შეცდომები ქოფირაითინგში

შეცდომები ქოფირაითინგში
31 აგვისტო 2023     1551

შეცდომები ქოფირაითინგში

ქოფირაითინგი ეწოდება იმ პროცესს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ტექსტის დაწერას, რომელიც მომხმარებლებს დაარწმუნებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმაში. ეს შეიძლება იყოს პროდუქტების გაყიდვა, სერვისების რეკლამირება, ცნობიერების ამაღლება. ქოფირაითინგმა შესაძლოა მთლიანად გადაწყვიტოს თქვენი მარკეტინგული კამპანიის ბედი.

თუმცა, საქმე საკმაოდ ჩახლართულადაა, რადგან ის მოითხოვს გარკვეული დონის კრეატიულობას, მკაფიოობას და აუდიტორიის გაგებას. მოითხოვს ასევე გარკვეული შეცდომებისთვის თავის არიდებას. ამიტომაც, ამ ბლოგში გაგიზიარებთ ხუთ ხშირ ქოფირაითინგ შეცდომას და მოგცემთ რეკომენდაციებს მათთვის თავის არიდებაზე.


1. ზედმეტი ან ზედმეტად ცოტა

ხარისხსა და რაოდენობას შორის ბალანსის დაჭერა ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა ქოფირაითინგში. არც უნდა მოაწყინოთ მომხმარებლები და არც დააბნიოთ თქვენი ლაკონურობით, ან სხვამხრივ არადამაჯერებლები გამოჩნდეთ.

გამოსავალი შესაძლოა თქვენი value proposition იყოს. რა არის მთავარი უპირატესობა, რომელსაც აუდიტორიას სთავაზობთ? რა პრობლემას ჭრით ან რა სურვილს აკმაყოფილებთ? რითი გამოირჩევით კონკურენტებისგან? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა უნდა შეგეძლოთ თქვენს ქოფიში. აზრი არ აქვს არარელევანტური ინფორმაციის დართვას ან ბუნდოვანი დებულებების ჩამატებას. მაგრამ, ამავდროულად ერიდეთ საჭირო დეტალების ამოღებასაც, თუ ისინი დაკავშირებულია იმასთან, თუ რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ მომხმარებლებმა.

წერა

2. ორგანიზაციის ქება

კიდევ ერთი ეხება ზედმეტად ძლიერ ან გაზვიადებულ წინადადებებს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს უკეთესად წამოაჩენს ორგანიზაციის ძლიერ მხარეებს, უფრო სანდოს ხდის მას, როცა შედეგი თითქმის ყოველთვის საპირისპიროა. თუ წერთ, რომ თქვენი კომპანია საუკეთესოა, თქვენი სერვისები ყველაზე სწრაფია, ყველაზე იაფია და ყველაზე ინოვაციური ინდუსტრიაში, როცა არ გაქვს შესაბამისი მტკიცებულება, უბრალოდ არასერიოზული არაპროფესიონალი ჩანხართ.

ასეთი წინადადების მაგივრად, ფოკუსი უნდა იყოს ისეთ ფაქტებზე, ფიგურებზე, რეკომენდაციებზე და ქეის კვლევებზე, რომლებზეც ხელი მიგიწევდებათ. სერვისების ფუნქციებზე და პლიუსებზე ტყუილის მაგივრად, ფოკუსირდით იმის აღწერაზე, თუ როგორ ახერხებენ ისინი აუდიტორიის მოლოდინების გამართლებას, ან რას სთავაზობენ მას ღირებულს. ნუ შეაქებთ საკუთარ თავს, თუ რაიმე საქებარია, შესაბამისი რეკომენდაცია დართეთ თქვენი მომხმარებლისგან.


3. აუდიტორიის პრეფერენციები

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აუდიტორიის უკეთ გაცნობაა. ეფექტურ ქოფის ვერ დაწერთ, თუ არ გესმით ვისთვის წერთ, რა უნდა თქვენს სამიზნო აუდიტორიას, რეებს ერიდებიან, რას თვლიან ღირებულად და რა ეზიზღებათ.

სტოკ ფოტო

გამოკვლევების მიხედვით მოარგეთ თქვენი ქოფი აუდიტორიას. გახადეთ ის სპეციფიური. გაარკვიეთ ზუსტად როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მომხმარებლებს. დაიხმარეთ მათი ენა, ტონი და ისტორიები მათთან უკეთესი, უფრო ინდივიდუალური კავშირების ჩამოსაყალიბებლად. ნუ დაწერთ იმაზე თუ რამდენად კარგია თქვენი პროდუქტი ან სერვისი, წერეთ იმაზე თუ როგორი ეფექტი ექნება მას მომხმარებელზე.


4. ხალხის შეცდომაში შეყვანა

ეს შეიძლება განზრახ მოხდეს ან შემთხვევით, დარღვეული პირობებით, საჭირო ინფორმაციის არ გამჟღავნებით, შეცდომაში შემყვანი სურათებით, ან არარეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებით. შესაძლოა პატარა მოკლევადიანი პლიუსები მოყვეს ამგვარ ქმედებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, დაკარგავთ მომხმარებლების ნდობას და ერთგულებას, რეპუტაციასაც დაიზიანებთ.

ერიდეთ ისეთი პირობების დადებას, რომლებსაც ეჭვი გაქვთ ვერ აასრულებთ, იყავით პირდაპირები იმის შესახებ, თუ რის გარანტიასაც ვერ იძლევით, ნუ იმანიპულირებთ იმით, რისი დამტკიცებაც არ შეგიძლიათ. გამჭვირვალეები იყავით თქვენი შეთავაზების შესახებ, ითვალისწინებს ეს ფასს, მის შიგთავსს, იმას, თუ რას მოითხოვს იგი მომხმარებლებისგან. ხალხის მოტყუების მაგივრად, ფოკუსი უნდა იყოს მათთვის უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შეთავაზებაზე. ორგანიზაციის მართვა ან მისი ნაწილის ყოფნა ფულზე ორიენტირებული არ უნდა იყოს, არამედ უკეთესი საზოგადოების შექმნაზე, ან ყოველ შემთხვევაში, ამაში წვლილის შეტანაზე.

ოფისის მერხის ფოტო

5. ხუმრობების გამოყენება

ერთი არასწორი წარმოდგენა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ეხება ხუმრობების გამოყენებას ქოფიში იმისათვის, რომ აუდიტორიის ყურადღება მიიქციონ და მათ მოაწონონ თავი. თეორიულად იუმორი და სლენგი ეფექტური შეიძლება გამოდგეს პიროვნული მახასიათებლების გამოსაკვეთათ, მაგრამ ხშირად ეფექტი საკმაოდ ნეგატიურია. თუ უადგილო, შეურაწმყოფელ, მოძველებულ ან უბრალოდ არასასაცილო ხუმრობებს გამოიყენებთ, მომხმარებლები ძალიან მალე შეიცვლიან თქვენზე აზრს. თუ სლენგი ზედმეტად გაუგებარი, ნიშაა ან ბავშვურია, ხალხი უბრალოდ სრულიად გადაუსვამს ხაზს თქვენ ორგანიზაციას. უბრალოდ არ ღირს ასეთ არასაჭირო რისკზე წასვლა.

ხალხი დიდი ალბათობით რამდენჯერმე წააწყდება თქვენ ქოფის, როდესაც საიტზე შემოვა. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს ხუმრობა, წარმოიდგინეთ რამდენად სასაცილოდ მოგეჩვენებოდათ ის უამრავჯერ ნახვის შემდეგ. ამიტომაც, კონცენტრაცია უნდა იყოს ფუნდამენტალურ ასპექტებზე, ხუმრობებისთვის კი ბლოგებში შეგიძლიათ გამონახოთ ადგილი.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა