ორგანიზაცია, მომხმარებლები და ნდობა

ორგანიზაცია, მომხმარებლები და ნდობა
30 ოქტომბერი 2023     1397

ორგანიზაცია, მომხმარებლები და ნდობა

ეფექტური ვებსაიტის შექმნა ვიზუალურ ასპექტების განხილვას სცილდება; საჭიროა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მისცემს მიზეზებს უცხო ადამიანებს, რომ ენდონ თქვენს ორგანიზაციას და პარტნიორობა დაიწყონ თქვენთან. ეს საკმაოდ გრძელი გზაა, თუმცა სადმე უნდა დაიწყოთ. ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ სხვადასხვა ნდობის ელემენტების განხილვას, რომელიც დაახლოვებს თქვენს ორგანიზაციას მის მომხმარებლებთან.


1. საწყისები: დომენი და SSL სერტიფიკატი

უპირველესყოვლისა, დავიწყოთ დომენის სახელებზე და SSL სერტიფიკატებზე საუბრით. თქვენი დომენის სახელი ინტერნეტზე მისამართია, რომელსაც იყენებთ, მარტივი გზა, რომლითაც მომხმარებლები თქვენს საიტს, სხვა ყველას შორის, პოულობენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ისეთი დომენის არჩევა, რომელიც არამარტო წარადგენს თქვენს ბრენდს, არამედ მარტივი დასამახსოვრებელი და ასაკრეფია. თან, პირდაპირი უნდა იყოს. ძალიან ცოტაა ვინც ენდობა დომენებს არბიტრარული ასოებით, ციფრებით ან გრამატიკული შეცდომებით.

SSL სერტიფიკატი, მერე მხრივ, კარზე ბოქლომივითაა. ის იცავს თქვენი ვებსაიტის მონაცემებს და ვიზიტორების ინფრომაცია, უზრუნველყოფს რა, რომ ტრანზაქციები დაცულია. დღესდღეობის, SSL სერტიფიკატი არამხოლოდ რეკომენდირებული, არამედ პრაქტიკულად აუცილებლია ბიზნესის გასავითარებლად.

ოფისი

2. Pop-up-ები, რეკლამები და ენა

ასევე ჯობს გავარჩიოთ ისეთი პრაქტიკებიც, რომელიც UX-ზე მოქმედებს. Pop-up-ები და რეკლამები, ხანდახან შესაძლოა მონეტიზაციისთვის გამოსადეგი იყოს, თუმცა ბევრი მომხმარებლისთვის გამაღიზიანებელია. ამიტომ, თუ მაინც აპირებთ მათ გამოყენებას, ჯობს მინიმალური რაოდენობით და მხოლოდ რელევანტური ვარიანტები.

ენა კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც საყურადღებოა. ერთი მხრივ შესაძლოა კარგ იდეა გეჩვენოთ თქვენი და თქვენი ორგანიზაციის ექსპონირება, ისე წარდგენა, როგორც საუკეთესო ორგანიზაციის, თუმცა დაბალი შანსია ვინმემ დაგიჯეროთ. რაც გასაგებია იმიტომ, რომ არავის უნდა სჯეროდეს ორგანიზაციის მოწინავეობის მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამას ასე აცხადებს. თუ გარკვეული მიღწევები გაქვთ, მაშინ წარადგინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაბახი უადგილოა.

დამატებით, გამოიყენეთ სოციალური ასპექტები. იქნება ეს რეკომენდაციები, შეფასებები, თუ ქეის კვლევები. ისინი ნდობას მატებენ თქვენს ბრენდს და მომხმარებლებს გარკვეული კუთხით აიმედებენ.


3. Dark Pattern-ები

Dark Pattern-ები ელემენტებია, რომლებსაც შეცდომაში შეყავთ მომხმარებლები და აიძულებენ ისეთი რამეების გაკეთებას, რასაც არ გეგმავდნენ. არამხოლოდ UX-ისთვის, არამედ რეპუტაციისთვისაც ცუდია მათი გამოყენება. ამიტომ, ყველანაირად ერიდეთ. ეცადეთ იყოთ გამჭვირვალეები და გულახდილები თქვენ დიზაინში.

დაფა

ამ საკითხზე ორი ბლოგი დავდეთ უკვე, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ აქ (1, 2).


4. ღირებულების შეთავაზება

საბოლოო ჯამში, თქვენი ვებსაიტის მიზანი მომხმარებლებისთვის ღირებულების შეთავაზება უნდა იყოს. იქნება ეს პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით, კონტენტის მიწოდებით, თუ UX-ით, მთავარია რაიმე ტიპის ღირებულება შეთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს. ეს შეიძლება იყოს გამოსადეგი ინფორმაცია, პრობლემის გადაჭრა თუ უბრალოდ მათი გამხიარულებაც.


5. კონტენტის ხარისხი

თქვენი კონტენტი ფაქტებში არ უნდა ცდებოდეს და ნორმალური დონის არგუმენტებით ჯობს იყოს განმტკიცებული. რაც არამხოლოდ სანდოობას უწყობს ხელს, არამედ მომხმარებლის ინტერესებზეც ზრუნავს, სწორი ინფორმაციის მიწოდებით. ამიტომ, ყოველთვის გამოყავით დრო გარკვეული არგუმენტების თუ ფაქტების ვალიდურობის შესამოწმებლად.

ოფისის მერხი

6. პოლიტიკა

და ბოლოს, თქვენი პოლიტიკა პირდაპირი და არა-ინტრუზიული უნდა იყოს. იქნება ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მომსახურების პირობები, თუ სხვა რაიმე პოლიტიკა, საჭიროა, რომ ისინი მარტივად წარადგინოთ და არ შეეხოთ მომხმარებლების უფლებებს.

კომპანიებს კარგად ესმით, რომ თითქმის არავინ კითხულობს მათ
კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან მომსახურების პირობებს. თუმცა, პრინციპში ზუსტად ამის გამო, ის თუ როგორ მიუდგებით ამ საკითხს ბევრის მთქმელი იქნება თქვენს ორგანიზაციაზე.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა