ხშირი UX შეცდომები II

ხშირი UX შეცდომები II
12 ივნისი 2023     1440

ხშირი UX შეცდომები II

პატარა UX შეცდომებსაც ხშირად დიდი გავლენა აქვთ. ამიტომაც ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ამახვილებს ონლაინ მარკეტინგის ამ მხარეზე ყურადღებას. ბლოგის სახელშივე ჩანს, რომ ეს მეორე პოსტია ამ საკითხზე, წინა შეგიძლიათ აქ იხილოთ. ამ პოსტში გავარჩევთ უფრო კონკრეტულ შეცდომებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ვებსაიტის ეფექტურობაზე.

წინა ბლოგში კი უშუალოდ ზოგადი პრინციპები გავარჩიეთ და სქემა მოვხაზეთ. აქ გვსურს განვიხილოთ ის შეცდომები, რომლებსაც სხვადასხვა საიტის ნავიგაციისას ვაწყდებით ხოლმე. ვიწყებთ შემდეგით:


ლინკების არასწორად დამატება

UX–ის კუთხით ერთ–ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა ლინკების არასწორად გამოყენება. ლინკები, რომლებიც არასწორად არის განთავსებული ან არ არის მკაფიოდ მარკირებული, შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს და გააღიზიანოს მომხმარებლები. ლინკები და მათი პოზიცია უნდა იყოს გამოკვეთილი, პრიორიტიზირებული, მარტივად დასაკლიკი, მომხმარებლებს კი უნდა ესმოდეს რას აჭერს იგი.


ლეპტოპის სურათი


ხშირად შეამოწმეთ შესაძლო მკვდარი ლინკები, ან ისეთები, რომელებიც არარელევანტურია მოცემულ ადგილას. გარდა ამისა, დაურთეთ მათ ვიზუალური დეტალები (მაგ: ფერი ან ხაზგასმა), რათა მიუთითოთ დასაკლიკი ლინკები.


სურათებით გადატვირთული ვებ-გვერდები

ვიზუალური კონტენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლების ყურადღების მიპყრობასა და ინფორმაციის გადაცემაში. თუმცა, ვებ- გვერდზე სურათების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს UX-ზე. როდესაც სურათები ერთად იკუმშება ან გვერდი მათით გადატვირთულია, ეს ყველაფერი კონტენტს რთულად წასაკითხს ხდის და თქვენი მთავარი სათქმელიც იკარგება.

სცადეთ ბალანსირებული მიდგომა აარჩიოთ. რაც არ ითვალისწინებს მაინცდამაინც მათემატიკურ ბალანს - მინიმალიზმი უმჯობესია. შეგიძლიათ ფაილების ზომების ოპტიმიზაცია უფრო სწრაფი ჩატვირთვისა და უკეთესი ნავიგაციისთვის. სურათების შეკუმშვით ხარისხის კომპრომისის გარეშე, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ვიზუალურად მიმზიდველი ვებსაიტი, რომელიც სწრაფად იტვირთება.


კლავიატურის სურათი


მხარდაჭერის მიზეზების არ ქონა

თქვენ აუდიტორიას ექსპლიციტურად უნდა შეთავაზოთ მიზეზები რის გამოც თქვენ მხარს დაგიჭერენ. გარკვევით უნდა ჩანდეს რატომ და რის გამო უნდა აირჩიონ ის პროდუქტები თუ სერვისები, რომლებსაც სთავაზობთ.

შეგიძლიათ სერვისების თუ პროდუქტების უპირატესობების გამოკვეთა, მომხმარებლების რეკომენდაციების დართვა ან რელევანტური სტატისტიკის მითითება. ამ ყველაფრის ისე შეხამება, რომ მომხმარებელს მიზეზები მისცეთ კონვერსიისთვის. გამოიყენეთ Storytelling-იც, ყოველდღიური, პრაქტიკული მაგალითები იმის გამოსაკვეთათ, თუ როგორ ჭრის თქვენი ორგანიზაცია სპეციფიურ პრობლემებს.


რთულად გამოსაყენებელი ველები

ველები თითქმის ყოველი ვებ-გვერდისთვის საჭირო ელემენტია, თუმცა არასწორი დიზაინი მათ საკმაოდ გამაღიზიანებელს ხდის. ზედმეტად გრძელი ფორმები, ვალიდაციის ზედმეტად ჩახლართული კრიტერიუმები და არაზუსტი მითითებები მომხმარებლებს იოლად აბნევს. აქაც მინიმალიზმია უკეთესი, გამოიყენეთ inline ვალიდაცია და autofill ოპცია.


ლეპტოპის დეკორაცია


ასევე გამოიყენეთ რეალურ-დროში ინტერაქციული ვალიდაციის ფორმა, რომელიც მომხმარებლებს მყისიერადვე შეატყობინებს შეცდომების შესახებ. განლეგება კი დააორგანიზირეთ ისე, რომ ზედმეტი ველი არსად იყოს. რაც ბუნებრივია უფრო მეტ დროს მოგაგებინებთ და შესაბამისად მეტად ეფექტურიც იქნება.


AI კონტენტი

AI კონტენტს გარკვეული უპირატესობები აქვს, თუმცა მისი გამოყენება ძალიან სარისკოა. Google-ის Webmaster Guideline-ების მიხედვით, AI კონტენტი spam-ად ითვლება და უარყოფითად მოქმედებს ვებსაიტის SEO მაჩვენებლებზე.

თან AI-ს არ ესმის როგორ გაარკვიოს ინფორმაციის სანდოობა. რაც უშუალოდ მოქმედებს არამხოლოდ მისი გამოყენების ეთიკურ კომპონენტებზე, არამედ თქვენს რეპუტაციაზე. ხალხს მარტივად შეუძლია თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება.


კონტენტით გადატვირთული გვერდები

მომხმარებლები მარტივად იბნევიან, როდესაც მათ ზედმეტ ელემენტებს სთავაზობენ რომელიმე კონკრეტულ ვებ-გვერდზე. ალტერნატივების სიმრავლეს რთულად გასაგებს ხდის არჩევანის დიაპაზონს. მარტივად სკანირებადი და მყურდროდ ორგანიზირებული გვერდები კი რასაკვირველია ბევრს მოსწონს. გამოიყენეთ ჰედერები, bullet point-ები და white space-ი რათა გადაანაწილოთ კონტენტი და უფრო მარტივად წაკითხვადი გახადოთ ის.

ყველაზე რელევანტური ინფორმაცია შესაბამისად უნდა იყოს გამოკვეთილი. ინფორმაციასაც ზედმეტს ნუ დაურთავთ, თუ ვებ-გვერდის შინაარსი ამას არ მოითხოვს. აშკარა გახადეთ იერარქია და უმნიშვნელოვანესი ელემენტები ვიზუალური ელემენტებით გამოყავით.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა