დღესდღეობით პრაქტიკულად წარმოუდგენელი გქონდეთ ონლაინ ბიზნესი და არ აქტიურობდეთ სოციალური მედიის ქსელებში. ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან თითქოს გადაჯაჭვულია. არც რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს რომ დავაცალკევოთ.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიზნები ან თუნდაც ის როგორ უდგება ეს ორგანიზაცია საკუთარ საქმიანობას მაშინ ბუნებრივია რომ ამ ღირებულებების გამოხატვა თქვენთვის სასურველი იყოს.
გამოხატვის საშუალებები ამ სფეროში პირდაპირ დაკავშირებულია ბრენდიგთან. თანმიმდევრული ბრენდინგი გაძლევთ საშუალებას გარკვეული იდენტობა შესძინოთ თქვენს ორგანიზაციას; რაც ტიპური მომხმარებლისთვის საკმაოდ მიმზიდველია.
განსაკუთრებით თუ თქვენი ბრენდინგი მართლა განსხვავდება სხვებისგან. დღეს ძირითადად ორ ტიპად იყოფა სოციალურ ქსელში აქტივობა კომპანიების მხარეს.
პირველი - თავდაჭერილი, პროფესიონალური, განცალკევებული. ამ მიდგომას ძირითადად ირჩევენ სახელმწიფო ორგანოებთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებული ორგანიზაციები. თუ თვლით რომ თქვენი საქმიანობისთვის არაა შესაფერისი ლაითი მიდგომა მაშინ დიდი ალბათობით სწორედ ამ პირველ მიდგომას მიანიჭებდით უპირატესობას.
მეორე - ლაღი, მხიარული, იუმორზე დაფუძნებული. ამგვარი მიდგომა უფრო და უფრო პოპულარული ხდება აშშ-ში კონკრეტულად. ცივი მიდგომა აღარ ჭრის ამიტომ სხვადასხვა კომპანიები იყენებენ, ვთქვათ Twitter-ს, რომ სხვადასხვა მიმები დადონ ან ზოგადად თინეიჯერებზე გაამახვილონ ყურადღება სხვადასხვა საშუალებებით.
ორივე ტიპის მიდგომა შორიდანვე ადვილი წასაკითხია, თუ ისინი გეცნობათ. ეჭვგარეშეა რომ ეს პირდაპირ მენეჯერული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ინახავს კონვერსიების მომატებას, მოგების მაქსიმალიზაციას.
გასნხვავებული მიდგომა
რა თქმა უნდა, როგორც მომხმარებლის ასევე ორგანიზაციის მხრიდან, ნებისმიერი დევიაცია სარისკო ჩანს. ამიტომ, სიტყვაზე, დიზაინის შედგენისას ვითვალისწინებთ იმ იდეას რომ მომხმარებლების დიდ ნაწილს იშვიათად მოსწონს რადიკალურად განსხვავებული მიდგომები.
კომპანიების უმეტესობა ძირითადად პირდაპირ ბაძავს ინდუსტრიაში წამყვან ორგანიზაციებს. შედეგი კი ისაა რომ პრაქტიკულად ყველა ბიზნესი ერთმანეთს ემსგავსება რაც ამყარებს ლიდერს პოზიციას.
თუმცა აქ კიდევ ერთი პრობლემაა. ლიდერის პოზიცია შესაძლოა საერთოდ არ იყოს მათ
ბრენდინგთან დაკავშირებული. პირიქით, შესაძლოა საერთოდ ბრენდინგის მიუხედავად იყვენენ პოპულარულები.
ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია გვითვალისწინოთ შესაძლო ვარიანტები და მხოლოდ ამის შემდეგ შევეცადოთ რაიმე ელემენტის გადმოღება (თუ საერთოდ გადმოვიღებთ რაიმეს).
სოც-ქსელის სრატეგია
უფრო ვრცლად ჩვენ სტრატეგია
წინა ბლოგში გავარჩიეთ სადაც ყურადღება ბრენდის მახასიათებლებზე და კონსისტენტურობაზე გვქონდა გამახვილებული.
სტრატეგიის მხრივ აქ მნიშვნელოვანია იმის გარჩევა თუ როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენებური გადმოცემის სტილი, ისე რომ არ დაკარგოთ მომხმარებლები და პირიქით გაუჩინოთ მათ ინტრიგა.
საწყისი ყოველთვის ინდუსტრია უნდა იყოს. თუ თქვენ დაკავებული ხართ პოლიტიკით მაშინ შეგიძლია გამოირჩეოდეთ იდეების წარდგენების მახასიათებლებით, თუ გრაფიკული დიზიანით მაშინ ვიზუალური ელემენტებით, თუ კინემატოგრაფიით მაშინ ტრივიათი. ესენი მაგალითებია უბრალოდ განსახილველად, არაა საჭირო რომელიმეთი დაკმაყოფილდეთ.
შემდეგ ჯობს გადახედოთ კონკურენტებს, არა მისაბაძად არამედ იმ მინუსების გასათვალისწინებლად რომლებიც მათ აქვთ. რა მუშაობს, რა არა. სხვების გამოცდილებით სწავლა მნიშვნელოვნად წაგიგდებთ წინ საქმეს.
ასევე მოგეცემათ შანსი რომ მომხმარებლების ის შესთავაზოთ რაც ინდუსტრიაში იშვიათი ან საერთოდ არ არსებულია. გააკეთოთ აქცენტი ნაკლებად პოპულარულ თემებზე და, შესაძლოა, მათი პოპულარიზაცია მოახერხოთ. ან თუნდაც გახადოთ ის თქვენ ნიშად.
და ბოლოს აუცილებელია რომ ზედმეტად სტატიკური იდენტობა არ ჩამოიყალიბოთ. რაც არ უნდა საინტერესოდ უდგებოდეთ ამ თემას, ადრე თუ გვიან, ხალხს ძირითადად ბეზრდება ერთი და იგივე ტიპის კონტენტის ნახვა, ან ყოველ შემთხვევაში კონტენტი კარგავს მიმზიდველობას.
თითოეულ ელემენტს, ბლოგ პოსტია თუ Tweet-ი, შესაძლოა საკუთარი კონკრეტული მიდრეკილება მისცეთ. რაც ბუნებრივია არ ითვალისწინებს თქვენი ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას ან შეცვლას. უბრალოდ მათ გადასხვაფერებას.
შეჯამება
ამ ბლოგის მიზანი იყო ზოგადად განგვეხილა ორგანიზაციული გამოხატულებების სხვადასხვა მიდგომები, ორი მთავარი, პოპუალარული მიდგომა, აბსტრაქტული გამოსავალი.
ბუნევრივია ბრენდირებას ბევრად მეტი სჭირდება, ისევე როგორც ორგანიზაციული პრინციპების ჩამოყალიბებას, თუმცა საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი პოზიციის უკეთესად აღქმაში.
იკა ნიჟარაძე