შეცდომები იმეილებში III

შეცდომები იმეილებში III
17 ოქტომბერი 2023     1319

შეცდომები იმეილებში III

იმეილ მარკეტინგი ციფრულ ერაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა ბუნებრივია ბევრ პრობლემებთან ასოცირდება. ამ პოსტში, განვიხილავთ 7 ხშირ შეცდომას, რომელმაც შესაძლოა კამპანია დააზიანოს ისევე, როგორც მათთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. ორი პოსტი უკვე დადებული გვაქვს ამ თემაზე, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ (1, 2).


1. აუდიტორიას სეგმენტირება

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება დაუშვათ იმეილ მარკეტინგში არის არასპეციფიურობა ადრესატში, განსაკუთრებით როდესაც საქმე კონკრეტულ კამპანიებს ეხება. როგორც წესი, დაუდევრობაა აუდიტორიის დემოგრაფიული მაჩვენებლებით, ყიდვის ისტორიით, ინტერაქციის სიხშირით არ სეგმენტირება.

ერთი და იმავე მეილის გაგზავნა მთელი აუდიტორიისთვის უბრალოდ ნაკლებად ეფექტურია. რელევანტურობა ცენტრალური კომპონენტია იმეილ მარკეტინგში. სეგმენტირებით კი შეგიძლიათ თქვენი კონტენტი მოარგოთ სპეციფიურ სურვილებსა და ინტერესებს, რაც, რასაკვირველია, დაგეხმარებათ კონვერსიების და ნახვების გაზრდაში.

ნოუთბუქი

2. იუმორი

იუმორი პოტენციურად კარგი გზაა აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, თუმცა რისკები ზედმეტად დიდია. ბევრი მცდელობა ძირითადად ძალიან უარყოფითად ისახება ბრენდზე. განსაკუთრებით თუ წარუმატებელია. მნიშვნელოვანია აუდიტორიის ცნობა და იმის გაგება, თუ როგორი ტიპის იუმორი მოსწონთ.

თუ რაიმე ეჭვები გაქვთ, ჯობს უფრო პროფესიონალური მიდგომა შეარჩიოთ. მიზანი ურთიერთობის წამოწყებაა და არა სთენდ აფის კარიერის დაწყება.


3. არათანმიმდევრული კომუნიკაციის სტილი ან ტონი

თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ყოველ კომუნიკაციის ტიპში, იმეილ მარკეტინგიც არაა გამონაკლისი. ნათელი სტილის ქონა ბრენდის იდენტობის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ხდის მას უფრო დამამახსოვრებელს და მეტ ნდობას იწვევს აუდიტორიისგან.

ფორმალურია თუ რელაქსირებული თქვენი ბრენდის ტონი, გადაამოწმეთ, რომ ის დიდად არ ვარირებს სხვადასხვა იმეილებში. ამ ტიპის თანმიმდევრულობა ეხმარება თქვენს აუდიტორიას გაარკვიოს რას უნდა ელოდეს თქვენი იმეილებისგან, რაც გახსნის მაჩვენებლებს და ნახვებს ზრდის.

დეკორაცია

4. ცუდი სტრუქტურა

პრაქტიკულად ყოველი რჩევა გამოუსადეგარია, თუ იმეილი ისეა სტრუქტურირებული, რომ აღიზიანებდეს მკითხველს. გრძელი, დაუნაწევრებელი ტექსტის ბლოკები არასასიამოვნო საკითხავია. გამოიყენეთ აბზაცები, ბულეთები და საბჰედერები, რომ დაყოთ კონტენტი და უფრო ადვილი აღსაქმელი გახადოთ.

თუმცა, ნუ იზამთ ამას არბიტრარულად, ყოველი აბზაცი გადაამოწმეთ, რომ ერთსა და იმავე თემაზეა. თუ არ წერთ სტრუქტურის გათვალისწინებით, მაშინ დაიწყეთ ამაზე ფიქრი.


5. დიზაინ ელემენტების ჩახლართვა

შესაძლოა გსურდეთ სხვადასხვა ფონტებით, ლინკებით და სურათებით ექსპერიმენტირება, მაგრამ ზედმეტი რაოდენობა ხშირად აზარალებს მარკეტინგულ ნაბიჯებს. მარტივი და სუფთა დიზაინი, რომელიც თქვენს ბრენდს ასახავს, უკეთესი ვარიანტია ჩვეულებრივ.

რაც არამარტო უფრო პროფესიონალურს ხდის თქვენ იმეილებს, არამედ ეხმარება მომხმარებლებს უკეთ გაიგონ თქვენი სათქმელი. კონცენტრაცია უნდა იყოს კონტენტზე და არა დიზაინ ელემენტებზე.


6. პასუხის გართულება

ინტერაქცია ორმხრივია. თუ არ უადვილებთ გამომწერებს იმეილზე პასუხს ან კითხვების დასმას, შესაძლოა საკმაოდ ღირებული უკუკავშირის შანსი გაუშვათ ხელიდან. რეკომედირებულია ერიდოთ ზედმეტად ზოგად შეკითხვებს, ან საერთოდ შეკითხვის არ დასმას, როცა კონტექსტუალურად მისაღებია იგი.

ლეპტოპი

რაიმე სტიმული უნდა მისცეთ მომხმარებლებს, რომ გიპასუხონ და არ დააიგნორონ თქვენი კონტენტი. რაც არამარტო ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ამავდროულად, დაგეხმარებათ დამატებითი ინსაითების მოძიებაში მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე.


7. ზედმეტის მოთხოვნა გამომწერებისგან

და ბოლოს, დააკვირდით ზუსტად რა ითხოვთ თქვენი გამომწერებისგან. ზედმეტად ჩახლართული გამოწერის პროცესი ან ძალიან ბევრი CTA უარყოფითად მოქმედებს თქვენს შანსებზე.

შეეცადეთ ყველაფერი გაამარტივოთ და პატივი ეცით სხვების დროს და მათ ინბოქსს. ყოველი ინტერაქცია თქვენს მომხმარებლებთან საშუალებაა ნდობის და ერთგულების მოპოვების, ამიტომ წყალში ნუ ჩაყრით შრომას.

მოკლედ, იმეილ მარკეტინგი სავსეა პატარ-პატარა რისკებით, თუმცა გარკვეული სიფრთხილით, მოახერხებთ მათთვის თავის არიდებას.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა