UI/UX დიზაინი აერთიანებს მომხმარებლის ქცევაზე დაფუძნებულ ანალიზს, თანამედროვე ინტერფეისის დიზაინს და შედეგზე ორიენტირებულ ტესტირებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც იქნება მარტივად გასაგები და ინტერაქციული ნებისმიერი მოწყობილობიდან.
UI/UX დიზაინი არის თქვენი ბიზნესის ურთიერთობა მომხმარებელთან ციფრულ სივრცეში. თუ საიტი ან აპლიკაცია დამაბნეველი, რთული გასაგები ან არაერთგვაროვანია, მომხმარებელი უბრალოდ ტოვებს მას და თქვენი პოტენციური შემოსავალი იკარგება. სწორად დაგეგმილი UX დიზაინი კი აადვილებს ნავიგაციას, ამცირებს გაუგებრობას და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებსა და ბრენდისადმი ნდობაზე.
მომხმარებელი თქვენი ბრენდის შთაბეჭდილებას იღებს პირველ 5 წამში და სწორედ აქ თამაშობს გადამწყვეტ როლს დიზაინი
სტრუქტურულად გამართული და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი ამარტივებს პროდუქტთან ან სერვისთან ურთიერთობას
ვადგენთ UX ბარიერებს, რომლებიც შეუმჩნევლად ზღუდავენ შედეგებს. ვახორციელებთ სტრატეგიულ გაუმჯობესებებს, რაც ზრდის გამოყენებადობას და მომხმარებლის კმაყოფილებას
ვიზუალურად თანმიმდევრული და ბრენდზე მორგებული დიზაინი ქმნის სტაბილურ აღქმას, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას, კმაყოფილებას და გრძელვადიან კავშირებს
დიზაინის ყველა ეტაპი ეყრდნობა რეალურ მონაცემებსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, რაც უზრუნველყოფს შედეგზე მორგებულ, ეფექტურ გადაწყვეტილებებს
განსაზღვრული სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს კვლევას, დიზაინს და ტესტირებას ეფექტური ციფრული გამოცდილებისთვის
UI/UX დიზაინის პროცესი იწყება სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრით, მომხმარებლის პერსონების შექმნითა და ქცევითი ანალიზით. მიღებული მონაცემები ეყრდნობა UX კვლევას და გამოიყენება ინფორმაციის არქიტექტურისა და ნავიგაციის სტრატეგიის დასაგეგმად, რაც საფუძველს ქმნის მომხმარებელზე მორგებული დიზაინისთვის
UI დიზაინის ეტაპზე განისაზღვრება ვიზუალური სტილი, შერჩევა ხდება ფერთა პალიტრის, ფონტებს და ინტერფეისის ელემენტების. დიზაინი იქმნება ბრენდის იდენტობაზე დაყრდნობით და ოპტიმიზებულია გამოყენებადობისთვის. სწორად დაგეგმილი UI ზრდის მომხმარებლის ჩართულობას და ხელს უწყობს ეფექტურ ციფრულ გამოცდილებას
UI/UX დიზაინის პროცესის ამ ეტაპზე ვამზადებთ ინტერაქტიულ პროტოტიპს Figma-ს ან სხვა თანამედროვე დიზაინის ხელსაწყოების გამოყენებით. პროტოტიპი საშუალებას იძლევა რეალურად შეფასდეს ინტერფეისის მუშაობა პროექტის დაწყებამდე. ეს ამცირებს შეცდომების რისკს და ამარტივებს შემდგომ განვითარებას
დიზაინის დასრულების შემდეგ ხორციელდება ტესტირება და მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება დიზაინის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ინტერფეისის ეფექტიანობასა და მომხმარებლის კმაყოფილებას. შედეგად ვიღებთ მომხმარებელზე მორგებულ ინტერფეისს.
იყავით ინფორმირებული ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ციფრულ სამყაროში
მიიღეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე UI/UX-ის შესახებ
UI (User Interface – მომხმარებლის ინტერფეისი) მოიცავს ვიზუალურ ელემენტებს, როგორიცაა ღილაკები, ფონტები და ფერები. UX (User Experience – მომხმარებლის გამოცდილება) კი გულისხმობს იმას, თუ როგორ გრძნობს თავს მომხმარებელი პროდუქტის გამოყენებისას. ორივე ერთად ქმნის ეფექტურ ციფრულ გამოცდილებას.
მარტივად გასაგები ინტერფეისი ამცირებს დაბრკოლებებს და ზრდის მომხმარებლის ნდობას. სწორი კალ-ტუ-ექშენები (CTA), მარტივი ნავიგაცია და მობილური ადაპტირებულობა ზრდის კონვერსიის შანსებს.
UX კვლევა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლის ქცევებისა და საჭიროებების ღრმა ანალიზი მოვახდინოთ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის კონვერსიასა და გამოყენებადობას.
დიახ, ვთავაზობთ სრულყოფილ UX აუდიტს, რის შედეგადაც ვადგენთ პრობლემურ ადგილებს და ვქმნით ოპტიმიზაციის სტრატეგიას.
ვიყენებთ A/B ტესტირებას, გამოყენებადობის ტესტებს (usability testing) და მომხმარებლის უკუკავშირის სისტემატურ შეგროვებას. ეს პროცესი უზრუნველყოფს საბოლოო დიზაინის ეფექტურობას.
თითოეული დიზაინის პროექტი იწყება ბრენდის გაიდლაინებისა და სტილისტიკის გაანალიზებით, რათა ვიზუალური ელემენტები სრულ შესაბამისობაში იყოს ბრენდის იდენტობასთან.
დიზაინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს SEO შედეგებზე. მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმა ზრდის გვერდზე დარჩენის დროს, ამცირებს bounce rate-ს და აუმჯობესებს მობილურ ოპტიმიზაციას.
UI/UX დიზაინი აუცილებელია კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ონლაინ სივრცეში – ვებსაიტები, მობილური აპლიკაციები, ელექტრონული კომერცია, ციფრული სერვისები და სხვა.
რა თქმა უნდა. არსებული დიზაინის ანალიზის შედეგად შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და კონვერსიას.
წარმატებით ვიმუშავეთ სხვადასხვა სფეროში: ელექტრონული კომერცია, SaaS, ფინტექი, ჯანდაცვა, განათლება და სხვა. ჩვენი მოქნილი დიზაინის სისტემა ადაპტირდება ინდივიდუალური ბიზნესების საჭიროებებზე.