როდესაც საიტის დიზიანს ეხება საქმე, მარტივია რომ მხოლოდ ციფრებზე და კონვერსიებზე ფოკუსირდეთ. ეს მიდგომა საკმაოდ პრობლემურია და უამრავ საქმეს ართულებს.
ჩვენ უკვე განვიხილეთ ეთიკის როლი, როდესაც საუბარია, ორგანიზაციის მხრიდან, იმ სისტემებში რომლებშიც იგი მონაწილებს, რაიმე მნიშნელოვანი წილის შეტანაზე. წარმატებული ბიზნესის ქონა ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ სწრაფი მოგების შოვნაა.
კონვერსიები ამ მთელი სქემის ერთი პატარა ნაწილია. რასაკვირველია ისინი ერთგვარი ინდიკატორიებია თუ რამდენად წარმატებულად ახერხებთ ვიზიტორების მომხმარებლებად ქცევას - თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაღალი კონვერსიის მაჩვენებელი კარგად ჩანს რეპორტებზე, თუმცა საერთოდ არ გაძლევთ გარანტიას რომ თქვენი მომხმარებლები კმაყოფილები არიან თქვენი სერვისებით, ან რომ ისინი მათ მომავალშიც გამოიყენებენ.
არც იმის გარანტიას გაძლევთ რომ მნიშნელოვან საქმეს აკეთებს თქვენი ორგანიზაცია. ეს ფილოსოფიის, ან ეთიკის ბლოგი არაა, თუმცა არაა რთული გაგიჩნდეთ კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ღირებულია დაახლოებით 12 საათის დათმობა (სტანდარტული სამუშაო დღე, პლიუს მგზავრობა, მომზადება, ა.შ.) დღეში ისეთი საქმისთვის, რომელიც უბრალოდ ოდნავ მეტი ფულის შოვნას ითვალისწინებს.
სრული სურათი
კონვერსიებზე ჩაციკვლა მრავალ სხვადასხვა პრობლემას იწვევს. თუ მხოლოდ იმისათვის ცვლით საიტის სხვადასხვა მახასიათებლებს იმისათვის, რომ შეიძლება მარტივად უგულებელყოთ ან დააზიანოთ გამოყენებადობა, ხელმისაწვდომობა და UX. რაც დიდი ალბათობით დასრულდება იმით რომ თქვენი ვებსაიტი რთული გამოსაყენებელი გახდება და გააღიზიანებს მომხმარებლებს. მათი შენარჩუნებაც და ახალი სეგმენტების მიზიდვაც რა თქმა უნდა გართულდება.
ამიტომაც უკეთესია უფრო სრულ სურათს შეხედოთ. ჰოლისტური მიდგომა დიზაინის მიმართ ითვალისწინებს UX-ის პრაქტიკულად ყველა ასპექტის გათვალისწინებას, ისეთი საიტის შექმნას რომელიც მარტივი გამოსაყენებელია, ვიზუალურად მიმზიდველი და ზოგადად მომხმარებლებისთვის ღირებული. ამ თემებისთვის დროის და რესურსების დათმობა იმთავითვე პოზიტიურად აისახება კონვერსიებზე და ამავდროულად უფრო ერთგულ აუდიტორიასაც შეგძენთ.
გამოყენებადობა & ხელმისაწვდომობა
UX-ის გაუმჯობესების ერთი კარგი გზა გამოყენებადობაზე (usability) კონცენტრირებაა. რაც ითვალისწინებს ნავიგაციის იმდენად გამართვას რომ მომხმარებლები მარტივად ახერხებდნენ საჭირო ინფორმაციის ან სერვისების პოვნას. ერთი მარტივი გზა ამის გასაკეთებლად არის კონრენტის ლოგიკურად ორგანიზირება და მარტივი, მკაფიო ენის გამოყენება.
ხელმისაწვდომობაც საკმაოდ ცენტრალური ასპექტია. რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებზე-ცენტირებული ვებსაიტის შეთავაზებას ქმედუუნარო ადამიანებისთვის, ან თუნდაც მათთვის ვისაც უჭირთ ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება. alt tag-ების დამატება, ტრანსკრიპტების/სუბტიტრების დართვა აუდიო და ვიდეო კონტენტზე და კლავიატურით ნავიგაციის საშუალება საყურადღებო კომპონენტებია.
ვიზუალური ასპექტები & კონტენტი
მაგრამ მხოლოდ გამოყენებადობა და ხელმისაწვდომობა ყველაფერს არ წყვეტს - ვიზუალური ასპექტიც მნიშვნელოვანია. მაღალი ხარისხის სურათები და გარფიკები, გამოკვეთილი ფერების სქემები და თანამედროვე დიზაინი დაგეხმარებათ დამატებითი ვიზიტორების მიზიდვაში.
ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ უშუალოდ კონტენტის ხარისხი, ინფორმატიული მასალის მიწოდება, რომელიც ერთ მხრივ საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ რელევანტურიცაა.
ბლოგ პოსტები ან სტატიები, რომლებიც სანდო ინფორმაციას შეიცავენ, საკმაოდ იშვიათია დღევანდელ ქართულ ონლაინ-სივრცეებში. ამასთანავე არ მოერიდოთ ვიდეოების, ინფოგრაფიების ან სხვა მულტიმედიური კონტენტის გამოყენებას, რომელიც დაეხმარება თქვენ მომხმარებლებს სერვისების ან პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
მომხმარებლებთან ურთიერთობა
სოც მედიის აპლიკაციებში აქტივობა, მესიჯებზე პასუხი, საინტერესო კონტენტის გაზიარება და ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ყველა დაგეხმარებათ კონვერსიების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში და უფრო სტაბილურ აუდიტორიის სეგმენტებსაც ჩამოაყალიბებს.
მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირული შრის ნაწილია. უფრო ფუნდამენტურია ზოგადად თქვენი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყენებენ თქვენს სერვისებს ან იძენენ თქვენს პროდუქციას. მათთვის საკმაო დროის გამოყოფა (და ამის სწრაფად გაკეთება), საჭირო/რელევანტური ინფორმაციის მიწოდება, უზრუნველყოფა და დამატებითი პლიუსების შეთავაზება, საკმაოდ ეფექტური გზებია ბიზნესის პოპულარიზაციისთვის.
ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც წესი, სრულდება არა მხოლოდ უფრო მაღალი კონვერსიული მაჩვენებლებით არამედ უფრო ახლო პროფესიული ურთიერთობებითაც. კმაყოფილი მომხმარებლები კი უფრო ხშირად უბრუნდებიან საიტს, არც სხვებისთვის რეკომენდაციის გაწევაა იშვიათი - ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ასპექტი არ უგულებელყოთ.