მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი ისაა რომ ონლაინ ბიზნესის გარკვეული ნაწილების რეკლამირება, უკეთეს შემთხვევებში, ეხმარება დანარჩენებსაც. ანუ არის გარკვეული კავშირები თქვენს ბიზნეს ელემენტებს შორის, რომლების გათვალისწინებაც დაგეხმარებათ უკეთესი მარკეტინგული კამპანიების წამოწყებაში.
მაგალითად შეგიძლიათ აიღოთ ბლოგის რეკლამირება, რომელიც თავისთავად გარკვეულ მარკეტინგულ ასპექტებს შეიცავს. ანუ თქვენი ბლოგის პოპულარიზაციით ჩნდება საშუალებები რომ ის ლინკებიც რომლებიც დართული გაქვთ ბლოგში გახდეს უფრო პოპულარული.
ხშირად დამწყები კომპანიები უგულებელყოფენ ამ კავშირს და აქედან გამომდინარე იწყებენ მარკეტინგულ კამპანიებს და ქმნიან გეგმებს რომლებიც განცალკევებულია მათი ორგანიზაციის სხვა ნაწილებისგან.
შედეგი ისაა რომ იხაჯება მეტი დრო, რესურსი, ენერგია და შედეგები ხშირად უფრო არადამაკმაყოფილებელია.
როგორ გამოვიყენოთ კავშირები?
თქვენი ნავიგაციური გეგმის სიმულირების შედეგად (ვთქვათ ტესტირებით) შეგიძლიათ გაიგოთ მომხმარებელს როგორი ტიპის რეაქცია აქვს თქვენი ვებსაიტის სხვადასხვა შემადგენელ ნაწილზე.
მიზანი უნდა იყოს მთელი ნავიგაციური ჯაჭვის ისე გამართვა რომ მომხმარებელი დაინტერესებული იყოს მთლიანი პროცესის განვმალობაში.
თქვენ ეს პროცესი შეგიძლიათ დაყოთ მცირე ნაწილებათ რომ გაარკვიოთ თუ სად ჩნდება პრობლემები. ისეთი ხელსაწყოები როგორებიც Google analytics, Matomo ან Hotjar დაგეხმარებათ გაარკვიოთ კონკრეტულ ვებ-გვერდებზე როგორი რეაქციები აქვთ მომხმარებლებს.
თუ ვთვათ საწყის ვებ-გვერდებზე არ ჩერდებიან მომხმარებლები მაშინ პრობლემა დიდი ალბათობით ჰოსტინგში ან საიტის ფუნქციონალშია.
თუ შემდეგ რამდენიმე გვერდზე მაშინ კონტენტში. შესაძლოა ის არ შეესაბამება მომხმარებლების სტანდარტებს ან ინტერესებს. ან დიზაინია გასაუმჯობესებელი.
თუ კონვერსიის დროს მაშინ შესაძლოა პრობლემა კონვერსიის ფორმაში იყოს, ის ზედმეტად დამაბნეველი აღმოჩნდეს, მომხმარებელი არ გენდობოდეთ, ზედმეტად ბევრ ვარიანტს სთავაზობდეთ, ა.შ.
პლატფორმების გამოყენება
ხშირად გსმენიათ ალბათ რომ არ ღირს ერთი პლატფორმით მეორის ჩანაცვლება (მაგალითად LinkedIn-ის Facebook-ით). ნახსენები იდეიდან გამომდინარე უკეთესად ჩანს თუ რატომაა ეს ცუდი იდეა.
სხვადასხვა პლატფორმებს აქვთ საშუალება ტრაფიკი ერთმანეთს მიაწოდონ. განსაკუთრებით მაშინ როდესაც თქვენ ცდილობთ ბრენდის ღირებულებების გამოხატვა მოარგოთ იმ პლატფორმას რომელსაც ხმარობთ. სიტყვაზე, Twitter-ზე აბსოლუტურად განსხვავებული სტრატეგიაა საჭირო LinkedIn-თან შედარებით. ტონი აქ ბევრად არაფორმალურია ძირითადად და ინტერაქციაც უფრო ხშირი.
ძლიერი კავშირები
მსგავსი კავშირების ჩამოყალიბება და მომხმარებლის ინტერესის რამდენიმე ეტაპზე შენარჩუნება საკმაოდ რთული რამაა. ბევრ მსხვილმასშტაბიან კომპანიასაც უჭირს ამის გაკეთება.
ტექნიკურ დეტალებს რომ თავი დავანებოთ ორგანიზაციები რომლებიც ახერხებენ მომხმარებლის ამდენი ხნით დაინტრიგებას ძირითადად ორგანიზაციული ღირებულებების ხარჯზე ახერხებენ.
მნიშვნელოვანია რომ ორგანიზაციას არა მარტო ქონდეს გარკვეული ღირებულებები არამედ მათი ადეკვატურად გამოხატვაც შეძლოს; რაც კომუნიკაციის და ინტერაქციის დახვეწას ითვალისწინებს.
თუ თქვენი ბრენდი მეტ-ნაკლებად ახალი შექმნილია გაითვალისწინეთ ის რომ საშუალო მომხმარებელი არ ფლობს მის ღირებულებებზე იმ ინფორმაციას რასაც თქვენ. შესაბამისად ისინი თავიდანვე დაინტერესებულები არ არიან.