დიზაინის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ნაწილი უკუკავშირია რომელიც გვაძლევს პროდუქტის გაუმჯობესების საშუალებას.
გრაფიკული დიზაინის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე პროდუქტი იზომება იმით თუ რამდენად მოსწონს მომხმარებელს ის საბოლოო ეტაპზე.
თუმცა თუნდაც იმის გამო რომ კოდირება ითვალისწინებს ბევრ სხვადასხვა წინაპირობას და შეზღუდვას ხშირად მომხმარებელს უჭირს დიზაინერის მეთოდების და შედეგების გაგება.
უარეს შემთხვევებში პრობლემები ჩნდება იმის გამო რომ მომხმარებელს საბოლოო პროდუქტის ზოგადი სურათი არ აქვს წარმოდგენილი; შესაბამისად ხშირად იცვლის აზრს
ამ ბლოგის მიზანია როგორც დიზაინერებს ისე მომხმარებლებს დამატებითი ხელსაწყოები შესთავაზოს იმისათვის რომ კომუნიკაცია ორ მხარეს შორის უფრო ეფექტური გამოდგეს, შესაბამისად მიღებული შედეგი დამაკმაყოფილებელი იყოს.
კონკრეტულობა & დრო
ნებისმიერი კრიტიკის შეთავაზებისას ან პასუხისას აუცილებელია მომხმარებელმაც და დიზაინერმაც რაც შეიძლება კონკრეტულად აღწერონ საკუთარი გადმოსახედი.
"უბრალოდ ესე არ მომწონს" ან "ამის გაკეთება შეუძლებელია" იშვიათადაა დამაკმაყოფილებელი ორივესთვის. რომც ერთი მხარე მზად იყოს ენდოს მეორეს, ეს ნდობა ჯობს ურთულესი სიტუაციებისთვის გამოვინახოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად ადვილია მომხმარებელი დაეჭვდეს კომპეტენტურობაში ან დიზაინერმა იფიქროს რომ მომხმარებელი ძალიან ართულებს სამუშაო პროცესს.
ასევე აუცილებელია კრიტიკისთვისაც და ცვლილებებისთვისაც სწორი დრო გამონახოთ. პროექტის ერთი ეტაპის ან ბოლომდე დასრულებისას არაადეკვატურია მომხმარებელს გავუმჟღავნოთ საყურადღებო პრობლემაზე ინფორმაცია. ამისი დრო ბევრად ადრეა. თუმცა ბუნევრივია არსებობს გარდაუვალი სიტუაციები.
ამ შემთხვევებშიც ბევრად უკეთესია ზუსტად ავუღწეროთ მომხმარებელს აქამდე რატომ არ ვუთხარით პრობლემის შესახებ. თუ ჩვენი მიზეზები საკმარისად კარგია და მომხმარებელი შეგნებული მაშინ პრობლემის წონა ბევრად უნდა შემსუბუქდეს.
იგივე ეხება მომხმარებლის მხარესაც. მნიშვნელოვანი ცვლილებების მოთხოვნა როდესაც საქმის დიდი ნაწილი დასრულებულია ხშირ შემთხვევაში ძალიან ართულებს სიტუაციას. პირველ რიგში იმიტომ რომ კოდი უკვე დაწერილია და პასუხიც შესაბამისი იქნება. მეორე რიგში ეს პოტენციურად ძაბავს ორ მხარეს შორის ურთიერთობას.
დამატებითი რჩევები