React Native vs Native

React Native vs Native
07 აპრილი 2022     2944

React Native vs Native

როდესაც ვწვეტთ თუ როგორი აპლიკაცია გვსურს მივიღოთ აუცილებელია გავითვალისწინოთ რომელი ენაა უკეთესი ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად.

არაა გასაკვირი რომ ამ ორის შედარება საკმაოდ საყურადღებო როლს თამაშობს აპლიკაციის დამზადებისას იმას თუ გავითვალისწინებთ რომ სტრუქტურის მთავარი ნაწილები სწორედ ენითაა განპირობებული.

მობილური აპლიკაციები ტიპურად Native-ში იწერებოდა. თუმცა React Native-ის პოპულარულობის მომატების შემდეგ ძალიან ბევრი წამყვანი აპლიკაცია ნაწილობრივ ან მთლიანად გადაიწერა React Native-ში.


აბსტრაქტული გრაფიკული გამოსახულება


შესაბამისად ხალხიც ინტერესდება თუ რა უშუალო განსხვავებებია ამ ორს შორის და ღირს თუ არა პირდაპირ React Native-ის არჩევა?


განსხვავებები, პლიუსები და მინუსები

ჩვენ ამ ბლოგში ძირითად განსხვავებებს ავღწერთ. ეს არ ნიშნავს რომ განსხვავები მხოლოდ ჩამოთვლილებია, ან მათი განსხვავებულობა მხოლოდ ისე გამოიხატება როგორც ავღწერთ. უბრალოდ უკეთ რომ გაერკვეთ ამ თემაში საჭიროა ჯერ ძირითად ელემენტებზე ვისაუბროთ.

დრო: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი Native-თან მიმართებაში არის რომ ის დროს იგებს. განსაკუთრებით თუ თქვენ დიდი გუნდი არ გყავთ მაშინ React Native-ის არჩევა ბევრ დროს მოგაგებინებთ. ძალიან მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, რთულია გავიგოთ როგორ უნდა იყოს დროის მომგებიანი ერთი აპლიკაციის ორჯერ დაწერა.

თუმცა, დიდ გუნდებთან მიმართებაშიც ხშირად იგივე სიტუაციას ვაწყდებით. გიწევთ ორჯერ მეტი დიზაინერის, დეველოპერის და ტესტერის აყვანა. მენეჯმენტის ზედნადები ხარჯები საშინლად იზრდება ისევე როგორც დეველოპმენტული პრობლემები იმიტომ რომ გუნდები სინქრონულად არ მუშაობენ.

ადრე თუ გვიან ორივე პროდუქტი გაკრვეულ წილად განსხვავებული ხდება და ხალხიც უბრალოდ ეგუება ამ სიტუაციას. ხშირია წუწუნი იმაზე რომ ios ან Android აპლიკაციები ვერ ითავსებენ ერთმანეთის ყველა ფუნქციას.

თუმცა თუ გარკვეული მიზნების გამო მაინც Native-ს ირჩევთ გაითვალისწინეთ რომ აპლიკაცია არ უნდა იყოს ზედმეტად მორგებული ან ios-ზე ან Android-ზე წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთნახსენებ პრობლემას წააწყდებით.





სკალირება: Native-თან შედარებით, React Native-ის დეველოპმენტი შედგება მასიური ბიბლიოთეკებით და მოდულებით რომლებიც გვაძლევენ საშუალებას რომ უფრო მასშტაბური განახლებები შევიტანოთ აპლიკაციაში. ამიტომ ამ ასპექტში React Native უკეთესი ვარიანტი ჩანს.

ფასი: იმის გათვალისწინებით რომ ძირითად შემთხვევებში უკეთესია React Native-ის არჩევა სხვადასხვა ფაქტორების გამო (გუნდის ზომა, პროექტის მასშტაბი, ერთი პროექტი), უადგილო ნამდვილად არ არის.

ხარისხი & სამუშაო მახასიათებლები: თუ თქვენ გსურთ თქვენი აპლიკაცია იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული მაშინ არჩევანის გაკეთება Native-ზე მოგიწევთ. აქ კომპრომისები სამუშაო მახასიათებლებზე ან დეველოპმენტულ დროზე ან თუნდაც რესურსებზე არ უნდა იყოს.

განახლებები და bug-ები: ამ შემთხვევაშიც Native უკეთესი ვარიანტია. React Native-თან მიმართებაში შეიძლება შეხვდეთ bug-ებს ქრომის debugging-ის დროს. ასევე მეტ დროს წაიღებს პატარ პატარა პრობლემების მოგვარება.





გრძელვადიანი გეგმები: ამ არჩევანის გაკეთებისას კიდევ უნდა გაითვალისწინოთ თუ როგორ იმოქმედებს ის გრძელვადიან გეგმებზე აპლიკაციასთან მიმართებაში.

Native პლატფორმები, რომლებსაც მხარდაჭერა აქვთ Google-ისგან და Apple-ისგან, მარტივად იღებენ ხელსაწყოებს სხვადასხვა ფუნქციებისთვის, პრობლემების გადაჭრისთვის და განახლებების იმპლემენტაციისთვის ისე რომ აპლიკაციის სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქროს.

React Native, მიუხედავად იმისა რომ მხარდაჭერას Facebook-ისგან იღებს, პრიორიტეტად არ ისახას განახლებებს. ხელსაწყოები და განახლებები არაა სინქრონში Apple-თან და Google-თან. ამიტომ ეს ასპექტი გარკვეულ წილად ეჭვ-ქვეშაა.



შეჯამება



როდესაც ვარჩევთ React native vs Native-ს, React Native უკეთესია როცა წარმოდგენა არ გაქვთ სამიზნო აუდიტორიაზე, გაქვთ ლიმიტირებული ბიუჯეტი, არ შეგიძლიათ დამატებითი ინვესტიციების შოვნა ან არ იცით რომელ პლატფორმაზე უშვებთ აპლიკაციას.

ხოლო Native-ის არჩევა უფრო მისაღებია თუ ინდივიდუალური პლატფორმისთვის გამოვცემთ საკმაოდ კომპლექსურ აპლიკაციას, ხარჯები პრაქტიკულად არ წარმოადგენს პრობლემას და ყურადღება გამახვილებულია აპლიკაციის უტილიტარულ ხასიათზე.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა