თუ დაინტერესებული ხართ თქვენი UX-ის დახვეწით და განვითარებით, მაშინ გარკვეულ შეცდომებს და დაბრკოლებებს უნდა არიდოთ თავი, რათა შეინარჩუნოთ პოტენციალური მომხმარებლების მიზიდვის შანსი. ამ ბლოგში, განვიხილავთ საკმაოდ ხშირ პრობლემებს, რომლებსაც კონვერსიებთან მიმართებაში ვაწყდებით.
1. ღილაკები
თუ არ გამოყოფთ მთავარ და მეორეხარისხოვან ღილაკებს, დიდი ალბათობით დააბნევთ მომხმარებლებს და საკუთარ ნავიგაციურ სისტემასაც დააზიანებთ. საჭიროა ფოკუსი ცენტრალურ CTA-ებზე, დანარჩენი ღილაკებიც სწორედ მათი მიხედვით უნდა იყოს განაწილებული. ხალხი საკმაოდ ბევრი ტიპის შეცდომას უშვებს ღილაკებთან მიმართებაში. გთავაზობთ რამდენიმეს:
- დაბალი კონტრასტის ფერების გამოყენება.
- ზოგადი ან ბუნდოვანი იარლიყების გამოყენება, რაც იწვევს ღირებულების კომუნიკაციის პრობლემებს.
- ზედმეტი ღილაკების გამოყენება, რაც ხშირად აბნევს მომხმარებელს.
- ღილაკების კონტენტისგან ძალიან შორს ან სხვამხრივ პერიფერიულად განთავსება.
- ზედმეტად პატარა ან დიდი ღილაკების გამოყენება, რაც გამოყენებადობის ან წაკითხვადობის პრობლემებს ქმნის.
2. ასიმეტრია
ასიმეტრია შესაძლოა საყურადღებო საშუალება იყოს ვიზულური ბალანსის და ინტერესის შესაქმნელად თქვენს დიზაინში, თუმცა მხოლოდ მაშინ როდესაც გამიზნულად და სტრატეგიულად გამოიყენებთ მას. თუ არბიტრარული ან უადგილო იქნება ასიმეტრია, მაშინ ვებსაიტის არაპროფესიონალური და ქაოტური გამოჩნდება, რაც თავგზას აუბნევს მომხმარებლებს და დიდი ალბათობით გაღიზიანებით დასრულდება.
დამატებით, არსებობს საშუალებები პატერნების დასარღვევად, რაც ხელსაყრელია მომხმარებლების ყურადღების სამართავად. თუმცა ეს უფრო იშვიათად და მიზანმიმართულად უნდა გააკეთოთ, მაშინ როდესაც, მაგალითად:
- რაიმე ელემენტის ან მესიჯის გამოკვეთა გინდათ.
- მოძრაობის ან მიმართულების შთაბეჭდილება გინდათ შექმნათ.
- კონტრასტის ან მრავალფეროვნების შესაქმნელად.
- ბრენდის იდენტობის ან ტონის თანხვედრისთვის.
3. ველები
ველები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია იმ საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს აძლევენ სახელების, იმეილების, პაროლების და პრეფერენციების მსგავსი ინფორმაციის შეტანის საშუალებას. თუმცა, არავის მოსწონს გრძელი ველები, განსაკუთრებით ისეთ ვებსაიტებზე, რომლებიც მხიარულებით უნდა გამოირჩეოდნენ.
დამატებით, არსებობს პრობლემები სიცხადესთან დაკავშირებითაც. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება რას ითხოვენ მისგან, როგორ გააგრძელონ ველების შევსება, როგორ შეიტანონ გარკვეული მონაცემები, ა.შ. მაგ., მაშინ როცა არ ატყობინებთ მათ, როგორ ფორმატში უნდა შეიყვანონ დაბადების თარიღი ან მობილურის ნომერი, ან როდესაც არ უჩვენებთ error შეტყობინებას შეცდომის შემთხვევაში.
ასევე, არსებობს პრობლემები ზედმეტი ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, როდესაც მომხმარებლებს თხოვთ მათ მისამართს ან კრედიტ ბარათების ინფორმაციას, როცა მხოლოდ გამოწერა ან ფაილის გადმოწერა უნდათ. ჯერ ერთი, არასანდოდ გამოიყურებით. მეორე, პროცესი უფრო ჭიანურდება და გამაღიზიანებელი ხდება. იმუშავეთ შემდეგზე:
- გამოიყენეთ აღწერითი იარლიყები ყოველი ველისთვის.
- გამოიყენეთ ნათელი ინსტრუქციები და მაგალითები ყოველ ველში
- გამოიყენეთ ვალიდაცია და უკუკავშირი, რომ დაამოწმოთ მომხმარებლების გადაწყვეტილებები
- გამოიყენეთ პროგრესულად გაშლილი ველები, ე.ი., ყველა ველს ერთ გვერდზე ნუ მოათავსებთ, გადაანაწილეთ ისინი.
- გამოიყენეთ პირობითი ლოგიკა მხოლოდ რელევანტური ველების გამოსატანად.
4. ზედმეტი ტექსტი
ხალხს არ უყვარს ონლაინ გრძელი ტექსტების კითხვა. განსაკუთრებით რომელიმე უცნობ ბლოგზე ან ვებსაიტზე. რაც უფრო მალე მიიღებენ სასურველ ინფორმაციას, მით უფრო კამყოფილები არიან, როგორც წესი. ამიტომ, გარკვეულ დონეზე მაინც უნდა გაითვალისწინოთ ეს. გთავაზობთ რამდენიმე გზას:
- გამოიყენეთ ჰედერები და საბჰედერები ტექსტის ორგანიზაციისთვის და შეჯამებისთვის.
- გამოიყენეთ ბულეთები და სიები, რომ გამოყოთ ტექსტის მთავარი ნაწილები და გახადოთ ის უფრო ადვილი დასასკანი.
- გამოიყენეთ whitespace კონტრასტისთვის და ტექსტზე ყურადღების გადასატანად.
- გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და მარტივი სიტყვები, რომ გახადოთ ტექსტი უფრო ლაკონური და გასაგები.
5. იარერქიზირება
იერარქია ეხმარება მომხმარებლების თქვენი კონტენტის სტრუქტურის და მნიშვნელობის უკეთესად გაგებაში ისევე, როგორც ნავიგაციაში. თუ სხვადასხვა ელემენტების განლაგებას არ უყურებთ იერარქიის ჭრილში, მაშინ ეს აისახება თქვენ ნავიგაციურ სისტემაზე. იმისათვის, რომ მოერიდოთ ნავიგაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, იერარქია შემდეგნაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- გამოიყენეთ ზომა, ფერი, სტილი, რომ გამოყოთ ტექსტობრივი ელემენტები, მათ შორის ჰედერები, საბჰედერები, ა.შ.
- გამოიყენეთ განლაგება, დაშორებები და დაჯგუფებები პატერნული ჯაჭვების შესაკრავად და ელემენტების (სურათების, აიქონების, ღილაკების) ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
- გამოიყენეთ კონტრასტი, ხაზგასმა და ანიმაციები ყურადღების რაიმე ტიპის ინფორმაციაზე ან ქმედებაზე გადასატანად.
- გამოიყენეთ გრიდები ან პატერნები, რომ გვერდის შეხედულება უფრო თანმიმდევრული და ბალანსირებული იყოს.
თუ UX შეცდომებით დაინტერესებულები ხართ, შეგიძლიათ ჩვენი წინა ორი ბლოგი ამ საკითხზე აქ ნახოთ (1, 2).