გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები მარკეტინგში

გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები მარკეტინგში
10 ივნისი 2023     1673

გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები მარკეტინგში

იწყებთ მარკეტინგს, იწყებთ პროექტებს, რჩებით მარკეტინგს, რათა დაამთავროთ პროექტი. პროექტი მთავრდება. ხელახლა იწყებთ მარკეტინგს. ეს ციკლი უმეტესობისთვის საკმაოდ ნაცნობია. თუ მსგავს მომაბეზრებელ პატერნში ხართ, ნამდვილად არაა თქვენი სიტუაცია უნიკალური.

მცირე ბიზნესების უმეტესობას საკმაოდ უჭირთ მუდმივად ქონდეთ შემოსავალის წყარო, რადგან სულ ხან მარკეტინგთან, ხან გაყიდვებთან, ხან პროექტებზე მუშაობასთან და ხან მათ დამთავრებასთან აქვთ შეხება. ერთ საქმეზე რთულია დიდი ხანი გაჩერება რესურსების ნაკლებობის გამო. ამ ბლოგში, გავარჩევთ სხვადასხვა ხერხებს ამ ციკლიდან გამოსასვლელად ისე, რომ მუდმივი წყარო გქონდეთ სხვადასხვა შესაძლებლობების. ვეცდებით ხაზი გავუსვათ თუ რატომაა მარკეტინგის ისეთი სახე უკეთესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მუდამ გარკვეული ტიპის მარკეტინგული საქმიანობით იყოთ დაკავებულები.


მუდმივი მარკეტინგი

ციკლის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია მუდმივი მარკეტინგის პრიორეტიზირება. მარკეტინგი რეაქტიული აქტივობა არ უნდა იყოს, რომელთანაც საქმე მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც პროექტები სრულდება. პირიქით, უკეთესია ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი იყოს და დროის ისევე, როგორც რესურსების ხელშეწყობა მუდმივად ჰქონდეს.

პროაქტიულად ამ ყველაფრის გაკეთებით, შეგიძლიათ lead-ების უწყვეტი წყარო მიიღოთ. რაც იმთავითვე იქნება გარკვეული დასაყრდენი, როდესაც აღარ გექნებათ დამატებითი რესურსები ახალი მარკეტინგული კამპანიებისთვის.


სკეჩები


უკეთესია ისე გადაანაწილოთ ეს რესურსები, რომ რაც შეიძლება მეტი პერიოდი დაფაროთ იმის მაგივრად, რომ პერიოდულად მთლიანად დაახარჯოთ ისინი რაიმე კამპანიას ან პროექტს. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული ფუნდამენტი გექნებათ, რომელიც დაგიცავთ ზედმეტი რისკებისგან.


ნეთვორქინგი

წარმატებული მარკეტინგი უფრო მეტია ვიდრე სარეკლამო კამპანიები. ის დამატებით ითვალისწინებს არსებულ კლიენტებთან ნამდვილი ურთიერთობების დამყარებას და თქვენი ქსელის მუდმივად გაფართოებას. დაიწყეთ უფრო ინტენსიური კომუნიკაცია თქვენს ამჟამინდელ კლიენტებთან, უფრო სერიოზულად მოეკიდეთ მათთან ურთიერთობებს და თხოვეთ კმაყოფილ მომხმარებლებს რეფერალები. არავინაა უშეცდომო, ხალხი კი შეცდომებს უფრო მეტად პატიობს ორგანიზაციებს, როდესაც მათ ესმით, რომ ორგანიზაციის უკან რეალური ადამიანები არიან.

გარდა ამისა, აქტიურად დაესწარით ინდუსტრიულ ღონისძიებებს, კონფერენციებსა და გამოიყენეთ ნეთვორქინგის შესაძლებლობები პოტენციურ კლიენტებთან და თანამშრომლებთან დასაკავშირებლად. გახსოვდეთ, word-of-mouth რეკომენდაციები შეიძლება იყოს ძლიერი საშუალებები ახალი ბიზნესის მოსაზიდად.


ოფისის სურათი


ციფრული მარკეტინგის მედიუმები

გამოიყენეთ სოც-მედიის აპლიკაციები, მიაქციეთ ყურადღება SEO-ს, დაუკავშირდით სხვა კომპანიებს კოლაბორაციისთვის, ა.შ.

გაეცანით ფასიანი რეკლამების ისეთ ვარიანტებს, როგორებიცაა საძიებო სისტემების მარკეტინგი, სოც-მედიების რეკლამები, იმეილ მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი და ბლოგინგი.

თუმცა ზედმეტს ნუ აიღებთ თავზე. ორგანიზაციის მიზნებს შეუთავსეთ შესაბამისი მედიუმები. თუ კარგად წერთ გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი და ბლოგ პოსტები. თუ გემოვნება - მაშინ ინსტაგრამისნაირი აპლიკაციები. ხოლო თუ სოციალიზაცია გეხერხებათ, მაშინ event-ებს დაესწარით.


კონტენტის ხარისხი

საბოლოო ჯამში, თქვენ მართლა უნდა შესთავაზოთ რაღაც ჭეშმარიტად ღირებული, თუნდაც მხოლოდ გარკვეულ დონეზე, აუდიტორიას, რომ თქვენი ორგანიზაცია წარმატებული იყოს. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს ინფორმაციულ ბლოგებს, ქეის კვლევებს ან ვიდეო ინსტუქციებს, რომლებიც ეხება თქვენი სამიზნე აუდიტორიის პრობლემებს და სთავაზობს მათ პრაქტიკულ ხერხებს.

გააზიარეთ მსგავსი კონტენტი თქვენი ვებსაიტით, სოციალური მედიის პლატფორმებით და ელ.ფოსტის საშუალებით, რათა უკეთ დაიმკვიდროთ თავი. ღირებული კონტენტი არა მხოლოდ ხელს უწყობს ახალი lead-ების მოზიდვას, არამედ დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაშიც. ონლაინ სივრცეებში უამრავი სახის გამოუსადეგარი ინფორმაციაა, თუ თქვენ შესთავაზებთ თქვენს აუდიტორიას ისეთ რამეს, რაც მართლა დაეხმარება მათ, დიდი ალბათობით დააინტრიგებთ კიდევაც.


დეკორაცია


უკუკავშირი

შეუწყვეტლივ ეძიეთ უკუკავშირი მომხმარებლებისგან იმისათვის, რომ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიები გააუმჯობესოთ. უკეთ გაანალიზეთ მათი საჭიროებები, პრეფერენციები და მათთვის არასასიამოვნო მიდგომები, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი მესიჯის და სერვისების მიწოდება. თქვენი მარკეტინგული სტრატეგიებიც ამ უკუკავშირის მიხედვით, როცა საჭიროა, ჯობს შეცვალოთ.

მარკეტინგი ითვალისწინებს მრავალგზის და განმეორებით ცდებს, მომხმარებლებისთვის აქტიურ მოსმენას კი ის პლიუსი აქვს, რომ, ადრე თუ გვიან, ალღოს აუღებთ მარკეტინგის ძირითად ასპექტებს.

არ არსებობს ერთი მიდგომა ან ხელსაწყო, რომელიც პრობლემებს გადაგაჭრევინებთ ამ დარგში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავს რაიმეს ამბობს უბრალოდ ცდება ან იტყუება. წარმატებული სტრატეგიები ეყრდნობა ცოდნას აუდიტორიის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის კონტექსტუალურია.


დასკვნა

მარკეტინგის, გაყიდვების, პროექტზე მუშაობის და მისი დასრულების ციკლის დარღვევა საკმაოდ მნიშნელოვანია მცირე ბიზნესებისთვის მდგრადი განვითარებისთვის. ერთ კვირაში, ან თვეში ამას ვერ მოახერხებთ, თუმცა ჯობს ნელ-ნელა გადაეწყოთ გრძელვადიან გეგმებზე.

ბიზნესის ოპერირება, როგორც წესი, არასდროსაა სარგებლიანი მხოლოდ მოკლე ვადით. ზედმეტად ბევრი რისკს შეიცავს მთელი გუნდისთვის ამგვარი მიდგომა. ამიტომ, თუნდაც გარკვეული რამეების დათმობა მოგიწიოთ, სიფრთხილე ჯობს ზედმეტ რისკებს.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა