ძალიან ხშირად, ვხედავთ ორგანიზაციებს, რომლებიც იწყებენ ახალი საიტის დიზაინზე ფიქრს, საძიებო სისტემაში ოპტიმიზაციის გათვალისწინების გარეშე.
საიდან უნდა დავიწყოთ?
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სტატიაში დეტალებს არ შევეხებით. ამის ნაცვლად, განვიხილავთ ახალი საიტის მაგალითს და რა კითხვები უნდა დასვათ, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები.
დასმული კითხვები:
- როგორ იმოქმედებს ახალი ვებ-გვერდი თქვენი ბიზნესის მიზნებზე.
- რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს საიტს.
- როგორ მოხდება ამ მიზნების კონტროლი.
კომერციული ვებ-გვერდის დანიშნულება:
- შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს.
- ვებ გვერდზე ტრაფიკის საშუალებით უნდა გაიზარდოს გაყიდვები და შემცირდეს ხარჯები.
- Google Analytics–ის საშუალებით, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი საიტის პროდუქტიულობა.
მიზნების დაგეგმვა და შესრულება
თქვენს მიერ განსაზღვრული მიზნები გაცნობებთ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. თუ ნულიდან იწყებთ, უნდა შეასრულოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითი:
- უნდა განსაზღვროთ თქვენი სეგმენტი - უნდა დაადგინოთ თქვენი მომხმარებლების დემოგრაფია, რათა გახადოთ ისინი ინფორმირებულნი თქვენი ბიზნესის/პროდუქტის შესახებ.
- თქვენი ვებსაიტის მთავარი სათქმელის განსაზღვრა - როგორი სტილის შინაარსი იქნება ყველაზე მიმზიდველი ზემოხსენებული აუდიტორიისთვის.
- თქვენი საიტის ვიზუალური მხარე - საიტის საშუალებით წარმოაჩენთ თქვენს ბრენდს, რომელიც მიმზიდველი უნდა იყოს თქვენი სეგმენტისთვის.
მნიშვნელობის ძიება სეგმენტაციის, საიტის მთავარი სათქმელის და საიტის დიზაინის შემდგომ, თქვენ უნდა დაიწყოთ მომხმარებლის მოქმედებაზე და ჩართულობაზე დაკვირვება. ასევე დროა, განიხილოთ ის, თუ რას ეძებს თქვენი ძირითადი აუდიტორია. არსებობს საკვანძო სიტყვების ინსტრუმენტები, და თუ თქვენს ბიზნესს აქვს Google Ads ანგარიში, თქვენ უკვე გაქვთ დიდი უპირატესობა. ასევე Ahrefs, Moz და Semrush არის ფასიანი ვარიანტები ამ ყველაფრის განსახილველად.
დეველოპინგი მანამ სანამ დასრულდება თქვენი საიტი, მისი შექმნის პროცესსში დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი დეველოპერები მიჰყვებიან SEO-ს კრიტერიუმებს, როდესაც საქმე ეხება On-Page–SEO ოპტიმიზაციას.
და ბოლოს...ასევე შეგახსენებთ, რომ SEO ყოველთვის ცვალებადია. მკაფიო მიზნების დადგენის და ამ მიზნების გაზომვის ერთ-ერთი გამოსავალი არის მათი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მორგება.
დეა