ვებ-დიზაინი სავსეა სხვადასხვა ტიპის კლიშეებით. დიზაინერებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც უკვე ნაცნობია საკმაოდ ბევრი მათგანი. ამ ბლოგში რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას და ავღწერთ რატომაა მნიშვნელოვანი მათ ავარიდოთ თავი.
ვიზუალური კლიშეები
ვიზუალური კლიშეები ითვალისწინებს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა ზედმეტი ენთუზიაზმის ამსახველი სტოკ ფოტოები, გრადიენტები, drop ჩრდილები, სლაიდერები, ა.შ. ეს ელემენტები ერთი შეხედვით მიმზიდველია, თუმცა ხშირად ვებსაიტებს უინტერესოს, ქაოტურს და მოძველებულს ხდიან. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რომ მსგავ სრამეებს აარიდოთ თავი:
- გამოსახულებები: აქ ბევრი შეცდომის დაშვება შეიძლება. მათ შორის hero სურათების დართვა, ე.ი., სურათების, რომლებიც ზომით ზედმეტად დიდებია და ფარავენ დანარჩენ გვერდს. ასევე მოერიდეთ მომღიმარი ადამიანების სტოკ ფოტოებს. ზედმეტად ხელოვნური და კორპორატიული ჩანს. საერთოდ არაა მათი გამოყენების არანაირი საჭიროება.
- ზედმეტი აღრევა: ფერებიც და ფონტებიც ისეთი გამოიყენეთ, რომელიც შეესაბამება თქვენი ვებსაიტის ცენტრალურ თამატიკას. ზედმეტ ცვლადებს ნუ აურევთ ამ ყველაფერში. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილია ეს მომხმარებელს უარყოფითად მოხდეს თვალში, ან ნავიგაცია შეაყოვნებინოს.
- მინიმალიზმი: რასაკვირველია გონივრულად გამოყენებული მინიმალისტური პრინციპები საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა კომპანიების უმეტესობა უბრალოდ უინტერესოს ხდის ყველაფერს ლოგოებიდან დაწყებული ანიმაციებით დამთავრებული. ყველაფერი Supreme-ს ლოგოს გავს, ოღონდ სხვადასხვა ფერებში. მინიმალიზმი კარგად მუშაობს, როდესაც მას ვიყენებთ ცენტრალური ელემენტების გამოსაკვეთათ. მინიმალზიმი თავისთავადი მიზანი არაა.
კონტენტ კლიშეები
კონტენტ კლიშეები ითვალისწინებს ისეთ გამოთქმებს ან ფრაზებს, რომლებიც ზედმეტად ხშირად გვხვდება ვებ დიზაინში, მაგალითად "საუკეთესო პირობები" ან "უმაღლესი ხარისხის სერვისები" ან "ყველაზე დაბალი ფასები." ეს შეიძება მენეჯერებისთვის იდეალურად ჟღერს, მაგრამ ნებისმიერი მომხმარებელი ჩათვლის, როგორც მინიმუმ, რომ საიტი უინტერესო, ჩამოუყალიბებელი და არასერიოზულია. ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი:
- სიცხადე: გამოიყენეთ მკვეთრი და სპეციფიური ჰედლაინები, რომლებიც ასახავენ თქვენს კონკრეტულ მიზანს და value propositions (ის რაც გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან). ერიდეთ ზედმეტად აბსტრაქტულ და ბუნდოვან ჰედლაინებს, რომლებიც clickbaiting-ის მიზნით არის გამოყენებული.
- ძლიერი წინადადებები: ზედმეტად ძლიერი ფრაზები და სიტყვები უკვე ყველგან გვხვდება, შესაბამისად მათი ძალაც მეტწილად დაკარგულია და აუდიტორიაც, როგორც მინიმუმ, ნაკლებ ყურადღებას აქცევს. თან ბევრსაც არაფერს აძლევს მათ ამგვარი ფრაზები მითუმეტეს, რომ თქვენი მესიჯი იკარგება. ყოველი ბრენდი კი ერთმანეთს ემსგავსება უწყვეტი დაპირებებით.
- ქუქი-ფაილები: ამ მუდმივი მოთხოვნების წაყენება ბევრისთვისაა მომაბეზრებელი და თან ნავიგაციასაც აყოვნებს. ისინი ვებსაიტის ჩატვირთვის სისწრაფეზეზეც მოქმედებენ, თან თუ მომხმარებელს არ უნდა თქვენი ქუქიზი, მომავალშიც დიდი ალბათობით არ ენდომება. ამიტომ, რაიმე ეთიკური ალტერნატივა შეიმუშავეთ და მომხმარებლებს ყოველი ვიზიტისას პრობლემა არ შეუქმნათ.
მარკეტინგ კლიშეები
მარკეტინგული კლიშეებით სავსეა ეს სფერო. 10%-ის გარჩევაც კი მთელ ახალ ბლოგს საჭიროებს. ამიტომაც, მხოლოდ რამდენიმეს განვიხილავთ:
- Pop-up-ები: ერიდეთ მათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მომხმარებლებს აღიზიანებენ. რეპუტაცია ზედმეტად გაფუჭებული აქვთ, რომ რაიმე ღირებული მოიპოვოთ მათი გამოყენებით. ჯერ-ჯერობით მაინც მოერიდეთ.
- უამრავი რეკომენდაცია: რეკომენდაციები, რომლებიც სავსეა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით, უბრალოდ არაფერია დეტალური და გადამოწმებადი. ასეთი რამეები უბრალოდ ზედმეტ ადგილს იკავებს. აუდიტორიას არ აინტერესებს ცარიელი სიტყვები. ამოირჩიეთ რამდენიმე კონკრეტული მათგანი, რომლებიც აღწერენ ძალიან სპეციფიურ დეტალებს.
- დროებითი ფასდაკლებები: მომხმარებლები ხშირად ასეთ რამეებს უყურებენ, როგორც მანიპულაციურ ტაქტიკებს, რაც რასაკვირველია უარყოფითად მოქმედებს ნდობაზე და საიმედოობაზე. ეს მუდმივი დაბომბვა აუდიტორიის ყოველდღე ახალ-ახალი ფასდაკლებებით უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არანაირი ფასდაკლება არც ყოფილა. თუ თქვენ მართლა ასე ხშირად გაქვს ფასდაკლებები, მაშინ ეს ადრე თუ გვიან უარყოფითად იმოქმედებს მომხმარებლების მოლოდინებზე, გრძელვადიანი ბიზნესის გადმოსახედიდან საფუძველს გამოუთხრის ჩვეულებრივი გაყიდვების სიხშირეს და მომგებიანობას.
ბრენდინგ კლიშეები
ბრენდინგ კლიშეებში ვგულისხმობთ ისეთ რამეებსაც როგორებიც, ლოგოები, სლოგანები და აიქონებიცაა. ეს ელემენტები ძირითადად მეორეხარისხოვანია, თუმცა ერთობლივად შესაძლებელია უინტერესო ან მოსაბეზრებელი გახადონ თქვენი ვებსაიტი. აქ მხოლოდ 2 გამოვყოფთ იმისათვის, რომ დანარჩენ კლიშეებზეც წარმოდგენა შეგექმნათ:
- ერთი მეთოდის მორგება: იმ მიზნით, რომ ფართომასშტაბიან აუდიტორიასთან ჰქონდეთ წვდომა, ზოგი ბიზნესი საკუთარ ბიზნესს უნიკალურობას საერთოდ აკარგვინებს და სპეციფიურ მარკეტებზეც კარგავენ წვდომას. წარმატებული ბრენდინგი კი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ის ახერხებ ცალკეული სეგმენტების ინტერესების გათვალისწინებას და ერთობლივი მიდგომის ამაზე დაყრდნობით შერჩევას.
- Virtue Signaling: ეს ტერმინი ასახავს იმ პროცესს, როდესაც ბიზნესები ცდილობენ ღირსეული (virtuous) მახასიათებლების წარმოჩენას (signal) ისე, რომ ეს ღირებულებები მათ სინამდვილეში საერთოდ არ ახასიათებთ. ე.ი., გარკევული სახის თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება კლიშეც არ ჩანდეს მათთის ვისაც საერთოდ არ აინტერესებს ეთიკა, მაგრამ გათვლა სწორედ მათზე ვისაც ის აინტერესებს. ამ უკანასკნელების თვალში კი virtue signalingსაშინელი მინუსია.