კარგი ვებსაიტის აუცილებლობები
22 თებერვალი 2022     2325

კარგი ვებსაიტის აუცილებლობები

ვებსაიტი წარმოადგენს ერთგვარ ჰაბს რომელიც აკავშირებს თქვენს მიზნებს, საშუალებებს და ინფორმაციას თქვენს სამიზნო აუდიტორიასთან.

შესაბამისად, ამ სქემიდანვე გამომდინარე იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზომავს თქვენი ვებსაიტის ეფექტურობას.

პირველ რიგში, ძირითადად, მნიშვნელობა ენიჭება SEO-ს, ჰოსტინგს და ვებსაიტის ფუნქციონალს.

რატომ? წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელმა შესაძლოა საერთოდ ვერ მიაგნოს საიტს. თუ მიაგნო - ვერ გამოიყენოს იგი სხვადასხვა მინუსების გამო, რომლებიც, როგორც წესი, დაკავშირებულია ვებსაიტის სისწრაფესთან და მისი ნავიგაციის ინტუიტიურობასთან.

შემდეგში ყურადღება ეთმობა დიზაინს და კონტენტს. ეს ორი ერთმანეთს ავსებს. თუმცა როგორც წინა ბლოგში ავღნიშნეთ, იმის მიხედვით თუ რა მიზნები აქვს თქვენს ორგანიზაციას შეგიძლიათ ერთს მეტი ყურადღება დაუთმოთ ვიდრე მეორეს. ბუნებრივია საუკეთესო ვარიანტი ორივეს მაღალ დონეზე წარდგენაა.


კომპიუტერის სურათი


და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ეთიკა. თქვენი ეთიკური პრინციპები განსაზღვრავს თუ როგორი მიმართება გაქვთ მომხმარებელთან. როგორია თქვენი ორგანიზაცია, აქვს თუ არა მნიშვნელოვანი მიზნები, აკეთებს თუ არა მნიშვნელოვან საქმეს, ა.შ.


სამიზნო აუდიტორია

სამიზნო აუდიტორია გთავაზობს შაბლონს იმისათვის რომ გავარკვიოთ საიტის რომელი ასპექტები იქნება მნიშვნელოვანი. თუ ზუსტად გაარკვევთ რა უნდა სჭირდებოდეს თქვენს სამიზნო აუდიტორიას, როგორ უნდა მოახერხონ სერვისის ან პროდუქტის მიღება, რამდენი ხანი დასჭირდებათ თქვენი საიტი, აპირებენ თუ არა საიტზე დიდხანს გაჩერებას, ა.შ.

ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემით შეგეძლებათ უკეთესად გაიზაროთ როგორი სტრუქტურა უნდ ქონდეს საიტს და რას უნდა სთავაზობდეს მომხმარებელს.

იმის გაგებით თუ რა მახასიათებლები აქვს თქვენი სამიზნო აუდიტორიის საშუალო მომხმარებელს შეგეძლებათ მიიღოთ გადაწყვეტილებები ფუნქციონალზე, დიზაინზე. თუ, ვთქვათ, ახალგაზრდებზე ორიენტირეტირებულები ხართ მაშინ ბუნებრივია რომ თქვენი საიტი უფრო ტრენდული უნდა იყოს.


აბსტრაქტული სურათი


ხოლო ფუნქციონალის კუთხით, თუ თქვენ ცდილობთ შედარებით ხანდაზმულ ადამიანებთან დაიჭიროთ კავშირი, კარგი იდეაა ყველაფერი გაამარტივოთ ნავიგაციის კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში შედარებით ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლები შეიძლება დაიბნენ.


ქვე-სქემები

როდესაც საუბარი გვაქვს კონვერსიებზე ან ნავიგაციაზე აუცილებელია სპეციფიური სქემები გვქონდეს დასახული. ეს სქემები ბუნებრივად დაიყოფა ქვე-სქემებად, რომელთა გამართვაც უფრო ინტუიუტიურს გახდის მთლიანი ვებსაიტის მოხმარებას და არა მარტო ნავიგაციას.

მაგალითად იმის მიხედვით თუ რომელია უფრო პრიორიტეტული ყურადღება საჭიროა შეაჩეროთ ან ნელ ან მეტად სწრაფ ნავიგაციაზე. ბევრ ან ნაკლებ ლინკებზე. CTA-ების განაწილებაზე (ზედა-შუა-ქვედა).


ეკრანის სურათი



საკვანძო სიტყვები და ფრაზები

დღევანდელი ტრაფიკის ძალიან დიდი ნაწილი Google-ის ძიებებიდან მოდის. თუ მონოპოლია არ გაქვთ რომელიმე ბიზნეს ინდუსტრიაში იშვიათია თქვენი ორგანიზაციის სახელის მიხედვით წარმართოს მომხმარებელმა ძიება.

ამიტომ გაითვალისწინეთ და გამოიკვლიეთ ის სავარაუდო ძიებები, რომლებსაც ხმარობს თქვენი საშუალო მომხმარებელი. შესაბამისად თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაციაც შეგეძლებათ იმის მიხედვით თუ რომელ გვერდზე ან რომელ სექციაში შეგეძლებათ საკვანძო სიტყვების/ფრაზების დამატება.


შეჯამება

ამ ბლოგის მიზანი იყო აბსტრაქტული სტრუქტურის წარმოდგენა იმისათვის რომ თქვენთვითონვე მოახერხოთ თქვენი საიტის სუსტი და ძლიერი მხარეების უკეთ დანახვა.

რაც ბუნებრივია დაგეხმარებათ თქვენს მომხმარებელს უკეთესი პროდუქტი ან სერვისი შესთავაზოთ ისეთი საშუალებებით, რომლებიც სასიამოვნო გამოცდილებად დარჩება მათთვის.

იკა

იკა