Dark pattern-ები და ნდობა

Dark pattern-ები და ნდობა
15 მარტი 2023     2277

Dark pattern-ები და ნდობა

ვებ დიზაინი საკმაოდ სწრაფად განვითარდა ბოლო დეკადის განვმალობაში. ანიმაციებიდან დაწყებული მინიმალისტური დიზაინით დამთავრებული, დიზაინერები ცდილობდნენ სხვადასხვა გზების პოვნას UX-ის გასაუმჯობესებლად.

თუმცა, რასაკვირველია რომ ყველა ტიპის პრაქტიკა არაა ეთიკური ან მომხმარებელზე ცენტრირებული. ბოლო წლების განვმალობაში ტერმინი dark pattern უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ისინი ითვალისწინებენ ისეთი დიზაინის ტექნიკებს, რომლების საშუალებითაც საიტის მფლობელები ვიზიტორების, ან მათი არჩევნებით, მანიპულაციას ცდილობენ. ბუნებრივია აქ მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინება მეორეხარისხოვანია.

ამ ბლოგში ჩვენ რამდენიმე ასეთ პატერნს განვიხილავთ იმისათვის, რომ ზოგადი შთაბეჭდილება შეგიქმნათ საკითხზე და პოტენციური პრობლემებისათვის აგარიდებინოთ თავი. ასეთი პატერნების გამოყენება ძაბავს ურთიერთობას ორგანიზაციასა და მის აუდიტორიას შორის. რადგანაც ნდობა ასეთი ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, მნიშვნელოვანი ხდება წარმოდგენა გქონდეთ ამ პრობლემაზე.



ვიზუალური დეკორაცია



შესავალი

Dark pattern-ები პრობლემას წარმოადგენენ რადგან მათ ასეთი გავლენა აქვთ ნდობაზე, ატყუებენ რა მომხმარებლებს. როდესაც მომხმარებლები ასეთ სირთულეებს აწყდებიან ხშირად ისინი ტოვებენ საიტს, საერთოდ აღარ იყენებენ სერვისს და შესაძლოა უარყოფითი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. ზოგადად, საყურდღებოა თუ როგორ ციფრულ სამყაროს (ან მინი-გარემოს) ვქნით ჩვენი მსგავსი გადაწყვეტილებებით.

ამიტომაც, ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს თუ ვებსაიტებს, არამედ ზოგადად ციფრული ეკოსისტემის რეპუტაციას და მდგომარეობას. გარკვეულ შემთხვევებში, ასეთი პატერნების გამოყენება ლეგალურ ან სხვა ტიპის რეგულატორულ პასუხებთანაა დაკავშირებული, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არღვევენ მომხმარებლების უფლებებს.


მაგალითები

Bait and switch არის ტაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებას ყიდვის ბოლო მომენტში. როგორც მომხმარებელმა, ჯობს წინასწარ წაიკითხოთ შეფასებები, განსაზღვროთ რამდენად ადეკვატურია ფასები და არ წამოეგოთ არარეალისტურ მაჩვენებლებზე.



პატერნები



ამ ტაქტიკასთანაა დაკავშირებული hidden continuity, რომელიც ხშირად გამოიყენება ონლაინ სერვისებთან მიმართებაში, როდესაც მაგალითად უფასო ან პრემიუმ პაკეტებზეა საუბარი. კომპანიები იმახსოვრებენ მომხმარებლების ინფორმაციას როდესაც ისინი უფასო პაკეტს იღებენ და შემდეგ დაუკითხავად აჭრიან დამატებით თანხას - ძირითადად შემდეგი თვის დასაწყისში. გამოწერის გაუქმება კი საკმაოდ რთული პროცესია.

ასევე ძალიან ხშირია პროდუქტის ან სერვისის ნამდვილი ფასის დაფარვა. მაგ: ვებსაიტი არეკლამებს მათ დაბალ ფასად და არ აღნიშნავს იმას, რომ დამატებითი გადასახადის გადახდა მოგიწევთ.

Roach motel ითარგმნება როგორც ტარაკნების მოტელი, ე.ი. მათთვის განკუთვნილი მახე, რომელიც დაჭერისთანავე ამწყვდევს მათ და არ აძლევს ხაფანგის დატოვების საშუალებას. ვებ დიზაინში ანალოგია პირდაპირია კომპანიები იზიდავენ მომხმარებლებს დაბალი ფასებით შემდეგ კი ძალიან რთულს ხდიან მათთან კავშირის გაწყვეტას ან გამოწერის გაუქმებას. თუმცა, ბუნებრივია ეს ისევ მათ აზარალებს.

რა თქმა უნდა, ბევრად მეტი მსგავსი ხაფანგი არსებობს, თუმცა პირველადი მიმოხილვისთვის ესენიც კმარა.




ვიზუალური ფონი




რჩევები

პირველ რიგში, საჭიროა ყოველივე შემთხვევაში პირდაპირ მოახსენოთ მომხმარებლებს რა ინფორმაციას ინახავთ მათზე და როგორ აპირებთ მის გამოყენებას. მიაწოდეთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფაილი, ან თუნდაც ვებ-გვერდი, რომელიც ლაკონურად აღწერს ამ ყველაფერს.

გამჭვირვალობა აუცილებელია როდესაც საქმე ეხება dark pattern-ებისთვის თავის არიდებას. მიაწოდეთ აუდიტორიას მოკლე და გასაგები მონაცემები თუ ინფორმაცია თქვენს პროდუქტებზე, სერვისებზე და მათ ღირებულებებზე. განსაკუთრებით მოერიდეთ გაუგებარი ან დამაბნეველი ენის გამოყენებას. წერეთ მარტივი ენით, ჟარგონების და ტექნიკური ტერმინების გარეშე. ეს ყველაფერი წესებსა და პირობებსაც, ისევე როგორც სხვა მსგავს დოკუმენტებს, ეხება.

დამატებით, კონცენტირდით იმაზე რომ თქვენ პროდუქტსა თუ სერვისს ესა თუ ის პლიუსები აქვს, იმის მაგივრად რომ მათ რაოდენობის სიმწირეზე ან დროებითობაზე გაამახვილოთ ყურადრება. ამასთანავე, მიეცით მომხმარებლებს საშუალება მარტივად ამოეწერონ თქვენი იმეილების სიიდან, გააუქმონ სერვისები, ა.შ. ნუ აიძულებთ მათ რამდენიმე ეტაპის გავლას ამ ყველაფრისთვის.

და ბოლოს, როგორც დიზაინერს, თქვენ გევალებათ ეთიკურ პრაქტიკებზე ყურადღების გამახვილება. გაუზიარეთ სხვებს თქვენი ცოდნა, დაეხმარეთ მათ ეთიკური პრინციპების უპირატესობების დანახვაში. ამისთვის შეგიძლიათ ბლოგები დაწეროთ ან დალინკოთ, ისევე როგორც გამოაქვეყნოთ სხვა საიტების კონტენტი თქვენთან.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა