ინფორმაციის კვალობაზე ინიშნება. "დეკემბრის ბოლოს" ვებსაიტის გაკეთება სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა ბევრად უფრო სასიამოვნოა მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი, დასრულებული პროქტის მიწოდება.

ეს არგუმენტები ბევრი სხვადასხვა კომპანიის მენეჯმენტს და სტეიკჰოლდერს აქვს მოსმენილი. სიახლე არაა უბრალოდ მათ ეს ფაქტი დიდად არ აინტერესებთ. მაგრამ ამავდროულად ცხადია რომ მკაცრი დედლაინი ხელს უშლის პროდუქტიულ გარემოს. შედარებით უარეს შემთხვევებში კი საერთოდ გადაწვასთან და მაღალი დონის სტრესთან გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა შესაძლებელია საქმის კარგად და სწრაფად გაკეთება, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საქმე შეიძლება გაკეთდეს:

სწრაფად და ნაკლები ხარჯებით, მაგრამ დაბალი ხარისხით.
სწრაფად და ხარისხიანად, მაგრამ დიდი ხარჯით.
ხარისხიანად და ნაკლები ხარჯით, მაგრამ ნელა.


ალტერნატიული გზა

უფრო ნაკლებად მკაცრი დედლაინები გაძლევთ საშუალებას მცირე კორექტივები შეიტანოთ პროექტში ისე რომ არ საშინლად დატვირთოთ თქვენი თანამშრომლები და პროდუქტიული გარემოს შენარჩუნება შესძლოთ. რა თქმა უნდა თუ საერთოდ არ დანიშნავთ დედლაინებს ეს პირიქით ხელს შეგიშლით პროექტის ორგანიზირებაში; ამიტომ გარკვეული ბალანსია დასაჭერი.

დიდი პროექტების სეგმენტებად დაყოფა, ქვე-გაიდლაინებად, გაძლევთ უფრო დრეკად თაიმლაინს; შესაბამისად წინასწარ გეცოდინებათ არის თუ არა საჭირო საბოლოო თარიღის გადაწევა.





გასაგებია თუ რატომ არ სურს ტიპურ ხელმძღვანელობას ამ გზის არჩევა. დროის გაწელვა, ხარჯების გაზრდასაც გულისხმობს. როგორც სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში აქაც მორალურ დილემასთან გვაქვს საქმე. რა არის უფრო ღირებული დამატებითი თანხა, კონკურენტის დაჯაბვნა და ნაკლები დახარჯული დრო თუ უკეთესი სამუშაო პირობები, მეტად კამყოფილი თანამშრომლები და ეთიკური გადაწყვეტილებები.

ამ არჩევანის გაკეთებისას ხალხი იშვიათად ყოყმანობს. თუ გარკვეული ღირებულებები გააჩნია ადამიანს გადაწყვეტილება ადვილი მისაღებია. ანალოგიურად მარტივია გადაწყვეტილების მიღება როდესაც პრინციპები და ღირებულებები არ გააჩნია ადამიანს.

ეთიკა როგორც აქ ისევე ნებისმიერ სხვა სფეროში აქტუალური კომპონენტია. ყოველ სიტუაციაში იმაზე ფიქრი თუ რას გვთავაზობს ეთიკურობა რეალურად არ შეესაბამება იმ მიზნებს რასაც ეს დარგი ისახავს. მისი უგულებელყოფა კი პირველ რიგში იმ ადამიანისთვისაა საზარალო რომელიც მას უგულებელყოფს

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა