თქვენ საიტზე გამოყენებულ ენას საკმაოდ მნიშვნელოვანი გვლენა აქვს თქვენი ბრენდის აღქმაზე, ისევე როგორც მომხმარებლის დამოკიდებულებაზე თქვენი კონტენტის მიმართ და მათ გადაწყვეტილებებზე. ამიტომაც, ბუნებრივია მნიშვნელოვანი ხდება ენის ისე მორგება, რომ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი კონტენტი.
თუმცა, როგორც წესია, ზოგადი იდეის გაგება ერთია და უშუალოდ ცვლილებების შეტანა მეორე. ზუსტად ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს გავლენა და შექმნათ ისეთი ვებსაიტი, რომელიც ეფექტურად ახერხებს ინფორმაციის გადმოცემას და აუდიტორიის დაინტერესებას.
ინკლუზიურობა
ზოგადად ერიდეთ ჟარგონებს, ჩახლართულ ტერმინებს და ინდუსტრიის სპეციფიურ ენას. წერეთ მარტივად და გასაგებად იმდენად, რომ თქვენი კონტენტი წაკითხვადი იყოს ფართო სპექტრის აუდიტორიისთვის. მარტივი ენა ასევე გვერდს უვლის დაბნეულობას, რაც ბუნებრივია უფრო ინკლუზიურს ხდის საიტსაც.
წინასწარ განსაზღვრეთ წერის სქემა როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ პოსტს ან გვერდს. გქონდეთ A-დან B-მდე განსაზღვრული მიდგომა. გახადეთ ეს ორი ფუნქტი ექსპლიციტური მომხმარებლებისთვისაც, რაც მათ გაუადვილებს წაკითხულის გააზრებას.
გამოიყენეთ სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოები, რომ უკეთესად გაარკვიოთ თქვენი აუდიტორიის ზოგადი მახასიათებლები. ეს შეიძლება დაგეხმაროთ ენის უკეთ მისადაგებაში, მეტ კონკრეტულობაში, ა.შ.
ტონის კონტექსტზე მორგება
განსხვავებულ გვერდებს განსხვავებული ტონი სჭირდებათ. პროდუქტის აღწერისთვის უფრო ადეკვატურია დამაჯერებელი და ენთუზიაზმით სავსე ტონი, მეორე მხრივ ხშირად დასმული კითხვებისთვის უფრო ინფორმაციული და ლაკონური მიდგომაა უკეთესი. კონტექსტის მიხედვით უნდა განსხაზღვროთ ეს ყველაფერი თითოეულ გვერდზე.
რადგან, თითოეულ გვერდს თავისი ფუნქცია აქვს. შეიძლება ეს იყოს სხვების ინფორმირება ან მათი დარწმუნება. ენაც და ტონიც, ბრენდის მიერ დაწესებული საზღვრების ფარგლებში, ამ ფუნქციას უნდა ერგებოდეს.
ბრენდის იდენტობა
ვებსაიტის copy-ს თუ ეტყოფა ბრენდის იდენტობა, აუდიტორიაზეც ბევრად მარტივია შთაბეჭდილების დატოვება. Storytelling, იუმორი და დიალოგური ტონი, სხვა მრავალ რამეს შორის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისე, რომ მიესადაგოს თქვენ ბრენდს. მოსაბეზრებელი კონტენტი, რაც არ უნდა გამოსადეგი იყოს, ხშირად უგულებელყოფილია იმიტომ, რომ ესთეტიური კომპონენტებით არაა გაჯერებული.
ენაც უფრო გულისხმიერი და თბილი უნდა იყოს იმისათვის, რომ ცხადი იყოს ორგანიზაციის უკან მყოფი ინდივიდების როლი. თქვენი ვებსაიტი და მისი კონტენტი არ უნდა ჰგავდეს ერთ დიდ რეკლამას. ხალხი საკმარისს ხედავს ისედაც.
ამიტომ, შეეცადეთ თუნდაც პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანოთ თქვენ მატერიალში. გამოიყენეთ მომხმარებლების სახელები იმელებში ან შეტყობინენებში, წარუდგინეთ მათ პერსონალიზირებული რეკომენდაციები. დატოვეთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულ ინდივიდებს ელაპარაკებით და არა უბრალოდ რაიმე აბსტრაქტულ აუდიტორიას. თუმცა აქაც გარკვეული საზღვრებია. მომხმარებლები მეგობრები არ არიან და თქვენი მიდგომებიც ამას უნდა ასახავდეს. არაგულახდილად ჩანს სხვაგვარად ეს ყველაფერი. უბრალოდ მოექეცით როგორც კარგი ორგანიზაცია მოექცეოდა საკუთარ აუდიტორიას.
საინტერესო და ქმედებაზე ორიენტიებული კონტენტი
გამოიყენეთ მოქმედებითი გვარი რათა კონტენტი უფრო პირდაპირი, მიმზიდველი და ქმედებაზე ორიენტირებული იყოს. მოქმედებითი გვარი სიცხადეს სძენს თქვენს წინადადებებს, წყობაც წინადადებების უფრო გამართულია. კონტენტი კი მეტად წაკითხვადი.
დამატებით, უფრო მარტივად წაკითხვადი იქნება თქვენი ნაწერი, თუ გამოიყენებთ მოკლე წინადადებებს, აბზაცებს, bullet point-ებს, ქვეთავებს, ჰედინგებს, ა.შ. ფონტიც სწორედ ამაზე ორიენტირებულად აარჩიეთ. ეს მიდგომა უნდა შეეხოს თვით მონათხრობსაც, ამიტომ მოაცილეთ ზედმეტი ელემენტები. გარკვეულ ნაწილს შეიძლება საკუთარი როლი ქონდეს, თუმცა გადაამოწმეთ, რომ ის დაკავშირებულია იმასთან, რასაც ყვებით. ან სხვა მხრივ შეაქვს წვლილი პოსტში. ნუ მიედ-მოედებით.
სტრატეგიულად განალაგეთ CTA-ები ისე, რომ მომხმარებლები მიმართოთ გარკვეულ ქმედებებზე. გასაგებად გადმოეცით თუ რა ფუნქცია აქვს ყოველ ღილაკს, მოკლედ აღუწერეთ მათ რომელიმე კონკრეტული CTA-ს გამოყენების უპირატესობები. თუმცა ერიდეთ სასოწარკვეთილ ტონს და ნუ გამოიყენებთ ზედმეტად მაღალფარდოვან სიტყვებს. აქ პროდუქტებზე და სერვისებზეა საუბარი და არა სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე.
შეცდომების და typo-ების გამოსწორება იშვიათადაა ურიგო. გრამატიკული ლაფსუსები, ავტომატური შეცდომები და არაკონსისტენტურობები უარყოფითად მოქმედებს ნდობაზე. შეგიძლიათ სხვადასხვა ხელსაწყოები გამოიყენოთ იმისათვის, რომ ეს საქმე გაიადვილოთ, თუნდაც ქართულ ენაზე.
იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენი საიტზე არსებული შეუთავსებლობების და ზოგადად სხვადასხვა ტიპის პრობლემების აღმოფხვრაში.