რას ზომავს FID?

რას ზომავს FID?
08 მარტი 2022     2239

რას ზომავს FID?


FID ზომავს რამდენად სწრაფად რეაგირებს გვერდი როცა იგი ტვირთავს მომხმარებლის მიერ შეყვანილ ინფორმაციას. ე.ი FID მხოლოდ კლიკებს და ღილაკზე დაჭერას ითვალისწინებს.


FID სტატისტიკა

FastComet-ის მიხედვით გვერდის მფლობელები უნდა შეეცადონ რომ FID 100 მილიწამზე ნაკლები იყოს, რომ მომხმარებლისთვის შეიქმნას კომფორტული გარემო.


"იტვირთება"


მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ FID-ს გაზომვა რთულია იმის გათვალისწინებით რომ მისი გაზომვა მხოლოდ პრაქტიკაშია შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი ქულა იქნება დამოკიდებული გაუკონტროლებელ ცვლადებზე. მაგ: მომხმარებლების hardware-ზე ან ინტერნეტ სისწრაფეზე.


როგორ გამოვასწოროთ ნელი რეაგირება

რადგან FID-ს გამომწვევი მიზეზი არაორგანიზირებულად გადმოწერილი script-ები და სურათებია, გამოსწორება ზუსტად ამაზეა დამოკიდებული. აუცილებელია ამ ყველაფრის ყურადღებიანად & ორგანიზირებულად პრეზენტირება ბრაუზერისთვის.


"ღილაკი"


ეს გამოიხატება HTML-ს გამოყენებაში რომ გააკონტროლოთ როგორ გადმოიწერება script-ები, მოახდინოთ სურათების ოპტიმიზაცია (HTML & სურათები) და ამოაგდოთ არასაჭირო script-ები.

მიზანი არის გადმოწერილი ელემენტების ოპტიმიზირება იმისთვის რომ გავაქროთ პაუზა-დაწყების პრობლემა არაორგანიზირებულ ვებ გვერდებზე.


რატომ იყინებიან ბრაუზერები

ბრაუზერი პროგრამაა (software), რომლებიც დავალებებს იმ მიზნით ასრულებენ რომ გაჩვენოთ კონკრეტული ვებ გვერდი. კონკრეტულად კი - დავალება მოიცავს კოდის, სურათის, ფონტის, სტილური ინფორმაციის, სქრიფთების გადმოწერას და მათ მუშაობას HTML ინტრუქციების მიხედვით. ეს კომპლექსური პროცესი - რენდერინგია. სიტყვა render ნიშნავს გაკეთებას და ზუსტად ესაა ბრაუზერის ფუნქციაც; კოდების და სურათების დალაგება რომ გააკეთოს ვებ გვერდი.

ინდივიდუალური რენდერული დაველებები thread-ებია (thread of execution). ანუ პროცესის ინდივიდუალური ნაწილი. ბრაუზერში ერთი მთავარია thread-ია სახელად "Main Thread" რომელიც პასუხს აგებს ვებ გვერდების გაკეთებაზე და იმაზე რომ თუ რას ნახავს მომხმარებელი მისი გახსნისას. Main Thread-ის კარგი ანალოგიაა ავტომაგისტრალი სადაც მანქანების მაგივრად სურათები და სქრიფთები იწერება და აქტიურდება როცა მომხმარებელი შედის საიტზე.


ვებსაიტის სტრუქტურა


თუ რომელიმე კოდი ზედმეტად დიდი ან ნელია, ის შეაჩერებს სხვა დავალებებს და დაელოდება სანამ დიდი, ნელი კოდი გადაუხვევს ავტომაგისტრალიდან (ანუ ჩამოტირთვის და აქტივირების დასრულებას).

დეველოპერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას თუ რომელი კოდი გადმოიწერება პირველი; ისევე როგორც რომელი გააქტიურდება რა რანჟირებით. ასეთი ყურადღებიანობა ხელს შეუწყობს ვებ გვერდს რომ რაც შეიძლება მალე ჩაიტვირთოს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ FID ქულები ვარირებს და არაკონსისტენტურია. ქულა იცვლება მომხმარებლიდან მომხმარებლმადე. ეს ბუნებრივად ხდება იქიდან გამომდინარე რომ ქულა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს მომხმარებელი როდესაც საიტზე შესულია. ზოგი დიდხანს იცდის სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამისად აძლევს საშუალებას ყველა ელემენტს რომ ჩაიტვირთონ და გააქტიურდნენ.

იკა

იკა