ინფორმაციის უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა

ინფორმაციის უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა
26 ოქტომბერი 2023     1258

ინფორმაციის უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა

ინფორმაციის უსაფრთხოება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბევრი ბიზნესისა და ინდივიდისთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ტიპის მონაცემი იქმნება ყოველდღე ონლაინ, უსაფრთხოება ცენტრალურ საკითხად იკვეთება. და მაინც, ბევრია ვისაც დიდად არ აინტერესებს რამდენად დაცულია მათი ინფორმაცია. ამიტომაც, რამდენიმე მიზეზს გთავაზობთ, რომ ხაზი გავუსვათ იმას, თუ რატომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს მეტი სიფრთხილით:


1. ნდობა და რეპუტაცია

მონაცემთა უსაფრთხოება ნდობისა და რეპუტაციისთვისაც საყურადღებოა. თუ მომხმარებლებმა იციან, რომ მათი ინფორმაცია თქვენთან დაცულია, შანსიც იმისა, რომ თქვენთან დაიწყებენ პარტნიორობას იზრდება. ზოგისთვის ღირებულია მათი პირადი ინფორმაცია, თან პერსონალური და ფინანსური მონაცემების დაცვა სურთ. ზოგს უბრალოდ არაპროფესიონალურად შეიძლება მოეჩვენოს თქვენი საიტის.

მომხმარებლების მიმართ ერთგულება ასეც იკვეთება. ეს ნდობა არა მხოლოდ მათ შესანარჩუნებლადაა ხელსაყრელი, არამედ ახალი მომხმარებლების მისაზიდადაც. შეიძლება ხალხს ზოგადად ეს საკითხი დიდად არ აინტერესებდეს, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც გამოირჩევიან უსაფრთხო პრაქტიკებით ძირითადად ამის გამო შესაბამის რეპუტაციასაც იყალიბებენ.

დეკორაცია

2. ფინანსური და ლეგალური სირთულეები

მონაცემების დაკარგვას შესაძლოა მნიშვნელოვან ფინანსური და ლეგალური პრობლემები მოყვეს. რაც შეიძლება ფულადი ჯარიმებით დასრულდეს, მითუმეტეს თუ ევროპის ქვეყნებში ბიზნესს აწარმოებთ, General Data Protection Regulation (GDPR)-ის გამო.

ამასთანავე, შესაძლოა დაზარალებულმა მხარემ პასუხი მოგთხოვოთ მსგავსი შეცდომების გამო. თან, ეს ყველაფერი უფრო ძვირად დაგიჯდებათ, ვიდრე იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც დაგეხმარებათ ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვაში. მითუმეტეს, რომ ეს ითვალისწინებს გრძელვადიან პრობლემებს, როგორებიცაა მომხმარებლების დაკარგვა, რეპუტაციის გაფუჭება, ლეგალური სირთულეები, ა.შ.


3. კონკურენცია

ამ მხრივაც მონაცემების დაცვას ბევრი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვანი ცვლადი შეიძლება აღმოჩნდეს იმისათვის, რომ კონკურენტებისგან გამოირჩეთ. შეგიძლიათ ამისი სხვადასხვა გზით ხაზგასმა. თუნდაც ბლოგში ხსენება ან საიტზე სერვისებში მითითება, რომ გარკვეული ტიპის თავდაცვით მექანიზმებს იყენებთ, ა.შ.

დეკორაციული

ამიტომაც, ამ საქმეში ინვერსტირება არა მარტო იცავს თქვენს ბიზნესს, არამედ აძლიერებს თქვენ საბაზრო პოტიციასაც. თან, უფრო ცხადი ხდება, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აუდიტორია, გესმით მათი ინტერესები და გსურთ ამ ინტერესების დაცვა.


4. საბოტაჟი

მონაცემების უსაფრთხოება ასევე საბოტაჟის წინააღმდეგად გიცავთ, რომელიც ხშირად ორგანიზაციის დაშლით მთავრდება. ეს ეხება არა მხოლოდ უშუალოდ ინფორმაციას და მონაცემებს, არამედ იმ სისტემების და ქსელების უსაფრთხოებას, რომლებიც ინახავენ და აპროცესებენ ამ მონაცემებს. კიბერკრიმინალები ხშირად მცირე ბიზნესებს უტევენ, ოპერირებას უშლიან ხელს, ან თუნდაც ინფორმაციას ინახავენ და მის სანაცვლოდ ფულს ითხოვენ.

ამგვარმა შეტევებმა შესაძლოა მთლიანად ჩაძიროს თქვენი ორგანიზაცია, მითუმეტეს, როცა სხვებს ისეთ სერვის სთავაზობთ, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა მუშაობდეს გამართულად. მხოლოდ პაროლის შეცვლით სხვადასხვა ვებსაიტებზე, რომელიმე ინდივიდს შეუძლია თქვენი ბიზნესი, ნდობა და რეპუტაცია დააზიანოს. მითუმეტეს, თუ სხვა ვებსაიტებსაც ენდობით, რომლებსაც არ აქვთ ძლიერი თავდაცვის მექანიზმები.

background ფოტო

5. ინფორმაციის უნებართვოდ გაყიდვა

და ბოლოს, მონაცემების დაცვა დაგეხმარებათ თავი აარიდოთ თქვენი ინფორმაციის სხვა კომპანიებისთვის მიყიდვას. შესაბამისი ნაბიჯების გარეშე, შესაძლოა თქვენი მონაცემები თქვენს კონკურენტებს გადასცენ.

ეს განსაკუთრებით ეხება იმ ინდუსტრიებს სადაც ინფორმაცია უფრო მეტად ფასობს, მაგალითად ტექნოლოგიურს, ფინანსურს და ჯანდაცვის. თუ გარკვეული უპირატესობა გაქვთ, მისი დაკარგვა შესაძლოა თქვენი ბიზნესის დაკარგვას ნიშნავდეს. მითუმეტეს, რომ ჰაკერები უფრო მცირე ბიზნესებს უტევენ. ეს პრობლემა გაუარესებულია თუ ყოველთვიურ სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს, რადგან ისინი შესაძლოა ძალიან მალე გახდნენ თქვენი კონკურენტის მომხმარებლები.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა