ნებისმიერი მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის აუცილებელია საკუთარ სამიზნო აუდიტორიასთან ნდობის სავსე, ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს იმ იდეას რომ რომელიმე კომპანია შესაძლოა მათ ინტერესებზე გულახდილად ფიქრობდეს. რაც გასაკვირი არაა.
თუმცა თუ ორგანიზაციას სერიოზული მიზნები აქვს მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ხალხისთვის ისეთი სერვისის შეთავაზება, რომელიც ცდილობს ამ ყველაფერს განეშოროს. ბუნებრივია ეს, ამ ეტაპზე, სრულყოფილად ვერ მოხდება თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯები მაინც მნიშვნელოვანია.
ამ კუთხით, ბოლო დეკადის განვმალობაში, უფრო და უფრო პრობლემური ხდება dark usability პატერნების გამოყენება.
რა არის dark usability პატერნი?
მარტივ ენაზე, dark usability პატერნი არის ვებსაიტის ფუნქციონალის ან დიზაინერული ელემენტის ისე გამართვა რომ მომხმარებელი მოტყუვდეს.
მაგალითად: თუ თქვენ მომხმარებელს ანიშნებთ რომ რომელიმე x ლინკი გადაიყვანს საინფორმაციო გვერდზე და ამის ნაცვლად პროდუქტის არჩევის გვერდზე გადაგყავთ ეს ერთგვარი dark usability პატერნია.
ან რეკლამები, რომლებიც ისეა განლაგებული საიტზე თითქოს მის ნაწილს წარმოდგენდნენ.
Dark usability პატერნები ძირითადად გამოიყენებულია იმისათის რომ მომხმარებელი კონვერსიის გვერდამდე მივიდეს.
ხშირად ისეთ ტიპის რეკლამებსაც ვაწყდებით, რომლებსაც ძალით გადავყავართ სხვა გვერდზე. უარეს შემთხვევებში პირველი გვერდი საერთოდ იკეცება.
გამოყენება
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა რითიც კონვერსიების მაჩვენებლის აწევა შეგიძლიათ არის მომხმარებლის ნდობის მოპოვება.
საკმაოდ ადვილი გასაგებია თუ რატომ იყიდის თქვენგან ადამიანი პროდუქტს ან სერვისს თუ იგი გენდობათ და მას რელევანტურ მატერიალს სთავაზობთ.
Dark usability პატერნები კი პირველ რიგში ნდობაზე მოქმედებენ უარყოფითად. თუ მომხმარებელი იმაზე იწყებს ფიქრს რომ თქვენ ლეგიტიმურად არ სთავაზობთ პროდუქტს მაშინ ძალიან უცნაური იქნება მისი მხრიდან ყიდვის გაგრძელება.
ნავიგაცია
ნდობის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია რის გამოც ამ პატერნების გამოყენება უარყოფითად მოქმედეს ვებსაიტის ეფექტურობაზე და პროდუქტიულობაზე.
როდესაც საიტის გაკეთება ეხება თემა, ნავიგაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მთელი ვებსაიტი უნდა იყოს გარკვეული ნავიგაციის იდეით აწყობილი.
როდესაც მომხმარებელი ტყუვდება dark usability პატერნების გამო მათი ნავიგაციური გამოცდილებაც ბევრად არასასიამოვნო ხდება.
რეკლამების ფანჯრების ჩაკეცვას, popup-ების გამორთვას, წინა გვერდზე დაბრუნებას... ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი დრო, ეს ნაბიჯები კი ზედმეტია შესაბამისად ნავიგაციაც უფრო ნელი და არაინტუიტიური ჩანს.