ტოპ რჩევები მარკეტინგზე

ტოპ რჩევები მარკეტინგზე
13 იანვარი 2022     3042

ტოპ რჩევები მარკეტინგზე

თითქმის ყველა მცირე ბიზნესი ვარდება შემდეგ სპირალში:

მარკეტინგი, გაყიდვა, დამზადება, მარკეტინგის შეწყვეტა, გაყიდვა, დამზადება, პროექტის ჩაბარება.

შემდეგ ახალი პროექტი და ზუსტად იმავეს განმეორება. როდესაც რაიმე სპირალი შეიცავს რელატიურ ან თავისთავად აზრს ან ღირებულებას მასში მონაწილეობა ღირებულია. თუმცა რთულია მსგავს სპირალში რაიმე ეგზისტენციალური აზრი დავინახოთ.


ეფექტები და შედეგები

ასეთი სამუშაო პროცესი ასუსტებს კრეატიულობას, აქრობს ხალისს და ინიციატივას ადამიანების უმეტესობაში. Firespring-ის რჩევები ზუსტად ამ სპირალიდან გამოძრომაზე ორიენტირებულია.





შესაძლოა საერთოდ არ შეგემჩნიათ აქამდე რომ მსაგვს ჩიხში ხართ ან შეგიმჩნევიათ და არ იცით როგორ გამოხვიდეთ, უკიდურეს შემთხვევებში შეგიმჩნევიათ და არ გაწუხებთ. პირველ ორ ჯგუფს ერთნაირი პასუხი გაეცემა. რაც შეეხება მესამეს აქ უფრო ღირებულებრივ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომელთა გარჩევაც უფრო ადეკვატურია ფილოსოფიის ლექციებზე და არა გრაფიკული დიზაინის ბლოგზე.


მიზნები და იდეები

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ის საქმე რასაც აკეთებთ გარკვეულად მაინც ეხმარება ადამიანებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებაში. რა თქმა უნდა უკეთესია თუ თქვენი სამსახური უშუალოდ მოიცავს ხალხის გადარჩენას, კრიზისული სიტუაციებისგან ხსნას, ა.შ. თუმცა ამავდროულად სამყაროში არის ადგილი ყოველდღიური პროცესების გამარტივების მცდელობებისთვისაც. გრაფიკული დიზაინი სწორედ ამ საკითხში სპეციალიზირდება. ის ხდის ამა თუ იმ ინფორმაციას უფრო მიმზიდველს. ხოლო დეველოპერები ამარტივებენ გარკვეულ პროცესებს.

თუ გარკვეული პრინციპები არ გაქვთ საკუთარ მომხმარებლებთან მიმართებაში, შემდეგი რჩევები უბრალოდ კონსუმერისტულ კლიშეებად გამოჩნდება. თუმცა თუ თვლით რომ თქვენი ორგანიზაცია გარკვეულ მხრივ მაინც აადვილებს ზოგი ადამიანის ცხოვრებას, მაშინ ბუნებრივია გაგიჩნდეთ სურვილი რომ მის შესახებ ხალხს გაუზიაროთ ინფორმაცია.





შემდეგი მარკეტინგული პრაქტიკა დაგეხმარებათ ნახსენებ მიზანს უფრო ძალისხმიერად მიუდგეთ.


სოც-მედიის რეკლამები: ბლოგების შეთავაზება იმ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი გგონიათ ყოველთვის რეკომენდირებულია. ბლოგები მოქმედებენ SEO-ზე, სხვადასხვა სოც-მედიის აპლიკაციებით კი მათი გადაშეარება ბევრად ზრდის ხალხის ინტერაქციას. რამდენ ადამიანს იცნობთ რომელიც ხშირად შედის რაიმე ქართული საიტის ვებ-გვერდზე ბლოგების სანახავად? ყურადღება პირველ რიგში სოც-მედიაზე უნდა მიიქციოთ.

სამიზნე აუდიტორია: გაარჩიეთ ზუსტად ვის მიმართავთ. ამისთვის შესაძლოა როგორც კვლევის წარმოება ისევე გამოკითხვის. ან სხვადასხვა ანალიზების წაკითხვა ქართულ ბაზრებზე.

ნეთვორქინგი: ივენთებზე შეხვედრა, Linkedin-ის გამოყენება, ორგანიზაციებთან დაკავშირება, იმეილების გაგზავნა, კოლაბორაციები... ყველა მსგავსი მცდელობა დაგეხმარებათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს პარტნიორები.

Youtube საძიებო ოპტიმიზაცია: ბევრ კომპანიას არააქვს გააზრებული რომ Youtube Google-ს ეკუთვნის, შესაბამისად საკვანძო ფრაზებს ამ პლატფორმაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თუ შეძლებთ გარკვეული იდეების მოფიქრებას არაა ურიგო თქვენი ვიდეობი განათავსოთ ამ პლატფორმაზეც.

რეფერალები: თუ თქვენი პროექტები წარმატებულია და ნეთვორქინგი გათვალისწინებული გაქვთ დიდი ალბათობით ეს ასპექტი ავტომატურად დაკმაყოფილდება. ანუ თქვენი მომხმარებლები ახალ მომხმარებლებს მოგიზიდავენ თქვენს სერვისებზე საუბრით.





ვებსაიტის უზრუნველყოფა: გაითვალისწინეთ რომ on-page SEO და Google analytics, რომელიც ჩადგმულია საიტში, დაგეხმარებათ პრაქტიკულად ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის უკეთესად წარმართვაში.

დიზაინის თანმიმდევრულობა: ვებ-გვერდებიდან და მიკროსაიტებიდან დაწყებული ლოგოებით დამთავრებული, თქვენი ყოველი დიზაინერული ელემენტი ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს. რომც პოზიტიური დამოკიდებულება ქონდეს თქვენს მომხმარებელს თუ ბრენდის სახელსაც ვერ იხსნებს რეფერალური ინიციატივა იკარგება.

მუდმივი მარკეტინგი: იმის მაგივრად რომ სხვა საქმით დატვირთულ თანამშრომლებს დამატებით მარკეტინგული უნარების გამომჟღავნება მოთხოვოთ ჯობს უშუალოდ ისეთი ადამიანი აიყვანოთ ვინც ამ საქმეში ასე თუ ისე ჩახედილია. კარგი მარკეტერი თავის ხელფასს უკანვე აბრუნებს.


თუ ამ ზოგად რჩევებს მიყვებით და უფრო სპეციფიურ საკითხებში ჩაიხედებით, თქვენი პროექტებიც, დიდი ალბათობით, ბევრად პოპულარული გახდება. საქართველოში ცოტაა მარკეტინგის მხირვ განვითარებული ამიტომ 2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელია ამ მხრივ წინსვლისთვის.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა