სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენება დღევანდელი ონლაინ ბიზნესების პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, ასეთი პლატფორმები ორგანიზაციებს სთავაზობენ მოქნილობას და სხვადასხვა მრავალფეროვან ასპექტებს სამიზნო აუდიტორიის სეგმენტების მოსაზიდად.
ჩვენ გუნდს რამდენიმე ბლოგი აქვს შემოთავაზებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ თუ გსურთ დამატებიტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მათ გაეცნოთ.
რა თქმა უნდა, ყოველ პლატფორმას საკუთარი თავისებურებები ახლავს, ამ ბლოგშიც მოკლედ მიმოვიხილავთ მათ. თქვენი ორგანიზაციის მახასიათებლების და მიზნების მიხედვით ჯობს რამდენიმეზე გაამახვილოთ ყურადღება. რეკომენდირებულია 1-2-ს არჩევა რომელზეც ძალიან აქტიურები იქნებით, დანარჩენ 2-3-ზე კი პერიოდულად დადებთ პოსტებს/სიახლეებს. ამაზე მეტ პლატფორმაზე აქტიურობა ხშირ შემთხვევაში ღლის თანამშრომლებს და უბრალოდ ზედმეტ რესურსსაც მოითხოვს. ამასთანავე, შესაძლოა მომხმარებლებსაც მობეზრდეთ ერთი და იგივე პოსტების ნახვა სხვადასხვა საიტებზე. თუ ეს პრობლემაც არ გაქვთ, შესაძლოა თქვენი ბრენდის მუდმივი ფიგურირება გამაღიზიანებელი გახდეს.
თუმცა, არჩევანი მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით არ უნდა გააკეთოთ. აქ საკმაოდ მნიშნელოვანი ასპექტია თქვენი მომხმარებლების ბაზა რომელ პლატფორმებზე ატარებს მეტ დროს.
ასაკობრივი ჯგუფების და თქვენი ინდუსტრიის მიხედვით პირველადი შთაბეჭდილება შეიძლება ჩამოიყალიბოთ ამ საკითხზე, თუმცა დამატებითი გამოკვლევა უკეთესი იქნება თუ წარმოდგენა არ გაქვთ ზუსტად რომელს მიანიჭოთ უპირატესობა.
სტრატეგიები და მიდგომები
ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი საკუთარი სოციალური მედიის account-ების პოპულარიზაციისას არის networking-ი და მისი სხვადასხვა ტიპები. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია სხვა ფირმებთან პარტნიურული ურთიერთობის წარმოება, რაც დაგეხმარებათ დამატებითი სეგმენტები მიიზიდოთ. ბუნებრივია, ეს კომპანია და მისი სამიზნო აუდიტორია თქვენთან დაკავშირებული უნდა იყოს გარკვეული კუთხით მაინც.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საჭიროა მოერიდოთ ზედმეტად ენთუზიასტურ თხოვნებს, ისევე როგორც follow for follow ტიპის მიდგომებს ან საერთოდ follower-ების ყიდვას.
ასევე, შეეცადეთ მეტად სპეციფიურები იყოთ როდესაც ეკონტაქტებით საკუთარ სამიზნო აუდიტორიას. ბუნებრივია, რომ ასეთი კონკრეტულობა უკეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე ისე ლაპარაკი ადამიანთან თითქოს მე-500-ეა რომელსაც ესაუბრებით დღეს.
დამატებით, გასათვალისწინებელია დროის შერჩევა როგორც თქვენი პოსტებისთვის, ასევე თქვენი იმეილებისთვის, მარკეტინგული კამპანიებისთვის, რეკლამებისთვის, ა.შ. საჭიროა ზოგ შემთხვევებში დროის კონტექსტის გათვალისწინებაც, საათს და პერიოდს რომ თავი დავანებოთ. მაგალითად, წინასაახალწლო პერიოდში გეძლევათ საშუალებები რომ თქვენი სტრატეგიები ამ დღესასწაულს და სხვა რამდენიმეს მოარგოთ.
ფინანსური ბიუჯეტიც საყურადღებოა, ჯობს მოკრძალებული მიზნები დაისახოთ და მიაღწიოთ მათ ვიდრე მეტად ამბიციურები რომლებიც დიდი ალბათობით არ გაამართლებს. ხანდახან რთულია იმის დანახვა რომ პერიოდული, ინკრემენტალური ცვლილებები გროვდება და მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს.
გასათვალისწინებელი ფაქტორები
როგორც წინა აბზაცებში ავღნიშნეთ, რეკომენდირებულია პლატფორმების სპეციფიკაზე ყურადღების გამახვილება. მათ შორის იმის გათვალისწინება თუ რომელი ტიპის კონტენტია მეტად შესაბამისი სხვადასხვა საიტსა თუ აპლიკაციაზე.
ბუნებრივია, რომ ვიდეობი უკეთესია TikTok-ზე ან Youtube-ზე განათავსოთ, მათი სიგრძის მიხედვით. თუმცა, საყურადღებოა რომ Instagram საკუთარი reel-ებისთვის სპეციალურად გამოყოფს ბიუჯეტს და ცდილობს მომხმარებლებს დაეხმაროს მათი პოსტების პოპულარიზაციაში იმისათვის რომ TikTok-ს კონკურენცია გაუწიოს. ვიდეოები ასევე კარგი ხელსაწყოებია იმისათვის რომ დაარეკლამოთ თქვენი კონტენტი Facebook-ში. უბრალოდ, აქაც ყურადღება მიაქციეთ ვიდეოს მასშტაბს, თუ კონკრეტული ინდივიდები გაქვთ ამორჩეული დასარეკლამებლად მაშინ შეგიძლიათ მეტი ვარიანტი განიხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევებში, ჯობს მოკლე ვიდეობს დასჯერდეთ.
სურათები ცხადია უფრო Instagram-ისთვისაა შესაბამისი. განსაკუთრებით თუ რაიმე გარკვეული ტიპის სტილი გაქვთ რომელიც დამამახსოვრებელია მომხმარებლებისთვის.
როგორც ბლოგი ასევე სოციალური მედიის პოსტებიც (ან სოციალური მედიის პოსტი რომელიც ბლოგია) შეგიძლიათ update-ებისთვის გამოიყენოთ. ნებისმიერი ტიპის პროექტი, სიახლე, ფანდრეიზინგული კამპანია, აქციები, ა.შ. კარგი გზაა რომ სამიზნო აუდიტორიას პერიოდულად მაინც თავი შეახსენოთ.
ასევე კარგი იქნება თუ ძველ კონტენტსაც გამოიყენებთ, თუნდაც მხოლოდ იმ პოსტებს, რომელბიც აღნიშნავენ წლისთავებს ან რომლებიც მიმართულია სპეციფიური პრობლემების გადაჭრაზე. ასე უკეთ ჩანს რომ თქვენს ბრენდს დიდი ისტორია აქვს და რომ კონკრეტული მომხმარებელისთვის შესაძლოა დამაინტრიგებელი იყოს თქვენი წინა პოსტების გადახედვა.
Livestreaming ის პლიუსი ისაა რომ კონკურენცია პრაქტიკულად არარსებულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულია ამ მედიუმის სახარბიელოდ გამოყენება. რადგან პიროვნება, რომელიც ორგანიზაციის სახით ისაუბრებს უნდა იყოს საკმაოდ ქარიზმატული და ის რისი გადმოცემაც სურს არანაკლებ საინტერესო.