ქცევითი ეკონომიკა & სტიმულები

ქცევითი ეკონომიკა & სტიმულები
20 იანვარი 2022     3657

ქცევითი ეკონომიკა & სტიმულები

ქცევითი ეკონომიკა უფრო და უფრო პოპულარული სფერო ხდება. ის ერთგვარი კვეთაა ფსიქოლოგიასა და ეკონომიკას შორის; ცდილობს ახსნას როგორაა განპირობებული საქციელი სხვადასხვა (როგორც შინაგანი ასევე გარეგანი) ფაქტორებით.

როგორც წინა ბლოგში მოგახსენეთ "ქცევითი ეკონომიკის ძირითადი პრინციპები დამოკიდებულია რაციონალურობის ცნებაზე." ძირითადად რაციონალურობაში შემოსაზღვრული (bounded) რაციონალურობა ითვლება

რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანებს საკუთარი გადაწყვეტილებების ახსნა თვით-ინტერესის გადმოსახედიდან უწევთ. კონკრეტულად, თუ რომელიმე მიზანი საკმარისად კარგია მათთვის ისინი მას ირჩევენ. თუ ამ თემაზე დამატებით გსურთ წაიკითხოთ მაშინ შეგიძლიათ დალინკულ ბლოგს გადახედოთ.

თუ უფრო სიღრმისეულად გსურთ შეისწავლოთ ეს სფერო მაშინ Steven D. Levitt-ის და Stephen J. Dubner-ის წიგნი Freakonomics კარგი შესავალია.





უფრო რომ განვავრცოთ ეს თემა და უკეთ გავერკვეთ იმაში თუ როგორ აზროვნებს ადამიანი ეკონმიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა პროცესები უძღვის ამ გადაწყვეტილებებს წინ.


განსჯა და შეხედულება

რა არის საჭირო იმისთვის რომ ნებისმიერმა ინდივიდმა მიიღოს გადაწყვეტილება? აუცილებელია განსაჯოს ესა თუ ის საქციელი შესაბამისად, საკმარისად. ანუ ქონდეს გარკვეული განსჯა ან შეხედულება სიტუაციის და მისი შინაგანი განწყობის შესახებ.

ბუნევრივია ეს არ ითვალისწინებს იმას რომ მაინც და მაინც აკურატულია კონკრეტული განსჯის ელემენტი ან ის შეხედულება რომელიც ყალიბდება.

თუმცა ამავდროულად შეგვიძლია ამ პროცესის მიხედვით დავასკვნათ რომ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი უნდა იყოს განსჯის ან შეხედულებების შეცვლა; ან მათზე გავლენის მოხდენა.

როგორ ხდება ეს? ძირითადად ადამიანს სჭირდება გარკვეული გამოცდილება რომ ახალი შეხედულებები ჩამოუყალიბდეს. მაგალითად: თუ გვინდა რომ ჩამოვუყალიბოთ შეხედულება "MyGO-ს საიტი სწრაფია" მაშინ უნდა მოვაწესრიგოთ ჩატვირთვის და ნავიგაციის სისწრაფე.

შესაბამისად როდესაც ადამიანი თქვენს საიტზე ამოწემებს სხვადასხვა გვერდებს, თუ ყურადღებიანია, მას ჩამოუყალიბდება სწორედ ეს აზრი.





როდესაც ამა თუ იმ ინდივიდს ამ თემაზე უკვე აქვს შეხედულება მისი გადაკეთება საკმაოდ რთულია. მაგალითად, თუ რომელიმე ადამიანი თქვენს საიტზე 10-ჯერ შემოვიდა და იქიდან 9-ჯერ ჭედავდა მისი აზრის შეცვლას დიდი დრო დასჭირდება.

ამიტომ ამ ბიზნესში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, უკეთესია წინასწარ გათვალოთ დაახლოებითი რისკები და გადადგათ ნაბიჯები რომ მას თავი აარიდოთ.


Defaulting

Defaulting არის პროცესი როდესაც ადამიანი ირჩევს ყველაზე მარტივ ვარინატს კომპლექსური მენტალური სავარჯიშოების ასარიდებლად.

ანუ ადამიანები აირჩევენ და ჩამოიყალიბებენ იმ აზრებს, რომლებსაც მარტივად მიაწვდით. მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს დიდი ენერგიის დახარჯვა იმაზე ფიქრში თუ როგორ უნდა წარმოგიდგინოთ. ზოგადად ძალიან იშვიათია ადამიანი რომელიმე ბრენდის იდენტობას დიდ დროსს უთმობდეს.





ამიტომ შეეცადეთ თქვენი ორგანიზაციის სხვადასხვა, მნიშვნელოვანი ასპექტები ისე გამოხატოთ, რომ მომხმარებლისთვის ისინი მარტივი აღსაქმელი იყოს და მათ ადვილად ჩამოუყალიბდეთ ისეთი შთაბეჭდილება, როგორიც შესაბამისია თქვენი ორგანიზაციისთვის.

რა თქმა უნდა, ეს შთაბეჭდილება ყოველთვის პოზიტიური არ იქნება. თუ საქველმოქმედო ფონდი გაქვთ არ უნდა გიკვირდეთ ამორალური ადამიანებისგან პოზიტიურ შეფასებებს.


შეჯამება

ჩვენ შემოგთავაზეთ ზოგადი პრინციპები, რომლების მიხედვითაც შეგიძლიათ დამატებითი პრაქტიკული გზები გამონახოთ საკუთარი ბიზნესის ყოველდღიური პროცესების გასაუმჯობესებლად.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე