გეშტალტის პრინციპები
გეშტალტის პრინციპები (ან გეშტალტის თეორია), რომელიც გერმანელმა ფსიქოლოგებმა 1920-იან წლებში შექმნეს, ხსნის, თუ როგორ მიდრეკილნი არიან ადამიანები ვიზუალური ელემენტების ჯგუფებად ორგანიზებაში, თუ როგორ აწესრიგებს ტვინი ინფორმაციას რეგულარული, სიმეტრიული და მარტივი გზით.
ლოგოში გამოყენებული გეშტალტის პრინციპები მას უფრო საინტერესოს, მიმზიდველს ხდის და შესაბამისად მესიჯიც უფრო დასამახსოვრებელი ხდება.
ვისცერული რეაქციები
ოდესმე შეგყვარებიათ ვებგვერდი მისი დათვალიერებიდან რამდენიმე წამის შემდეგ? ან იქნებ არ მოგეწონათ აპლიკაცია, გძულთ კიდეც. თუ კი, მაშინ უკვე იცით რა არის ვისცერული რეაქცია.
ასეთი რეაქცია მოდის ჩვენი თავის ნაწილიდან, რომელიც პასუხისმგებელია ინსტინქტებზე და ის რეაგირებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენი ცნობიერება. ვისცერული რეაქციები ფესვგადგმულია ჩვენს დნმ-ში, ამიტომ მათი პროგნოზირება ადვილია.
ადვილი მისახვედრია, რა მოსწონს ადამიანებს და რა არა. ბუნებრივია, თქვენ ჯერ უნდა იცოდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და მათი საჭიროებები.
ადამიანებს აქვთ შეზღუდული მოკლევადიანი მეხსიერება
ადამიანები ინარჩუნებენ სხვადასხვა სახის მოგონებებს და ინფორმაციებს სხვადასხვა დროის განმავლობაში. მოკლევადიანი მოგონებები გრძელდება, რამდენიმე წამიდან საათამდე, ხოლო გრძელვადიანი მოგონებები გრძელდება წლების განმავლობაში. ასევე გვაქვს მუშა მეხსიერება, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ინფორმაციები ან მოგონებები გონებაში შეზღუდული დროით.
ინფორმაციის დამახსოვრებისთვის აუცილებელია, ინფორმაციის თვალსაჩინო ან ადვილად მისაწვდომი გზით ჩვენება. თუ მომხმარებელმა გამოიყენა ძებნის ველი, აჩვენეთ საძიებო ტერმინი შედეგებთან ერთად. თუ რაიმე გაფილტრა, აჩვენეთ გაფილტრული ელემენტები. თუ მათ შეიყვანეს არასწორი ინფორმაცია, აჩვენეთ, რომელი ველი იყო არასწორი და რატომ.
ამ გზით, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა არასწორია, მათ იციან რა ინფორმაცია უნდა შეცვალონ.
ფორმების ფსიქოლოგია
გრაფიკულ დიზაინში ლოგოს ფორმების ფსიქოლოგიის საბაზისო გაგებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დაგვანახოს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს განსხვავებული შაბლონები მომხმარებლის აღქმისთვის. წრის გამოყენება, კვადრატის ნაცვლად, შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ შეცვალოს თქვენი სამიზნე აუდიტორიის აზროვნება და გრძნობა თქვენი ბრენდის შესახებ.
ადამიანის ტვინი მიმართულია დაიმახსოვროს და მნიშვნელობა მიანიჭოს ფორმებს.
გამორჩეული ფორმა რჩება თქვენს მეხსიერებაში მისი ნახვის შემდეგ. უბრალოდ დაფიქრდით Nike-ის საკულტო ლოგოზე ან Twitter-ის ჩიტზე.
ფერის ფსიქოლოგია
ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ყვითელი ოთახი თავს გაგრძნობინებთ უფრო ნათელს ან ბედნიერს? ან როგორ შეიძლება წითელი ნიშანი გაფრთხილებდეს საფრთხის შესახებ?
ფერის ფსიქოლოგიის თემა შეიძლება იყოს ცოტა რთული, რადგან ფერი და გრძნობები შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური. მაგრამ კვლევები ვარაუდობენ, რომ ფერი გავლენას ახდენს ემოციებზე კონკრეტული გზებით.
დიზაინში ფერი მოქმედებს როგორც ძირითადი ფუნქცია, რომელიც იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. ფერი არის ყველაზე მარტივი დასამახსოვრებელი ასპექტი, როდესაც საქმე ეხება ახალი მომხმარებლებისთვის ახალ ნივთებს. ხოლო დიზაინის ფერები ყოველთვის კავშირშია პროდუქტის ან პიროვნების ბრენდინგთან. ასე რომ, ბუნებრივია, დიზაინერებმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ ფერი, როგორც პროდუქტის კომუნიკაციის საშუალება.
აირჩიეთ ფერები გონივრულად
გრაფიკული დიზაინი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე ფერის არჩევა, რომლებიც ერთად სასიამოვნოდ გამოიყურება. თქვენი აღზრდის, კულტურული წარმომავლობისა და პიროვნული პრეფერენციებიდან გამომდინარე, გარკვეულმა ფერებმა შეიძლება გარკვეული გრძნობა გაგიჩინოთ. ფერების ფსიქოლოგიის გაგება და მისი სტრატეგიულად გამოყენების ცოდნა არის გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი.
არჩევანის პარადოქსი: რატომ არის მეტი ნაკლები?
არჩევანის პარადოქსი არის ბევრი არჩევანის ქონა. იმის ნაცვლად, რომ გაახარო ადამიანები და უზრუნველყო, რომ მიიღონ ის, რაც სურთ, ამან შეისაძლოა სტრესის ქვეშ მოაქციოს ისინი და გაართულოს გადაწყვეტილების მიღება. ამ შინაგან ბრძოლას, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც არჩევნის მრავალი ვარიანტია, არჩევანის პარადოქსი ეწოდება. მეტი ვარიანტი მოითხოვს მეტ დროს და ძალისხმევას ყველაფრის გადახედვისა და შედარებისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, სტრესი, დიდი მოლოდინები, სინანული და საკუთარი თავის დადანაშაულება.
რატომ არის არჩევანი მნიშვნელოვანი UX დიზაინში?
ფუნქციების დამატება, რომლებსაც მცირე მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა უმეტესობისთვის, ძირს უთხრის ადამიანების თანდაყოლილ უნარს, შეაგროვონ და დაამუშავონ ინფორმაცია ეფექტურად. ვარიანტების რაოდენობის გონივრულ დონეზე შენარჩუნება ადამიანებს საშუალებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილებები უფრო მარტივად და შეასრულონ მოქმედებები უფრო სწრაფად.
ადამიანები ხედავენ და გრძნობენ, ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. პირველი არის ესთეტიკური გამოცდილება, ხოლო გრძნობები ფსიქოლოგიურია. კარგ დიზაინს ორივე ესაჭიროება, ამიტომ დიზაინერებს სჭირდებათ მეტი, ვიდრე ფსიქოლოგიის საბაზისო გაგება, რათა მათმა ნამუშევრებმა ღირებული შთაბეჭდილებები მოახდინოს.
საბოლოო ჯამში, დიზაინში ფსიქოლოგიის კომპონენტის გაგება არის ის, რაც ქმნის წარმატებულ დიზაინერებს.
დეა კუსრაშვილი