როდესაც საქმე სოც-მედიას ეხება, ბევრია დასაკარგიც და მოსაგებიც კომპანიებისთვის. ერთი მხრივ, სოც-მედიის პლატფორმები წარმოადგენენ ძალიან ხელსაყრელ საშუალებას მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, ბრენდის უფრო დამამახსოვრებლად გასახდელად და გაყიდვების მოსამატებლად. მეორე მხრივ კი, შესაძლოა მისმა გამოყენებამ გაანადგუროს კომპანიის რეპუტაცია, დაუკარგოს მას აუდიტორია და ლეგალური სირთულეებიც კი შეუქმნას.
ამ ბლოგში, მიმოვიხილავთ ხშირ შეცდომებს, რომლებსაც კომპანიები უშვებენ სოც-მედიის ქსელებში და მოგცემთ რეკომენდაციებს ამ შეცდომებისთვის თავი არიდებაზე. რჩევები არ იქნება ძალიან ჩახლართული, ამიტომ არ უნდა გაგიჭირდეთ მათი გამოყენება.
1. ზედმეტი ან ზედმეტად ნაკლები
ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი სოც-მედიასთან მიმართებაში არის გარკვეული ბალანსის პოვნა ინფორმატიულობასა და ლაკონურობას შორის. ნოველების დაწერა ცალკე უკიდუსრესობაა, მხოლოდ ერთი-ორი წინადადების მიწერა ცალკე. ბუნებრივია სასურველია, რომ ზოგადი წარმოდგენა შეუქმნათ მკითხველებს იმ თემაზე რაზეც წერთ, მაგრამ არც იმდენი ინფოს მიწოდებაა საჭირო, რომ დააბნიოთ ან ინტერესი დააკარგვინოთ.
როგორც შეიძლება ამ შუალედის პოვნა? ეს დამოკიდებულია პლატფორმაზე და თქვენი პოსტების მიზანზე. მაგ., თუ Twitter-ზე პოსტავთ, ერთი-ორი წინადადების მეტი არაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად დააკარგვინებთ სხვებს ინტერესს. ასევე შეგიძლიათ, აბრევიატურების და ლინკების გამოყენება ტექსტის შესამოკლებლად და აზრის უკეთესად გადმოსაცემად. მაგრამ, ერიდეთ ზედმეტის ჩატევას ერთ პოსტში.
მეორე მხრივ, თუ Instagram-ზე პოსტავთ, მეტი სივრცე გაქვთ ტექსტისთვის, რომელსაც დაურთავთ ფოტოს ან ვიდეოს. რასაკვირველია რელევანტურობა მაინც უნდა შეინარჩუნოს ნაწერმა, მაგრამ დამატებით შეგიძლიათ რაიმე ისტორია მოყვეთ, გაუზიაროთ სხვებს რჩევა, დაუსვათ კითხვა ან გამოხატოთ რაიმე საკითხზე აზრი. ერიდეთ ზედმეტ გამეორებებს ან გრძელ ისტორიებს. არ დაგავიწყდეთ ჰეშთეგების და თეგების გამოყენებაც.
2. პლატფორმის სპეციფიურობა
კიდევ ერთი ხშირი შეცდომაა იმ უპირატესობების და უნიკალური მახასიათებლების არ გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებს და აპლიკაციებს აქვთ. თითოეულს საკუთარი სტილი, აუდიტორიის სეგმენტები და მიზნები აქვს, თქვენი კონტენტიც შესაბამისად უნდა იყოს ადაპტირებული. ყველაფრის უბრალოდ 7 პლატფორმაზე დაკოპირებამ შეიძლება არ გაჭრას.
მაგალითად, თუ FB-ზე პოსტავთ, გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის ფორმატები: ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები, ლაივები. Twitter-ზე, როგორც ავღნიშნეთ, უკეთესია მოკლე და გონიერი პოსტები, Instagram-ზე ბრენდის ვიზუალური მხარის წარმოჩენა, LinkedIn კი უფრო პროფესიონალური და ფორმალურია. ისინი გაძლევენ შანსს ერთი და იგივე ტიპის კონტენტს სხვადასხვა ხასიათი მისცეთ ისე, რომ არ მოგიწიოთ მუდმივი გამეორება.
3. ხარისხი და რაოდენობა
მარტივია ვიფიქროთ, რომ რაც მეტს დავპოსტავთ, მით უკეთესი. თითქოს რაც უფრო ხშირად შეიჭრებით აუდიტორიის ცხოვრებაში, მით უკეთესია. თუმცა შედეგი პირიქით ხშირად აზიანებს რეპუტაციას და კავშირებს.
შეიძლება ჩათვალონ, რომ სპამავთ მათ, ან არარელევანტურ კონტენტს სთავაზობთ, ან თუნდაც სხვამხრივ გააღიზიანოთ. ბრენდის იმიჯიც და მესიჯიც იკარგება ამ ყველაფერში. უბრალოდ იქონიეთ ფოლდერი სადაც ჩაყრით იმ პოსტებს, რომლებსაც მოგვიანებით გააზიარებთ. თუ სხვებს თაიმლაინს გადაუვსებთ, მალევე unfollow-ს გაგიკეთებენ.
4. ხალხის იგნორირება
სოციალური მედია ცალმხრივი არ უნდა იყოს. საკმაოდ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბევრს მაინც არ აინტერესებს გახადოს ის ორმხრივი. თუ გსურთ ხალხი გენდოთ და გყავდეთ ერთგული მომხმარებლები, მათ უნდა ეკონტაქტოთ. ასე მარტივად.
ზოგადად ეცადეთ არ უგულებელყოთ მათი კომენტარები, მესიჯები და უკუკავშირი. პრიორიტეტული უნდა იყოს მალე პასუხი და მათი პატივისცემა, რომც ისინი პატივს არ გცემდნენ თქვენ. მადლობა უთხარით მხარდაჭერისთვის, უპასუხეთ შეკითხვებზე და ჰკითხეთ აზრი სხვადასხვა თემებზე. აჩვენეთ, რომ გაინტერესებთ მათი გადმოსახედი.
5. თქვენი ორგანიზაცია
სოციალური მედია ზოგადად არაა მხოლოდ პროდუქტების და სერვისების მარკეტინგისთვის განკუთვნილი ადგილი, შეგიძლიათ ამავდროულად ორგანიზაციის თვისებები, კულტურა და ღირებულებებიც გამოამჟღავნოთ. ხალხს შეიძლება თავიდან არ აინტერესებდეს ვინ ხართ, რას საქმიანობთ და რატომ, თუმცა როდესაც რაიმეს ყიდვას გეგმავენ ეს კითხვები საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ.
საკუთარ ორგანიზაციაზე რაღაცეების გაზიარება ხელს უწყობს მის ჰუმანიზაციას, ნდობის და საიმედოობის გაზრდას და მის გარშემო ჯგუფის ჩამოყალიბებას. სადღაც უნდა დაიწყოთ.