ვებსაიტის ხელმისაწვდომობა შედარებით ახალი ტერმინია, დიდი ხანია პოპულარობულობით მაინც და მაინც არ სარგებლობს. მაგრამ, როგორც იდეა ის ყოველთვის გათვალისწინებული იყო ვებსაიტის შექმნისას. ხელმისაწვდომობა, მარტივად რომ ვთქვათ, განსაზღვრავს რამდენად ადვილია თქვენი საიტის მოხმარება. ძირითადად, სიმარტივე როგორც ცნება მიმართული იყო მოსახლეობის იმ სეგმენტებზე, რომლებსაც პრობლემები არ ექმნებოდათ გარკვეული დამხმარე ელემენტების არ არსებობის გამო.
თუმცა, დღესდღეობით უფრო და უფრო ცხადი ხდება რომ ეს მიდგომა არა მხოლოდ ეთიკურად, არამედ ცივი პრაგმატული გადმოსახედის მიხედვითაც არადამაკმაყოფილებელია. გარკვეული დამხმარე ელემენტების ინტეგრირება მნიშვნელოვან უპირატესობას განიჭებთ არა მხოლოდ იმ კონკრეტული ინდივიდების კუთხით რომლებიც მოახერხებენ თქვენი საიტის გამოყენებას, არამედ SEO-ს კუთხითაც. Google ყურადღებას აქცევს ამ კრიტერიუმებს როდესაც განსაზღვრავს თუ როგორ დარანკოს თქვენი საიტი. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი შესაძლებლობა საქართველოში, რადგან კომპანიები ამ საკითხს დიდ დროს არ უთმობენ.
ლინკების, სურათების & ფერების გამოყენება
ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენი ვებსაიტის SEO-ზე არის ლინკების ხმარება. ისეთი ფრაზები, როგორებიცაა "წაიკითხეთ მეტი" ან "იხილეთ აქ", ა.შ. იწვევს მაღალ bounce მაჩვენებელს. Bounce მაჩვენებელი ზომავს იმ მომხმარებლების პროცენტულ რაოდენობას, რომლებიც ნებისმიერი ქმედების გარეშე ტოვებენ ახალ ვებ-გვერდს. ლინკები მკაფიოთ უნდა გამოკვეთდეს პოტენციური ვებ-გვერდის დაახლოებით შინაარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება საიტის რანჟირებაზე.
სურათების შემთხვევაში უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს ყურადღება: ფორმატის შესაბამისობა (რა ტიპის ფაილია), ზომის/ხარისხის შერჩევა (ზედმეტად მაღალი ხარისხი ანელებს ჩატვირთვას, ზედმეტად დაბალი დიზაინს აფუჭებს), alt tag-ებს რომლებიც საკვანძო სიტყვებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ (უნდა აღწერდეს სურათს, ან თუ დეკორატიულია ჯობს ამას მიუთითებდეს).
რაც შეეხება ფერებს, აქ ყურადღება უნდა მიაქციოთ მწვავ კონტრასტებს, მაგალითად, შავი ფონი და თეთრი სიტყვები ცუდი კომბინაციია, რომელიც მომხმარებელს თვალებს ატკივებს. მკვეთრად ჭრელი ფერების კომბინაცია ზოგადად არაა რეკომენდირებული. თუ მაინც გადაწყვეთ მათ გამოყენებას მაშინ ჯობს ეს რაიმე დიზაინერული მიზნებისთვის გააკეთოთ.
ნავიგაცია, ფორმები, CTA-ები
ნავიგაცია საიტის სტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც უფრო სასიამოვნოა ნავიგაცია, ძირითადად, მით ადვილია თქვენი მომხმარებლის ვებსაიტზე გაჩერება, მისი კონტენტით დაინტერესება, ა.შ. დანარჩენი ყველა კომპონენტი გამართული არა მხოლოდ თავისთავად არამედ ნავიგაციასთან მიმართებაშიც უნდა იყოს. მაგალითად, შესაძლოა სურათი სწორ ფორმატში, ხარისხში და ფერებში იყოს განთავსებული თუმცა არასწორ ადგილას ნავიგაციის გადმოსახედიდან.
ფორმებიც სწორედ ამ მხრივაა აქტუალური. მომხმარებლები უნდა ხვდებოდნენ რის შევსებას თხოვთ და როგორ. ასევე ველი უნდა იყოს შესაბამისი ზომის; თუ 100 სიტყვაზე მეტია ჩასაწერი მათ უნდა შეეძლოთ სრული ნაწერის დანახვა.
ასევე დრო დაუთმეთ CTA-ებს, ანუ ღილაკებს რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ჩადის რაიმე ქმედებას თქვენს საიტზე. მათი განლაგება განაწილებული უნდა იყოს იმის მიხედვით თუ რა ტიპის ბიზნესი გაქვთ, როგორი სახის ნავიგაცია, სთავაზობთ თუარა აუდიტორიას პროდუქტებს, მზადაა მომხმარებელი თუ არა რომ ეს პროდუქტი იყიდოს საიტზე შემოსვლისთანავე, ა.შ.
ხშირი ტესტირება
სხვადასხვა ტიპის ტესტები თქვენი ვებსაიტის ანატომიური სიმდგრადისთვის აუცილებელია. საიტის სპეციფიკის მიხედვით შეგიძლიათ სხვადასხვა ელემენტები გატესტოთ. ჩვენ მაგალითისთვის რამდენიმე ზოგად ვარიანტს ავღწერთ.
მომხმარებლები, რომლებიც assistive (დამხმარე) ტექნოლოგიას სარგებლობენ, როგორც წესი, კლავიატურას ხმარობენ ნავიგაციისთვის. შეგიძლიათ თვითონვე გატესტოთ რამდენად მორგებულია თქვენი საიტი ასეთი ტიპის ხმარებაზე. შესაძლებელია თუ არა თქვენი ლინკების, გვერდების, კონტენტის ნახვა მაუსის გარეშე?
ბუნებრივია, 2022 წელს, ნებისმიერი საიტი უნდა იყოს გატესტული სხვადასხვა ტიპის მობილურ მოწყობილობებზე. ეს პრაქტიკულად აუცილებელია თქვენი ონლაინ ბიზნესისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია ჩაატაროთ სისწრაფის და ნავიგაციის ტესტები, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი. რადგან იგი დაგეხმარებათ ისეთი პრობლემები შეამჩნიოთ რომლებიც თქვენთვის თქვენი გამოცდილების გამო დამალულია.