ქველმოქმედება და დიზაინი

ქველმოქმედება და დიზაინი
14 იანვარი 2022     3512

ქველმოქმედება და დიზაინი

ქვემლმოქმედება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს, თუ რაიმე ამაში ხელს არ უშლის. არ არსებობს გამართლებული მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა უგულებელყოს ცხოვრების ეს ნაწილი ამა თუ იმ ადამიანმა.

ქველმოქმედებას სხვადასხვა სახეები აქვს სხვადასხვა სფეროში, თუმცა მიზანი ძირითადად ერთი და იგივეა: ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. ამას ხშირად თან ახლავს ის იდეაც რომ, რომელიმე კომპანიისგან ან ადამიანისგან თანხას ან რესურსებს არ ველით.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად როცა მასიურ პროექტებთან გვაქვს საქმე, უფრო ადეკვატურია შესაძლოა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული თანხის ან რესურსების თხოვნა.

ანუ იდეა გამოიხატება იმაში რომ მსგავსი საქციელით ინდივიდი ცდილობს სამყარო გააუმჯობესოს, შესაბამისად, საკუთარი თავიც.





ნებისმიერი რამ შეიძლება კარგად ან ცუდად გამოვიყენოთ. განათლება, ქონება, გარეგნობა, რეპუტაცია... ამ ყველაფერს აქვს როგორც სწორი ასევე არასწორი გამოყენება.

ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის პიროვნული სრულყოფილება. ეს თავისთავად ითვალისწინებს იმ აზრს რომ ესა თუ ის პიროვნება ყოველ სიტუაციას კარგად ართმევს თავს.

შესაბამისად, ნათელი ხდება რომ ეთიკა ნებისმიერ სფეროში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გრაფიკული დიზაინიც არაა გამონაკლისი


დიზაინი და თავისებურებები

დიზაინის ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ გარკვეული მიზნების მხარდაჭერაა შესაძლებელი თქვენი უნარებით.

რა თქმა უნდა, არსებობს გზები იმისთვის რომ ადამიანმა გაარკვიოს თუ რომელი საქველმოქმედო ფონდია მეტად სანდო და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.





თუმცა მომხმარებლების უმეტესობას სჭირდება გარკვეული სიგნალები იმისთვის რომ ნდობა გამოუცხადონ ამა თუ იმ კომპანიას.

ეს სიგნალი შესაძლოა ოფიციალურად დამზადებული ვებ-გვერდი იყოს, ან თუნდაც მიმზდიველი ილუსტრაციები, საინტერესო ბლოგ პოსტები, ასე შემდეგ.

მთავარი ისაა რომ გრაფიკულ დიზაინერებს აქვთ საშუალება თავისი გამოცდილება გამოიყენონ იმისთვის რომ გარკვეულ ორგანიზაციებს დაეხმარონ სხვების უზრუნველყოფაში.

თვითონ საქველმოქმედო ორგანიზაცია შესაძლოა მრავალი ფუნქციის იყოს: ეხმარებოდეს ბავშვებს საზრდოს მიღებაში, მიაწვდინოს გარკვეული რესურსები ოჯახებს, დაეხმაროს ქმედუუნარო ადამიანებს გარკვეულ ასპექტებში, ა.შ. მაგრამ უშუალოდ მიზანი უნდა იყოს ამ ყველაფრის ეთიკურად გაკეთება.


დამატებითი პლიუსები

უშუალოდ მორალურ/ეთიკურ საქციელს არაფერი არ სჭირდება ახლავდეს თან. ეთიკური მოთხოვნები კატეგორიული ხასიათისაა, დანარჩენი მიზეზები მას წონას ვერ შეუცვლის.

თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ ეს არააქვთ გათავისებული მნიშვნელოვანია დამატებითი სტიმული იმისათვის რომ საკუთარი დრო და ენერგია დაახარჯონ სამყაროს გაუმჯობესებას.


მოხალისეობას ხშირად ახლავს დამატებითი:

თავდაჯერებულობა: იმის გათვალისწინებით, რომ იცით რასაც აკეთებთ და იცით რომ თქვენი შრომა ღირებულია.

შედეგები: ხშირ შემთხვევებში პირდაპირ შეგეძლებათ დატკბობა იმით თუ რამდენად დაეხმარა თქვენი შეტანილი წვლილი კომპანიის პოპულარიზაციას. რაც თავისთავად ნიშნავს დამატებით გაღებულ ხარჯებს სხვების დასახმარებლად.






სიამოვნება: ის საქმე რასაც დიზაინერების უმეტესობა აკეთებს ძირითადად რუტინული, ეგზისტენციუალურად უაზრო და უმნიშვნელოა. ეს იმ შემთხვევებში როდესაც ისინი არ ეხმარებიან აშკარად ამორალურ ორგანიზაციებს, რაც საკმაოდ ხშირია, რადგან ეს ბიზნესები ახერხებენ მაღალი ხელფასების გადახდას. ჩვენ შემთხვევაში ასეთი გაუცხოებული მდგომარეობისგან შორს ვართ. მარტივად საგრძნობია გულახდილი ხალისი მოხალისეობისას.

პოტენციალი: მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა გიხსნით გზას იმავე სექტორში. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ხალხს ეცოდინება რომ, რამდენადაც მიზანშეწონილია, თქვენი ნდობა შეიძლება. თქვენი დამატებით კი სამუშაო გარემო გამდიდრდება.


ეს არის ძალიან მოკლე და ძალიან ზედაპირული მიმოხილვა ქველმოქმედების როლის დიზაინში. ჩვენი მიზანია ამ საკითხის პოპულარიზაცია ინდუსტრიაში. იმედია თქვენი ყურადღება უშუალოდ ცნობისმოყვარეობაში ან მზაობაში გადაიზრდება.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა