გუნდური მუშაობა და ეფექტურობა

გუნდური მუშაობა და ეფექტურობა
14 აპრილი 2022     4004

გუნდური მუშაობა და ეფექტურობა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ორგანიზაციული წარმატების მიღწევის, სამუშაო პროცესის დახვეწის და სასიამოვნო გარემოს ჩამოყალიბების კუთხით გუნდურობაა.

ყველა კომპანიაში არის სიტუაციები, როდესაც საქმე მნიშვნელოვან სირთულეებთან გვაქვს, ან როდესაც მასშტაბურ პროექტებისთვის თავის გართმევაზეა საუბარი.

ასეთ შემთხვევებში აუცილებელია რომ რამდენადაც შესაძლებელია დედლაინებში ისე ჩავჯდეთ, რომ პროდუქტის/სერვისის ხარისხმა არ იკლოს.

ეს კი სწორედ გუნდურობაზეა დამოკიდებული. ამ ბლოგის მიზანია რამდენიმე იდეის გაზიარება, რომლებიც, იმედი გვაქვს, დაგეხმარებათ სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში.


გუნდი



სწავლა და მოტივაცია

ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ასპექტი სტაფისთვის არის მონოტონური სამუშაო, რომელიც არაფერში არ ადგებათ. შესაბამისად იმ შემთხვევაშიც თუ ეს აუცილებლობაა, თანამშრომლებს უნდა მივცეთ საშუალება რომ გარკვეული ტიპის მოტივაცია შეინარჩუნონ.

ამის მისაღწევათ შესაძლებელია დროის გამოყოფა, რომელიც დაეთმობა რელევანტური უნარების სწავლას. რაც ერთ მხრივ მისცემს მათ საშუალებას შეინარჩუნონ მოტივაცია და მეორე მხრივ შეისწავლონ ისეთი რამეები რაც მათ მართლა აინტერესებთ.


სხვადასხვა სტილი

ორგანიზაციაში მუშაობისას შეამჩნევდით, რომ ყველას საკუთარი სტილი აქვს. ზოგი ნელა და მეთოდურად მუშაობს, ზოგი უფრო სპონტანურად და პატარ-პატარა ბრეიქებით, ზოგს სურს სხვებთან გამოლაპარაკება, ზოგი კი მარტო უკეთ გრძნობს თავს.


სიტყვები "Team dynamics"


როდესაც თქვენი თანამშრომელი მოდის სამსახურში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მხრივ შეზღუდული არ იყოს. მითუმეტეს, რომ ხალხი უკეთ აკეთებს თავის საქმეს თუ მათ ხელისშემშლელი ფაქტორები არ ზღუდავს.


დახმარების კულტურა

შეცდომები სამუშაო პროცესის პრაქტიკულად განუყოფელია ნაწილია. თუ ორგანიზაციაში ბუნებრივად ითვლება სხვისი დახმარება ეს არამარტო გვაცილებს თავიდან დამატებით დახარჯულ დროს, არამედ ასევე აკავშირებს ინდივიდებს და აძლევს მათ იმავე პრობლემების თავიდან არიდების საშუალებას.

თუ შეცდომის დაშვებას არ მოყვება არაპროდუქტიული კრიტიკა მაშინ ორგანიზაციას აქვს საშუალება მალევე ჰქონდეს რეაქცია პრობლემებზე და დაეხმაროს იმ ადამიანს, რომელმაც დაუშვა ეს შეცდომა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილია ჩამოვაყალიბოთ ისეთი გარემო სადაც თუნდაც ბოლო წუთამდე არავინ აღიარებს რომ რაიმე შეეშალათ.

დეკორატიული



ორგანიზაციის სახე

დღეს უფრო ვიდრე ოდესმე ორგანიზაციები ცდილობენ დაარწმუნონ თანამშრომლები, რომ ისინი "ოჯახის წევრები არიან" ან რომ მათთვის ეს სამუშაო ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი იყოს.

ხშირია ფოკუსირება HR-ზეც მიუხედევად იმისა რომ მათი მიზანი კომპანიის მფლობელის ინტერესების დაცვაა.

თუ გსურთ, რომ თქვენი თანამშრომლები ხშირად გესაუბრებოდნენ დამაინტირებელ იდეებზე, ხედვებზე, იყვნენ დაინტერესებული საკუთარი საქმიანობით, მაშინ პირველ რიგში აუცილებელია რომ მათი ინტერესები, რამდენადაც შესაძლებელი და რაციონალურია, გათვალისწინებული იყოს.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა