აუდიტორია: ქცევითი ანალიზი
11 იანვარი 2022     3897

აუდიტორია: ქცევითი ანალიზი

პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს!

გთავაზობთ მომდევნო ბლოგს, ამჯერად, მარკეტინგის განხრით.

მარკეტინგის 101 გვასწავლის რომ ნებისმიერი წარმატებული კამპანია იწყება საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლით.
მაგრამ მხოლოდ ამ ტიპის გამოკვლევის ჩატარება უბრალოდ პირველი ნაბიჯია და მეტი არაფერი. თქვენ აუდიტორიაზე რეალურ დროში დაკვირვება, კი ბევრად უფრო საინტერესო გადმოსახედს შემოგთავაზებთ.




Kanopi-ს Jessica Skewes-ის მიხედვით, ისეთი დეტალების აღმოჩენა როგორიც ნავიგაციური პრობლემებია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე საყურადღებოა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომხმარებლები იღებენ თქვენს გვერდზე: რას აჭერენ, არის თუ არა პოტენციური კონტენტი ან ფუქნცია, რომელიც დაეხმარებათ.

არსებობს უფრო დეტალური გამოკვლევის ხელსაწყოები და მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის უკეთ გაცნობაში. პირდაპირი და ირიბი წყაროების შეკავშირებით თქვენ მოახერხებთ ისეთი UX-ის შედგენას, რომელიც მომხმარებლისთვის სასიამოვნოა.


სხვადასხვა გზები


პირდაპირი უკუკავშირი

როდესაც რაიმეს გარკვევა გინდათ ხშირად ყველაზე მარტივი გზა პირდაპირ კითხვაა. თქვენი მომხმარებლებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა აჩვენებს მათ რომ თქვენ გაინტერესებს მათი აზრი. ბუნებრივია, რეკომენდირებულია მარტივი და უმტკივნეულო პროცესის დანერგვა; პატარ-პატარა კითხვებზე ფოკუსირებით. შეგიძლიათ კითხვარი საიტზე განათავსოთ ან პირდაპირ დაუკავშირდეთ აუდიტორიას მსგავსი კითხვებით:

  • რა მიზნისთვის შემოდიხართ ვებ-გვერდზე?
  • იპოვეთ თუარა რასაც ეძებდით?
  • შეგვიძლია რამე დავამატოთ რაც დაგეხმარებათ?


გამოკითხვის ჩატარება Hotjar-ის ფუნქციით შეგიძლიათ, რომელიც pop-up სისტემას იყენებს.

უფრო მასშტაბური გამოკითხვებისთვის SurveyMonkey მეტად ხელსაყრელია. ის გაძლევთ საშუალებას რომ აუდიტორიის სეგმენტურ ნაწილს გაუგზავნოთ გამოკითხვები, ისევე როგორც მიიღოთ დამატებით ინფორმაცია სტეიკჰოლდერებისგან. Typeface ასევე აქვს რამდენიმე ვარიანტი ინტუიტიური ადმინ ინტერფეისით, სასაუბრო ტონით და მომხმარებლებისთვის დამაინტრიგებელი ინტერფეისით.




როდესაც შესაძლებელია Kanopi ასევე გვირჩევს რომ ჩავატაროთ 1-1-ზე ინტერვიუები. ეს დიალოგები დაგემხარებათ უკეთ გაარკვიოთ თქვენი მომხმარებლების მოტივაციები, ინტერესები და მათი ინტერაქციები თქვენს ვებ საიტთან.

ინტერვიუს დამატებით ის პლიუსი აქვს გამოკითხვასთან შედარებით, რომ თქვენ შეგიძლიათ სიღრმისეულად ჩაეკითხოთ თითოეულ თემაზე სურვილისამებრ თქვენ მომხმარებელს. გამოკითხვები კი უფრო შაბლონისებურ მიდგომას გთავაზობთ.


ირიბი უკუკავშირი


Hotjar ასევე გთავაზობთ ირიბ უკუკავშირის მეთოდებს, მათ შორის heat რუკებს, მომხმარებლის სესიის ჩანაწერებს, და კონვერსიებს თრექინგისგან.

Heat რუკა გაძლევთ საშუალებას დაინახოთ რას აჭერენ მომხმარებლები და რამდენ ყურადღებას უთმობენ თითიეულ ელემენტს. მაგალითად, ამ ფუნქციით შეგიძლიათ დატესტოთ CTA ღილაკების ლოკაციური განთავსება. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ რომელი ლინკია უფრო ეფექტური რაც უკეთესად აგაწყობინებთ თითოეულ ვებ გვერდს. რაც უფრო მეტი ტრაფიკი გაქვთ მით მეტია საშუალება რომ დეტალური ინფორმაცია შეაგროვოთ.





გამოიყენეთ მომხმარებლების სესიების ჩანაწერები რომ კარგად დააკვირდეთ თუ რას და რა სისწრაფით აკეთებენ ისინი. იღებენ თუ არა პაუზას, უჭირთ თუ არა გადაწყვეტილების მიღება. ამ დაკვირვებების მიხედვით შეგიძლიათ საერთო გზები გამოყოთ და გააქროთ სერიოზული პრობლემები.

კონვერსიის თრექინგი დაგეხმარებათ გაარკვიოთ რომელი ეტაპია ყველაზე პრობლემური და რა დროს ანებებენ თავს მომხმარებლები თქვენს საიტს. ეს ბუნებრივია დაგეხმარებათ მათ უკეთ სტრუქტურირებაში იმისთვის რომ კონვერსიების რაოდენობა გაზარდოთ.


დაიწყეთ ქცევითი ანალიზი დღესვე!


გასაგებია რომ ზოგადად კვლევების და გამოკითხვების ჩატარებას ბევრი დრო და რესურსი მიაქვს. თუმცა ზუსტად იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისევ ვებ-გვერდებისთვისაა ღირებული მოტივაციაც უნდა გქონდეთ რომ მიყვეთ ამ ნაბიჯებს. საკუთარი მომხმარებლების სურვილების გაცნობის გარეშე რთულია მიმზიდველი საიტი გააკეთოთ.

საიტის მონაცემების და ინსაითების ბაზაზე აწყობა საუკეთესო გზაა რომ გააღმავოთ ურთიერთობა თქვენს აუდიტორიასთან რელევანტური კონტენტის მიწოდებით, ოპტიმიზირებული ნავიგაციით და უკეთესი ურთიერთობით თქვენს ბრენდთან.

იკა

იკა