არასამთავრობო ორგანიზაცია „ქრიეითივ სპარკის“ ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის იმ პოტენციური კულტურული მარშრუტების კვლევას, რომელიც დაუკავშირდება ქვეყნის სხვა რეგიონებს და შემდგომ შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობაც შეიძინოს. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეირჩა რამდენიმე მარშრუტი, რომელთაც გააჩნიათ პერსპექტივა სათანადო ადგილი დაიკავონ რეგიონის კულტურული განვითარების და ტურიზმის სფეროში.
ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა