ხელმისაწვდომობა & ეფექტურობა

ხელმისაწვდომობა & ეფექტურობა
21 იანვარი 2022     4437

ხელმისაწვდომობა & ეფექტურობა

როდესაც ვებსაიტის ხელმისაწვდომობაზეა საუბარი ძირითადად კონცენტრაცია ეთიკურ პრობლემებზე გადაგვაქვს რაც გასაკვირი არ უნდა იყოს.

ეთიკური განზომილება პირველია და უპირატესი თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ბიზნეს პოპულარიზაციას ხელს არ უწყობს ამ სტანდარტების გათვალისწინება.

სანამ უშუალოდ ეფექტურობაზე გადავალთ ჯერ ეთიკური საკითხები უნდა განხვიხილოთ


ხელმისაწვდომობის ლოგო


რისთვისაა საჭირო ხელმისაწვდომი საიტის გაკეთება?

ეთიკური პროგრესი თავისთავად ღირებულია. პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ რომ ეთიკურს არ აქვს ისეთი ხასიათი როგორც, ვთქვათ, ესთეტიურს.

ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას, თუ მხოლოდ ფულს და მოგებას ვაქცევთ ყურადღებას, გასაგებია რომ გარკვეული ვარიანტები ავწონ დავწონოთ და რომელიც მეტად მომგებიანია ის ავირჩიოთ.

ეთიკური მიდგომა სხვანაირ თვალთახედვას ითვალისწინებს. ნებისმიერი ავთენტურად ეთიკური საქციელი თავისთავად მომგებიანი იმ ადამიანისთვის, რომელიც მას ჩადის. არააქვს მნიშვნელობა მას .5%-იანი მოგება მოყვება თუ 2.5%-იანი.

შესაბამისად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე საკუთარ მომხმარებელთან, პირველ რიგში განსახილველია თუ რამდენად და როგორ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ამა თუ იმ საკითხში.


სიტყვა სოლიდარულობა სხვადასხვა ენებზე


ანუ რეალურად, ეფექტური არის არა ის რაც მეტ ნულს დაწერს თქვენს საბანკო ანგარიშზე არამედ ის რაც მოგცემთ უკეთესად ცხოვრების საშუალებას.

უკეთესი ცხოვრება კი წარმოუდგენელია იყოს საზოგადოებისგან გარიყული, იმის გათვალისწინებით რომ ადამიანი სოციალური არსებაა.


ქმედუუნარობა

დღევანდელი საზოგადოებების უმეტესობა არის გაკრვეულ საკითხში მსგავსი. ისინი ძირითადად წარმოშობენ მსგავს უნართა შეზღუდვებს.

არაფერია თავისთავად "შეზღუდული", ვთქვათ, მხოლოდ ერთი ფეხის ქონაში, მდგომარეობა შეზღუდული ხდება საზოგადოების წყობასთან მიმართებაში.

ანუ ადამიანებს შეზღუდვები სწორედ იმ ფაქტის კვალობაზე აქვთ რომ საზოგადოება გარკვეული სახითაა მოცემული სხვადასხვა ადგილებში.

შესაბამისად ნებისმიერ მორალურ ადამიანს უჩნდება ამ სიტუაციის გამოსწორების ან გაუმჯობესების სურვილი.

რა თქმა უნდა ამ სურვილის დიზაინში დაკმაყოფილებით ბევრი არაფერი შეიცვლება. თუმცა, ჩვენი საქმე ესაა შესაბამისად პოზიტიური გავლენაც სწორედ აქ უნდა გვქონდეს, თუ ბუნებრივია სპეციალობას არ ვიცვლით.


სხვადასხვა გადმოსახედები

თუმცა ეს შეიძლება საკმარისი მაინც არ ჩანდეს ზოგისთვის (მიუხედვად იმისა რომ არის). ამიტომ დამატებით ავღნიშნავთ რომ ხელმისაწვდომობა მხოლოდ ეთიკური და ქმედუუნარო ხალხისთვის არ არის.


ინგლისური ფრაზა Do not leave anyone behind


ის ასევე გამოსადეგია თუ თქვენ ბიზნესის მხოლოდ ფინანსური ასპექტი გაინტერესებთ. მომხმარებელს შესაძლოა უამარავი პრობლემა შეექმნას ამ კუთხით თუ ვებსაიტი ოპტიმიზირებული არაა.

WiredImpact-ის მიხედვით მას შესაძლოა ნელი ინტერნეტი ქონდეს რაც საკმაოდ ხშირია, ან მზეზე უყურებდეს ეკრანს, ისეთ სიტუაციაში იყოს სადაც აუდიო ფაილებისთვის მოსმენა არ შეუძლია, ან პატარა მობილური ქონდეს. ან ზოგადად არ ესმოდეს როგორ მოიხმაროს ვებ-გვერდი.


ასევე პრობლემურია:

  • "screen reader" თუ კითხულობს თქვენს მთლიან ნავიგაციურ პანელს ყოველ ვებ გვერდზე იმის მაგივრად რომ უშუალოდ კონტენტით დაიწყოს.
  • თქვენი ვებსაიტის მორგება შეუძლებელი იყოს მთლიანად კლავიატურაზე
  • ლინკების "დამალვა", თუნდაც არასაკმარისი კონტრასტით ან საერთოდ ხაზგაუსმელობით
  • ვიდეო ფაილების ვერ მოხმარება იმის გამო რომ ტიტრები არ გაქვთ გათვალისწინებული
  • ზედმეტი ანიმაციები რომელიც კონტენტის აღქმას უშლის ხელს
  • ფონტის ზომის შეცვლის ვარიანტის არ ქონა
  • Captcha რომელიც აბრკოლებს უამრავ ადამიანს - ხან იმიტომ რომ არ შეუძლიათ მისი გაკეთება ხან იმიტომ რომ ეზარებათ



შეჯამება

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გადმოსახედი, ხელმისაწვდომობის გათვალისწინება და თქვენი ვებსაიტის შესაბამისად ოპტიმიზაცია ყოველთვის თქვენს ინტერესშია.

ბევრ უცხო ქვეყანაში უკვე ტრენდია ამასთან მიმართებაში. თქვენ გაქვთ უნიკალური საშუალება რომ ამ საკითხით მაშინ ისარგებლოთ სანამ საქართველოში ის დამკვიდრებული არაა.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე