ურთიერთობა თქვენს სამიზნო აუდიტორიასთან

ურთიერთობა თქვენს სამიზნო აუდიტორიასთან
24 თებერვალი 2022     2813

ურთიერთობა თქვენს სამიზნო აუდიტორიასთან

ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ამა თუ იმ ინდუსტრიაში ცდილობს კონკურენციის გაწევას სხვა ორგანიზაციებისთვის, უწევს იმ მოთხოვნების წარმოქმნა ან დაკმაყოფილება რომელიც მის სამიზნო აუდიტორიას აქვს.

იმის გათვალისწინებით რომ გრაფიკული დიზაინი მეტწილად ტრენდულობაზე და ესთეტიურ სილამაზეზეა აწყობილი ბევრი ორგანიზაცია პირდაპირ ან ირიბად ცდილობს მოთხოვნით მანიპულაციას.

ძირითადად ეს შესაძლებელი ხდება როდესაც კომპანია ინდუსტრიის ლიდერი ან ერთ-ერთი ლიდერი არის.

ანუ ნორმატიული ღირებულებები იცვლება ამა თუ იმ ორგანიზაციის პრესტიჟის, რეპუტაციის ან ძალაუფლების გამო.



დარტსის სურათი


რა თქმა უნდა ეს შესაძლოა ძალაუნებურადაც მოხდეს ან ასეთ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მოყვეს. თუმცა მასიური კომპანიები აღარ ინტერესდებიან მოთხოვნების დაკმაყოფილებით და ძირითადად ცდილობენ ახალი მოთხოვნების წარმოქმნას.


გრაფიკული დიზიანის საჭირო კომპონენტები

თავისთავად ახალი მოთხოვნის წარმოქმნაში არაფერი ცუდი არ არის, თუმცა თუ მოტივი ან შედეგი მომხმარებლის ექსპლუატაციია მაშინ ბუნებრივია აქტის ხასიათი იცვლება.

დასაწყისითვის ჯობს ორგანიზაცია ორიენტირებული იყოს ინდუსტიისთვის მნიშნელოვანი და საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებით.

განსაკუთრებით, თუ გაქვთ ინფორმაცია ამჟამინდელი სიტუაციის მახასიათებლებზე ან აპირებთ გამოკვლევას, ძალიან კარგი იდეაა იმ მოთხოვნებზე ორიენტირება რომელიც ინდუსტრიაში დაუკმაყოფილებელია.



დაფაზე წარწერები


თუ ისეთ როლს ირგებთ, რომელიც სხვა კომპანიას უკვე არჩეული აქვს მაშინ მზად უნდა იყოთ მათთან კონკურენციისთვის. უნდა გქონდეთ ფინანსური, მარკეტინგული და ზოგადი სტრატეგიული გეგმები თუ კონკურენტი კომპანია ფესვგადგმულია.

გაითვალისწინეთ რომ ასეთ პოზიციაში მყოფ კომპანიებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ და არ ღირს მსგავს რისკზე წასვლა თუ ალტერნატიული ვარიანტები არსებობს.


საწყისი ეტაპები

უსაფრთხო სტარტად შეგვიძლია მოვისაზროთ გრაფიკული დიზაინის იმ ელემენტებზე კონცინტრირება როგორებიცაა: ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის არტიკულირება, საიტის სტრუქტურა.

პირველ რიგში გამართული უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან უკანასკნელი იმისათვის რომ თქვენმა ორგანიზაციამ მოახერხოს ფესვების გადგმა ონლაინ სივრცეში.

ხელმისაწვდომობისთვის ყურადღების დათმობა დაგეხმარებათ აუდიტორიის იმ სეგმენტების მოზიდვაზე, რომლებიც სამწუხაროდ უგულებელყოფილნი არიან.


მიკროფონის სურათი


ხოლო ინფორმაციის არტიკულირებაში იგულისხმება კონტენტის ხარისხი და ის ფორმა რომლითაც აწვდით მას მომხმარებელს. თუ ბლოგებზე ხართ ორიენტირებული მაშინ დიზაინი, ტექტსის წყობა და შინაარსი უნდა იყოს საინტერესო.

თუ ვიდეოებზე მაშინ კამერა, რიტორიკა, ვიზუალური ეფექტები, ა.შ.


მარტივი შეცდომები

მარკეტინგიზე ძალიან დიდი რაოდენობის რესურსების და დროის დახარჯვა როდესაც შესათავაზებელი დიდი არაფერი გაქვთ, ან საიტი არ არის გამართული არაა რეკომენდირებული.

ასევე ხშირია ჰოსტინგის უგულებელყოფა, ხშირად იმის გამო რომ სტაფი ან ხელმძღვანელობა ვერ ხედავს მის მნიშვნელობას. იმის მიუხედავად რომ საიტის სტაბილურობა მეტწილად ამაზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, ხშირია ორგანიზაციის წარმატების ROI-ს ან მისნაირი მაჩვენებლით გაზომვა. ამ პრობლემაზე უფრო ვრცდლად წინა ბლოგში ვისაუბრეთ.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა