სოციალურ მედიას უფრო და უფრო დიდი როლი აქვს ადამიანების ცხოვრებაში რაც დრო გადის. როგორც პიროვნული სფერო ასევე ბიზნეს მხარეც ამ მედიუმს ეყრდნობა მეტწილად.
ორგანიზაციებისთვის სოციალური მედია წარმოადგენს საშუალებას რეპუტაციის ჩამოყალიბებისთვის და ისტორიების მოყოლისთვის. ამ ორის მიზანი კი თვითონ ორგანიზაციის პოპულარიზაციაა იმისთვის რომ პროდუქტი ან სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს.
მომხმარებლებიც ხშირად სწორედ ამ მედიუმით აწყდებიან სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებს. ამიტომ არაა გასაკვირი რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ონლაინ-ბიზნესში სწორედ სოციალური მედიის ფუნქციონირებაა.
იმისთვის რომ შეძლოთ თქვენი ბიზნესის, ორგანიზაციის და ზოგადად ხედვის გამჟღავნება პირველ რიგში უნდა შეიმუშაოთ სტრატეგია თქვენს (პოტენციურ) მომხმარებლებთან მიმართებაში. Firespring-ის Molly Coke გვთავაზობს 5 რჩევას ამ საკითხთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენ განვავრცობთ.
1. კონტენტი
უბრალოდ სოციალურ მედიაზე აქტიურობა საკმარისი აღარაა. ყოველი ადამიანი ყოველ-დღე, სოციალური მედიის ხმარებისას, იძირება ბრენდების ზღვაში, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიპყრობას.
სამყაროს უდიდეს ნაწილს ანიშნებენ და ეუბნებიან რა უნდა დალიონ, რომელი ბრენდის სიგარეტი მოწიონ, რა მანქანა იყიდონ, რა ტიპის ტანსაცმელი არის მოდაში, ა.შ. ეს იმდენად ხშირი გახდა რომ პოლიტიკაც ამ ხასიათის ხდება. პოლიტიკური პარტიები "ყიდიან" იდენტობას, რომელსაც ირგებენ ამომრჩევლები.
შესაბამისად არაა გასაკვირი რომ ბრენდები ცდილობენ ტრადიციულ ჩარჩოებში ჩაჯდნენ. დღევანდელი ირონიული დამოკიდებულება ბრენდების მიმართ არ გამოიხატება მათი ბოიკოტით ან მსგავსი რეალური ცვლილებით; საჭიროა მხოლოდ სოციალურ მედიაზე განათავსოთ პოსტი ან გააზიაროთ იგი სხვისგან იმის შესახებ თუ რამდენად დასაგმობია ესა თუ ის კომპანია.
ასეთ გარემოცვაში მნიშვნელოვანი ხდება ავთენტური ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის. კარგი იქნება თუ ამას ისე მოახერხებთ რომ კონტენტის დიდი ნაწილი გამიზნული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ხმარობენ თქვენს სერვისებს ან პროდუქტს, დანარჩენი კი პოტენციური მომხმარებლებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ კონტენტის ფორმას, პოპულარიზაციისთვის უკეთესია სურათების და გრაფიკული გამოსახულებების განთავსება, რადგან ისინი უფრო იპყრობენ ყურადღებას. ვიდეოებიც არაა ურიგო, თუმცა უმჯობესია მოკლე და დამაინტრიგებელი იყოს. არავის უნდა 15 წუთის დახარჯვა უცნობი ბრენდის რეკლამის ყურებაზე (ან თუნდაც ყოველ-დღე ერთი და იგივე ბრენდის 5-5 წუთიანი ვიდეობის ყურება).
2. ინტერაქცია
კონტენტის მიწოდების შემდეგ არის დამატებითი საფეხურები, რომლების გავლაც მნიშვნელოვანია სოც-მედიის გავლენის ოპტიმიზაციისთვის. პოსტის განთავსება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, დამატებით გჭირდებათ გარკვეული ურთიერთობის დაწყება თქვენს სამიზნო აუდიტორიასთან.
ზოგადად პოსტები, რომლებიც კითხვების სახითაა დადებული ბევრად მეტ ყურადღებას იპყრობს ვიდრე ჩვეულებრივი თხრობითი წინადადებები. ასევე კარგი იდეაა თქვენი მომხმარებლების რელევანტური პოსტების გადაზიარება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი "unlike-ების" არის მომხმარებლის უგულებელყოფა.
3. ბრენდის მახასიათებლები
თქვენ პოსტებს გარკვეული ხასიათი ჯობს ქონდეთ იმისათვის რომ უფრო ნაცნობი გახდეთ სამიზნო აუდიტორიისთვის. კარგია თუ ადამიანებს შეაჩვევთ თქვენს ხედვას და ტონს. "დაელაპარაკებით" მათ თქვენს ენაზე.
შეგიძლიათ თავს მსგავსი კითხვები დაუსვათ: