კონვერსიების პრობლემები III

კონვერსიების პრობლემები III
06 ოქტომბერი 2023     1121

კონვერსიების პრობლემები III

ამჯერად განვიხილავთ საკითხს, რომელიც საკმაოდ ბევრისთვის სირთულეებთან ასოცირდება: კონვერსიების პრობლემებს. უფრო ზუსტად, დავუბრუნდებით ამ განხილვებს, რადგან, როგორც ხედავთ, ეს მესამეა ამ სერიიდან (1, 2). აღწერილი პრობლემები საკმაოდ მარტივი გასაგებია, ამიტომაც უფრო ადვილი იქნება რეკომენდაციიების მიყოლა.


1. ლენდინგ გვერდი

პირველ რიგში, ვისაუბროთ ლენგინგ გვერდებზე. ლენდინგ გვერდის უპირატესობა ისაა, რომ ერთ კონკრეტულ იდეაზე კონცენტრირდება, მთელი ყურადღებაც სწორედ იმ ელემენტებზეა, რომლებიც ამ იდეას საჭიროებისამებრ კვეთენ. რაც უფრო ადვილს ხდის ტრაფიკის მიწოდებას გარკვეულ გვერდებზე და მომხმარებლებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ბიძგის მიცემას.

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ბევრი ბიზნესი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ლენდინგ გვერდების არსებობას და არც იყენებს მას. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალისხმევა არაა კონცენტირებული, ვიზიტორებს ზედმეტად ბევრი ვარიანტი აქვთ, რაც გავლენას ასუსტებს. ლენგინგ გვერდები კი უფრო ეფექტურია ხალხის პირდაპირ დარწმუნებაში, რადგან მათი მორგება აუდიტორიის კონკრეტულ სეგმენტებზე, კონკრეტულ დროს და კონკრეტული მიზეზების გამო შეიძლება.

ოფისი

2. ნდობა

შემდეგი ნდობის ელემენტებია. ეს პატარ-პატარა ფაქტორები გროვდება და საბოლოოდ ძალიან დიდი გავლენა აქვთ ხოლმე. რეკომენდაციები, ძველი პროექტები, სერტიფიკატები - ყოველი მათგანი ნდობის ელემენტია, რომელიც უფრო ავტორიტეტულს ხდის თქვენს ბრენდს.

თუმცა, ბევრ ვებსაიტს აკლია ეს ელემეტები. ციფრულ სამყაროში უამრავი პრობლემის გადაჭრა შეიძლება ნდობის ქონით ან მოპოვებით. ხალხი, როგორც წესი, თუ არ გენდობათ უბრალოდ არ იყიდის თქვეგან. ყველაზე დიდი როლს, ჩვეულებრივ, თამაშობენ თქვენი ბრენდის ცნობადობა და რეფერალის ქონა. მაგრამ, კარგი შეფასებები, თქვენი სამუშაოს დეტალური განხილვები, ბლოგები ძველ პროექტებზე, შესაძლოა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს.


3. კონტენტი

გადავიდეთ კონტენზე. პრაქტიკულად ყველამ ვიცით, რომ კონტენტი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ვებსაიტის. ამიტომაც, საჭიროა გამოკვეთილი იყოს, თუ რამდენად სცემს იგი ვიზიტორების სხვადასხვა კითხვებს, პრობლემებს და ეჭვებს პასუხს. კონტენტი ამის გარშემო ჯობს იყოს აწყობილი, ის ერთგვარი გიდის როლს უნდა თამაშობდეს, რომელიც უცხო ინდივიდებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში.

სამუშაო გარემო

რეკომენდირებულია კონტენტი დაპოსტოთ იმაზე, თუ რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, რა სერვისებს სთავაზობთ სხვებს, რას მიიღებენ ზუსტად მყიდველები, როგორ უნდა იყიდონ, ა.შ. უამრავი რაიმეს გამოყენება შეგიძლია ბლოგის სექციაში.


4. კომუნიკაცია

გადავიდეთ კომუნიკაციაზე, უფრო კონკრეტულად იმ პასუხებზე, რომლებსაც სცემთ თქვენს მომხმარებლებს. რამდენად სწრაფად შვრებით ამას? როგორ უდგებით გაყიდვის დასრულების პროცესს? ეს ორი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც მოქმედებს კონვერსიებზე.

ხალხი მალე ღიზიანდება, სისწრაფე მნიშნელოვანია. ისევე, როგორც გაყიდვის დასრულების პროცესი. თუ თქვენი პასუხი სწრაფია, მაგრამ უხეში, გამოუსადეგარი ან პასიურ-აგრესიული, ჯობს საერთოდ არ უპასუხოთ. თუ გიჭირთ საკუთარი მინაწერის ტონის გარკვევა, სხვებს ანახეთ მესიჯები.

ეს კომენტარებსაც ეხება. განსაკუთრებით მათ, მათი საჯარო ხასიათის გამო. ერთი ორი არაკორექტული კომენტარია საჭირო საკუთარი ორგანიზაციის რეპუტაციის გასაფუჭებლად.

ოფის გარემო

5. ზედმეტი სიფრთხილე

და ბოლოს, ზედმეტ სიფრთხილეს შეიძლება იჩენდეთ. მაგალითად, ტრენდებზე ზედმეტად დაყრდნობით ან ზედმეტად ზოგადი მიდგომებით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სტრატეგიის შეცვლა.

მარკეტინგული კამპანიები უნდა იყოს ორიენტირებული სპეციფიური მიზნებზე, კონკრეტულ სეგმენტებზე, გამოყენებული უნდა იქნას ხელსაწყოები, რომლებიც განსაკუთრებით რელევანტურია ამ ცვლადებთან მიმართებაში. პრაქტიკულად ყოველი ბიზნესი ცდილობს სხვადასხვა ტრენდს აყვეს, წამოიწყოს ზოგადი მარკეტინგული კამპანიები. 10-დან 9 ბიზნესი იძირება, ამიტომ საჭიროა რაიმე მხრივ გამოირჩეთ. რაც შეუძლებელია თუ რამენაირად value proposition-ის პრეზენტაციის გზებს არ გახდით საინტერესოს.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე