შეცდომები ბლოგინგში

შეცდომები ბლოგინგში
25 ივლისი 2023     1586

შეცდომები ბლოგინგში

ბლოგინგი საკმაოდ ხელსაყრელი გზაა საკუთარი იდეების და მიგნებების სამყაროსთვის გასაზიარებლად. თუმცა საკმაოდ ბევრი რამე ამის წარმატებულად გაკეთებას ართულებს. რამდენიმე ცენტრალური შეცდომის ტიპის გამოყოფა შეგვიძლია, რომლებსაც გავლენა აქვთ თქვენი პოსტების ხარისხსა და წვდომაზე. ამ სტატიაში ოთხ მათგანს გავარჩევთ.

თუმცა მთავარს ჯერ-ჯერობით გვერდზე გავწევთ: AI კონტენტზე დაყდნობას. საქმე მარტივადაა: უინტერესო, მოსაწყენი და მშრალი ტიპისაა და თან ვნებს თქვენს SEO მაჩვენებლებს.


ნარატივი

ბლოგ პოსტს უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელი, აშკარა მიზანი. უნდა მოყვეს ისტორია, წარადგინოს არგუმენტი, ასწავლოს ხალხს რაიმე, ა.შ. თუმცა, ძალიან ბევრი ბლოგერი ინტუიციურად და სპონტანურად ყვება მოსაყოლს. ერთი თემიდან მეორეზე უცნაურად უხვევს, თან ისე, რომ არ ხსნის როგორ და რატომ აკავშირებს მათ ერთმანეთთან.

ეს ხშირად აბნევს ან მოსაწყენს ხდის თქვენს ნამუშევარს, ხალხს ასეთ დროს არ ესმის რისი თქმა გსურთ ან რატომ უნდა აინტერესებდეთ მათი თქვენი პოსტი. ამიტომაც, წინასწარ უნდა განსაზღვროთ ბლოგის ჩონჩხი, სანამ უშუალოდ წერაზე გადახვალთ. სხვა დანარჩენი ელემენტი ერთი ცენტრალური თემის გარშემო უნდა ტრიალებდეს, მას ემსახურებოდეს. იფიქრეთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ ამ პოსტით, რა გინდათ ასწავლოთ ან გააკეთებინოთ მკითხველს და როგორი სტრუქტურა ექნება თქვენს კონტენტს. დაწერეთ მონახაზი ან დრაფტი და მას მიყევით. ნუ გადახტებით თემიდან თემაზე ან დაამატებთ არარელევანტურ დეტალებს, რომლებიც არ აძლიერებენ თქვენს ცენტრალურ მიზანს.


დეკორაცია


ზოგადად, როცა რაიმე პრობლემაზე ვეძებთ ვიდეოს ან ბლოგს, ხშირად გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება თითქოს ამ ყველაფრის თქმა ბევრად მარტივად შეიძლებოდეს.

ხალხიც უფრო მეტად დაინტერესდება თქვენი ორგანიზაციით, თუ ეცოდინება მას, რომ მალევე და სწრაფად ჭრით სხვადასხვა პრობლემებს. ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მათ რაიმე პრობლემა ჯერ არ აქვთ, შესაძლოა თქვენი პოსტები წაიკითხონ რადგან ახსოვდეთ, რომ მათ დროს ტყუილად არ დაახარჯვინებთ.


არარელევანტურობა

ზოგი ბლოგერი თვლის, რომ რაც უფრო გრძელია ბლოგი, მით უკეთესია. ხშირად ამას აკავშირებენ სიღრმისეულობასთან, ექსპერტიზასთან ან იმასთან, რომ გრძელი პოსტები ზოგადად რეკომენდირებულია SEO-სთვის. თუმცა, აქაც გამონაკლისები ბლომადაა. ხშირად მინიმალიზმი უკეთესია. ზედმეტს თუ დაწერთ, ძალიან მარტივია მკითხველს ინტერესი დააკარგვინოთ. არაააქვს მნიშვნელობა სხვამრივ კონტენტი კარგადაა შეკრული თუ არა.

ისე წერეთ, რომ ზედმეტი წინადადებები ამოიღოთ. ერიდეთ სიტყვებს ან ფრაზებს, რომლებიც აზრს არ მატებენ სათქმელს. იშვიათად გაიმეორეთ სათქმელი.


დეკორატიული


სკანირებადობა

სკანირებადობას ვუწოდებთ თქვენი კონტენტის უნარს, რომ ადვილად იკითხებოდეს, ე.ი., მომხმარებლებს მარტივად შეეძლოთ მისი დასკანვა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრს არ უნდა სიტყვა-სიტყვით სხვადასხვა ბლოგ პოსტების კითხვა. შესაბამისად, სწრაფად სკანავენ ძირითად სათქმელს, საკვანძო ფრაზებს, ჰაილაითებს და CTA-ებს.

თუ თქვენი კონტენტი არაა მარტივად სკანირებადი, მომხმარებლებს ძალიან მალე დაკარგავთ. ეს ფაქტი უბრალოდ ყოველთვის ფონად უნდა გასდევდეს ნებისმიერ თქვენს ნაბიჯს. როგორც ზემოთ დავწერეთ, გამოიყენეთ ჰედერები, საბჰედერები, bold, italics, ციტატები და სხვა ვიზუალური ელემენტები, რომ ცენტრალური ნაწილი გამოყოთ. გამოიყენეთ მოკლე წინადადებები, აბზაცები, ერიდეთ ტექსტის გრძელ ბლოკებს. გამოიყენეთ white space, ფერები, ფონტები, სურათი იმისათვის, რომ გამოკვეთოთ იერარქია. სიები, მაგიდები, ჩართები, გრაფები და სხვა ვიზუალური ელემენტები მონაცემების და ინფორმაციის მარტივად წარსადგენად.

თუ რამეა, თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ პოსტი და სთხოვეთ თვალი შეავლონ მას. უთხარით, რომ არაა საჭირო მთლიანად წაკითხვა, უბრალოდ გადაამოწმებინეთ რამდენად ადვილია უცებ მთავარი აზრის გარკვევა. თუ რთულია სთხოვეთ მათ აგიხნსნან რატომ.


ფონი


ძლიერი ენა

ზოგი ბლოგერი თვლის, რომ მტკიცე წინადადებების გამოყენება მათ პოსტებს უფრო დამაჯერებელს, დამაინტრიგებელს ან საინტერესოს გახდის. ეს იშვიათადაა ასე. თუ გსურთ საინტერესო, შედარებით მოაზროვნე აუდიტორია გყავდეთ, ყველანაირად უნდა მოერიდოთ ზედმეტად ზოგად წინადადებებს.

თქვენი ბრენდი ასეთ დროს არაპირდაპირი, სასოწარკვეთილი ან არასერიოზული ჩანს - რაც ბუნებრივია არასახარბიელოა. თუ გსურთ ასეთი წინადადებების გამოყენება, მაშინ შესაბამისი მტკიცებულებები ან რელევანტური არგუმენტები უნდა მოიყვანოთ.

რაც არც თუ ისე მარტივია, რადგან ძლიერი წინადადებები ძლიერი მტკიცებულებებს/არგუმენტებს მოითხოვენ. მათი მოძებნა ან ფორმულირება კი არც თუ ისე ადვილია. ამიტომაც, ჯობს განმარტოთ და დააზუსტოთ თქვენი სათქმელი, როცა საქმე შეფასებით წინადადებებს ეხება.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა