ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც აღწერს ამ ორგანიზაციის ღირებულებებს, ხედვას, მიზნებს. ეს ურთიერთობა ორმხრივი პროცესი უნდა იყოს.
ერთის მხრივ თქვენ ცდილობთ ზუსტად ის პრინციპები და იდეები გააზიაროთ, რომელიც მიგაჩნიათ მაღალხარისხიანად. თქვენი სერვისი და პროდუქტები კი მოარგოთ ისეთ მოთხოვნებს და სურვილებს, რომლებიც თუ მაინც და მაინც თავისთავად ეთიკური არა გაუმართლებელი მაინც არაა.
მეორე მხრივ კი ამას აკეთებთ ისე, რომ ამ ღირებულებები და აზრების საუკეთესო მხარეები გამოაჩინოთ, გულახდილად აღწეროთ მინუსები და ამის და მიუხედავად ჩამოაყალიბოთ არგუმენტი თქვენი ორგანიზაციის მნიშნელობის შესახებ.
რაც, გათვალისწინებულად, კმაყოფილს უნდა ტოვებდეს მომხმარებელს (საუკეთესო შემთხვევაში უკეთეს მდგომარეობაში) თქვენ კი გეხმარებოდეთ თქვენი ბიზნესისა და ორგანიზაციის განვითარებაში.
ბუნებრივია დღევანდელი კომპანიების უმეტესობისთვის პროდუქტის და სერვისის ხარისხი უბრალოდ საშუალებაა "განვითარებისთვის", რომელიც მხოლოდ მოგების მაქსიმალიზაციის მცდელობის პროცესია და მეტი არაფერი.
სტრატეგიები და სირთულეები
ბევრ კომპანიას უჭირს საკუთარი საკომუნიკაცია ენოს გამოყოფა; Morweb-ის Shiksha Sharma-ს აზრით ეს იმის გამოა რომ:
- არააქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
- მათი კომუნიკაცია არაა განსაზღვრული აუდიოტირიის სხვადასხვა სეგმენტებზე
- ისინი ვერ ახერხებენ ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ფოკუსირებას
- ისინი ვერ იჭერენ იმ მიზეზებსა რის გამოც იწყებენ კომუნაკიას და მათ კომუნიკაციურ კონტენტს შორის ბალანს.
შემდეგი პრაქტიკები დაგეხმარებათ თქვენი სტრატეგიის უფრო ეფექტურად შემუშავებაში.
კომუნიკაციის პერსონალიზირებაკომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების ერთ-ერთი მთავარი ეტაპი მოიცავს იმ აუდიტორიის გამოკვლევას, რომელსაც სჭირდება ან აინტერესებს თქვენი პროდუქტი. შესაძლოა საერთოდ ახალი სეგმენტების მიპყრობა გინდოდეთ, რა შემთხვევაშიც უშუალოდ მარკეტინგული რჩევები დაგჭირდებათ.
თუმცა თუ ამაში არაა საქმე შეგიძლიათ თავიდან რამდენიმე ელემენტი გამოყოთ, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად:
- მდებარეობა
- ასაკი
- შემოსავალი
- პოტენციური ინტერესი
- განათლების დონე
- წარსული კავშირი
გარკვეული ბიზნესები ფოკუსირდებიან სწორედ სპეციფიურ დემოგრაფიულ ჯგუფებზე და არა ზოგადად მოსახლეობაზე. თუ თქვენ ონლაინ-ბიზნესი გაქვთ ჯობს ყურადღება ახალგაზრდებზე გაამახვილოთ, განსაკუთრებით თუ შემოწირულობა თქვენი ორგანიზაციისთვის მნიშნელოვანია.
გამოკვლევები გამოკვლევები დაგეხმარებათ უშუალო ინფორმაცია მიიღოთ გარკვეული მომხმარებლებისგან. აქ ორი კომპონენტია მნიშნელოვანი
პირველი: თქვენი გამოკვლევა არ იქნება რეპრეზენტატიული თუ მას უშუალოდ მკვლევარი არ აწარმოებს. ანუ ნუ ჩათვლით რომ რეზულტატების განზოგადება შეგიძლიათ.
მეორე: საქართველოს მარკეტი განსხვავდება, მაგალითად, აშშ-ს მარკეტისგან ამიტომ ნუ გამოიტანთ იმ დასკვნას რომ რადგან აშშ-ს მარკეტისთვის გამოსადეგი იყო ესა თუ ის კვლევა თქვენთვისაც იქნება.
ამ (სხვა მრავალს შორის) ლიმიტაციების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მსგავსი კითხვები დაუსვათ თქვენს მომხმარებლებს:
- როგორ დაინტერესდით ჩვენი ორგანიზაციით?
- გქონდათ თუ არა პრობლემები კომუნიკაციის მცდელობისას?
- რას გააუმჯობესებდით ჩვენ კომპანიასთან მიმართებაში?
- არის რაიმე მკაფიოდ მნიშნელოვანი ამ სფეროში თქვენთვის?
- გსურთ თუ არა სიახლეების მიღება, ვთქვათ, იმეილით ან ტექსტით?
- რა შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ ჩვენს საიტზე?
პროექტები და მიღწევებიმომხმარებლებისთვის და პოტენციური კლიენტებისთვის მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი ამიტომ ზოგადად რეკომენდირებულია თქვენი დასრულებული თუ ამჟამინდელი პროექტები განათავსოთ თქვენს ვებ-გვერდზე.
ასევე არაა ურიგო სხვადასხვა მიღწევების გაზიარებაც; პოზიტიური ფონის შექმნა ატყობინებს მომხმარებლებს რომ თქვენთან ურთიერთობაც დიდი ალბათობით მსგავსი იქნება. ეს გამოსადეგია რეკრუტინგის დროსაც, სადაც მსგავსი შთაბეჭდილებები საყურადღებო როლს თამაშობენ.
თანხმობის თხოვნაყოველ მარკეტერს ებადება "გენიალური" იდეები იმის შესახებ თუ როგორ აუფეთქონ მომხმარებლებს საფოსტო ყუთი, შემოსული იმეილები.
თუმცა ამ ყველაფერს დიდი შანსია რომ პირიქით უარყოფითი ეფექტი ქონდეს და გააღიზიანოს მომხმარებელი.
ყოველთვის თხოვეთ წინასწარ თანხმობა თქვენს მომხმარებლებს სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებთ. შეგიძლიათ pop-up-ების საშუალებით მიუთითოთ ან შეახსენოთ მათ ამ შესაძლებლობის შესახებ.
გამოიყენეთ ინკლუზიური ენაის ენა, რომელსაც იყენებს საკმაოდ ეფექტური შეიძლება გამოდგეს მომხმარებელზე გავლენის მოხდენისას. მაგალითად, ზოგი კომპანია ცდილობს თინეიჯერული ტონი დაიჭიროს საკუთარ ბლოგებში, რაც ძირითადად საკმაოდ ყალბად ჟღერს.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისეთი ინკლუზიური საუბრის მანერა გამოიყენოთ რომელიც ყურადღებას გაამახვილებს მომხმარებლების წვლილზე თქვენი პროექტების წარმატებაში და თქვენს მიღწევებში. რაც გარკვეულ კავშირს ქმნის თქვენსა და ზოგ მომხმარებელს შორის.
ზედმეტად აქაც არ ვარგა აქცენტის გამახვილება, აქაც ანალოგიურად ყალბად ჟღერს უადგილო ქება.
ვებსაიტის ოპტიმიზაციათქვენი ვებსაიტი არის ინფორმაციის ჰაბი, რომლის ოპტიმიზაციაც დაგეხმარებათ ინფორმაციის ისე მიწოდებაში როგორც შესაბამისად.
დაახლოებით იგივე კავშირია ვებსაიტსა და ინფორმაციას შორის, როგორც ეთიკასა და რიტორიკას შორის. რიტორიკას ვიყენებთ იმისთვის რომ იმ ხალხისთვის, რომელსაც ზუსტად არ ესმის ეთიკის მიზანი ავუსხნათ ზუსტად ეს.
გაამახვილეთ ყურადღება თქვენს CTA-ებზე და შიდა ლინკებზე. თუ მომხმარებელი ცნობისმოყვარეა იმედგაცრუებული არ დატოვოთ კონტენტის ნაკლებობით ან საიტთან დაკავშირებული პრობლემებით.
კარგი ჰოსტინგ სერვისი ბევრ მსგავს პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
შეჯამებაწარმატებული სტრატეგიის შემუშავება პროცესია რომელიც დამოკიდებულია სხვადასხვა უნარებზე და მიდგომებზე.
გადაამოწმეთ რომ ამ მიდგომებს ხმარობთ იმისათვის რომ გააუმჯობესოთ თქვენ მომხმარებლებთან ურთიერთობის ელემენტები.
იკა ნიჟარაძე