გუნდურობის გაუმჯობესების გზები

გუნდურობის გაუმჯობესების გზები
12 იანვარი 2023     2338

გუნდურობის გაუმჯობესების გზები

ნებისმიერი კარგი გუნდი ეყრდნობა კომუნიკაციას, კოლაბორაციას და მტკიცე ეთიკურ პრინციპებს. ეს არ იცვლება როდესაც საქმე გვაქვს დიზაინერებთან ან ზოგადად ვებსაიტის დამზადებაში მონაწილე წევრებთან (დეველოპერები, QA, ა.შ). სამუშაო პროცესის სტრუქტურა პირდაპირ აისახება იმ პროდუქტზე რომლის შეთავაზებაც შეგეძლებათ მომხმარებლებისთვის.

ეს ბლოგი განიხილავს რამდენიმე რჩევას რომლებიც დაეხმარება დიზაინერებს და სხვა წევრებს რომ ერთმანეთთან ურთიერთობის უკეთესი გზები იპოვონ.

გუნდურობის გაუმჯობესება პრაქტიკულად შეუძლებელია სამიზნო აუდიტორიის უკეთ გაცნობის გარეშე. მათი მოთხოვნების უკეთ გაგება ნიშნავს თქვენი დიზაინის გაუმჯობესებასაც.

მას შემდეგ რაც გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნით მათ ინტერესებზე, მნიშვნელოვანია მათ გამოცდილებაზე ფოკუსირებაც. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ვიზუალური მხარის გათვალისწინებას არამედ ფუნქციონალისაც. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ხდება რომ ორგანიზაციას შეეძლოს გუნდური მუშაობის დამკვიდრება და მასთან დაკავშირებული პრობლემების წარმატებით გადაჭრა.



თანამშრომლობა



როლების გარკვევა

დიზაინერები პროდუქტის ვიზუალურ რეპრეზენტაციაზე ზრუნავენ, დეველოპერები კი კოდზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვთქვათ დიზაინერი არაა გარკვეულ წილად მაინც ჩახედული დეველოპმენტის პროცესში, მათ წარმოდგენა არ ექნებათ საიტის ანატომიაზე. მათ ასევე არ ექნებათ საშუალება რომ ცვლილებები შეიტანონ დიზაინში ფუნქციონალური ნაწილის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამიტომ, მნიშვნელოვანია წინასწარ იმის გარვკევა თუ როგორ იმუშავებს ესა თუ ის პროდუქტი, იმ დიზაინერებისთვის ვინც ინტერფეისზე ან UX-ზე მუშაობენ. ეს აგარიდებს სამომავლო სირთულეებს, კომუნიკაციაც აღარ იქნება უფრო რთული და დედლაინის პრობლემაც არ გექნებათ.


კოლაბორაცია საწყის ეტაპზე

თავიდანვე გუნდური მიდგომის არჩევა უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მალე დაიწყებთ ერთად მუშაობას მით უკეთესი. როგორც წესი, რაც უფრო ხშირი იქნება კოლაბორაცია მით უკეთესი. თვითონ გუნდურობის გასაუმჯობესებლადაც კოლაბორაციაა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება.


წარწერა: ერთად


ერთ-ერთი რეკომენდირებული ხერხი გუნდურობის გასაუმჯობესებლად არის რაიმე პლატფორმის გამოყენება სადაც თანამშრომლებს ექნებათ საშუალება გააზიარონ საკუთარი იდეები ან შესაძლო პრობლემები, რომლებიც ან პროექტთან ან ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული. ეს მისცემს თქვენ თანამშრომლებს, რანგის მიუხედავად, საშუალებას რომ შიშის გარეშე გამოხატონ საკუთარი აზრი. ეს ერთი დიდი ნაბიჯი იქნება ისეთი კულტურის ჩამოსაყალიბებლად რომელიც ეყრდნობა სამართლიანობას, პრობლემების გონივრულად გადაწყვეტას და ურთიერთგაგებას.


დამატებითი საშუალებები

გამოიყენეთ ნოუთები, ჩანაწერები. თუ ჯგუფში მუშაობთ პრობლემების და მათი გადაჭრისთვის წამოყენებული ვარიანტების განხილვა ეხმარება სხვადასხვა წევრებს უკეთ გარკვნენ გარკვეულ მოცემულობაში. ასევე რეკომენდირებულია მხოლოდ შეფასებითი კომენტარებით არ შემოიფარგლოთ და აღწეროთ რატომაა ეს პრობლემა პრობლემა.

ნდობა, რომელიც საჭიროებს გულახდილობას, ღიაობას და პატივისცემას, ნებისმიერი მტკიცე გუნდის ქვაკუთხედია. ნდობის გამოსამუშავებლად საჭიროა ხშირი და ტაქტიანი უკუკავშირი ისევე როგორც სმენის კულტურა, განსაკუთრებით როდესაც მოსაუბრე ფიქრობს რომ მნიშვნელოვან რამეს უზიარებს გუნდს/სხვას. ორპირობა, მლიქვნელობა და თვალთმაქცობა უარყოფითად უნდა იყოს აღქმული გუნდში - სხვა მხრივ რა აზრი აქვს გუნდის შეკრებას თუ მათ პროფესიული ნდობაც კი არ აქვთ ერთმანეთის მიმართ.


დეკორატიული


დაგეგმეთ ხშირი შეხვედრები ან საუბრები (ან გააგზავნეთ იმეილები) სხვადასხვა პირებთან თქვენს ჯგუფში ან დეპარტამენტში რომ ყველას გააგებინოთ პროექტის მდგომარეობა (განსაკუთრებით როდესაც რამდენიმე პროექტი გაქვთ ერთდროულად). აუხსენით გუნდის წევრებს ზუსტად რა ევალებათ მათ, რა დროში და როგორ, ანუ გააგებინეთ საჭირო სფეციფიკა. იმ ხალხს ვისაც არ უყვარს ან არ შეუძლია ბევრი საუბარი უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩააყენებთ თუმცა პერიოდულად ჰკითხეთ აზრი რომ ჯგუფის წევრად იგრძნონ თავი.


შეჯამება

როდესაც ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, მათ უადვილდებათ იდეების გაზიარება და გულახდილი საუბარი - რაც თავისთავად დაეხმარებათ სამუშაოს უკეთ შესრულებაშიც. შესაბამისად, ჯობს შეამციროთ ნებისმიერი სახის უარყოფითი სიურპრიზები.

ხშირი კომუნიკაცია ზუსტად ამისთვისაა ხელსაყრელი. დიზაინერებს სჭირდებათ უკუკავშირი როგორც ჯგუფელებისგან ასევე მომხმარებლებისგან რომ უკეთ გაარკვიონ თუ რა შეცდომები დაუშვეს და გამოასწორონ ისინი. ამით კი სამომავლოდ ერთსა და იმავე სირთულეებზე მუშაობას არიდებენ თავს.

ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყავით რომელიც რელევანტურია დიზაინის პროცესის გაუმჯობესებისთვის. ყველაზე საყურადღებო მათ შორის არის ის რომ როგორც დიზაინერებისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი თანამშრომლისთვის, კოლაბორაცია წარმატებული პროდუქტის აუცილებელი ასპექტია.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა