საიტის განახლება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, რესურსებთან და დროსთან. ბუნებრივია რომ არავის არ სურს დამატებითი განახლებებით დაკავდეს თუ ამისი საჭიროება არ არის.
მაგრამ როდესაც თქვენი საიტი ძველდება ჯობს ისევ ამ საკითხით დაკავდეთ ვიდრე შეუქმნათ მომხმარებელს უარყოფითი შთაბეჭდილება.
უარყოფითი შთაბეჭდილება უშუალოდ მოქმედებს თქვენი ბრენდის აღქმაზე, პოტენციალურ მომხმარებლებზე და თქვენი ორგანიზაციის მომავალზე ზოგადად.
იმის მიხედვით თუ როგორაა უშუალოდ საიტი გაკეთებული ან განახლებული შესაძლოა მისი გადაკეთება რუტინულ პროცესად იქცეს.
ამიტომ ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა გზებს რომლებითაც მოახერხებთ ამ სიხშირის მნიშვნელოვნად შემცირებას.
სხვადასხვა ფაქტორები
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იმის გასაგებათ განსაახლებელი გაქვთ თუ არა თქვენი ვებსაიტი.
პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ელემენტები. თუ თქვენი ორგანიზაცია მეტწილად შეცვლილია ან ზოგადი რებრედინგი აქვს გავლილი მაშინ განახლება პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება. ეს მეტად ცხადია თუ ორგანიზაცია სხვა ინდუსტრიაშიც გადადის ან საერთოდ იცვლის ინდუსტრიას.
ინდუსტრიებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს თუ როგორ იცვლება ვითარება ამა თუ იმ კუთხით. შესაძლოა თქვენი საიტის სტილი ან დიზაინი უცებ მოძველდეს რამდენიმე ტრენდის გამო. ზოგადად კარგი იდეაა რომ თქვენი საიტი ზედმეტად ტრენდული არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოძველება ძალიან სწრაფად ხდება. ან მომხმარებლებს ეცვლებათ წარმოდგენა იმაზე თუ რა არის ნორმა თქვენს ინდუსტრიაში და, შესაბამისად, ანალოგიურს ითხოვდნენ თქვენგანაც.
რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს კონვერსიებზე, რომლებიც მხოლოდ ფუნქციონალურ ნაწილზე არაა აგებული. შესაძლოა თქვენი საიტი კვლავ სწრაფი იყოს და არ მხრივ არ მოქმედებდეს მნახველებზე უარყოფითად. თუმცა დიზაინული ელემენტები პრობლემატური ასპექტი შეიძლება დარჩეს.
ასევე საყურადღებოა მობილური ვერსიების გამართულობა. მაგალითად, თუ მომხმარებელს უჭირს იმ ინფორმაციის ადვილად პოვნა რომელსაც ეძებს ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს SEO-ზე და bounce მაჩვენებელზე.
SEO კი მეტწილად განაპირობებს გახდება თქვენი ბიზნესი პოპულარული თუ არა. შესაბამისად, თუ ვთქვათ ამჩნევთ რომ თქვენი რანჟირება იქცვლება Google-ის ძიებებში მაშინ დიდი ალბათობით რაიმე პრობლემაა თქვენს საიტთან დაკავშირებით. Pagespeed ზომავს თქვენი აპლიკაციის თუ დესკტოპ ვერსიის სხვადასხვა მახასიათებლებს და გაწვდით ინფორმაციას იმაზე თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი საიტი. მისი გამოყენებით შეგიძლიათ იმსჯელოთ იმაზე თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ცვლადი SEO-ზე. Google თვითონვე გთავაზობთ სხვადასხვა რეკომენდაციებს და რჩევებს ამ კუთხით.
ვებსაიტი და მისი "ვადა"
პირველი და უმთვარესი, რაც დღეს-დღეობით უნდა გაითვალისწინოთ არის ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომობა პირდაპირ მოქმედებს თქვენს SEO-ზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთგული მომხმარებლები გყავთ და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ SEO-ს, ხელმისაწვდომობის უგულებელყოფა უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლების თითქმის ნახევარზე. ბრენდის აღქმა კი პირდაპირ აფუჭებს მომავალ კავშირს სხვადასხვა მომხმარებლთან.
ასევე აუცილებელია გაარკვიოთ ონლაინ ბიზნესის რომელი ასპექტია თქვენი ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია მაშინ საიტის სტრუქტურა და SEO არის პრიორიტეტები, ისევე როგორც ბრენდინგი. თუ თქვენი საიტი ისედაც პოპულარულია მაშინ კონვერსიებს და ხელმისაწვდომობას ეთმობა მეტი ყურადღება (მაგ: შემოწირულობა ან იმეილების გამოწერა). თუ რაიმე სხვა მიზნის პოპულარიზაცია მაშინ თქვენ ბლოგზე გააკეთეთ კონცენტრაცია, დიზაინზე, გრაფიკულ გამოსახულებებზე, ხელმისაწვდომობაზე და SEO-ზე.
შეჯამება
უშუალოდ განახლების პროცესზე ჩვენ ერთ-ერთ ბლოგში გესაუბრეთ სადაც შეგიძლიათ უფრო ტექნიკური საკითხები იხილოთ.
ამ ბლოგის მიზანი კი იყო - ზოგადი მიმოხლივის შემოთავაზება იმისთვის რომ უკეთესად გაგეგოთ თუ როგორ დაიწყოთ გადაწყვეტილებების მიღება ძველ ან მოძველებულ საიტებთან მიმართებაში ან თუნდაც ზოგადად როგორ გაარჩიოთ არის თუ არა თქვენი საიტი მოძველებული.