შეცდომები ქოფირაითინგში II

შეცდომები ქოფირაითინგში II
16 დეკემბერი 2023     1347

შეცდომები ქოფირაითინგში II

წინა ბლოგში როცა ჩვენ ვსაუბრობდით ქოფირაითინზე, უფრო ზოგად თემებზე ვკონცენტრირდებოდით. ამ ბლოგშიც ორიენტაცია მსგავსი იქნება დასაწყისში, თუმცა უფრო და უფრო კონკრეტულ რეკომენდაციებსაც ვახსენებთ. ქოფირაითინგი ჯერ კიდევ განვითარებადი სფეროა. კომპანიების უმეტესობას ძალიან ცუდად გამოსდის მათი წერა, ამიტომ შესაძლოა რთული აღმოჩნდეს იმის აღქმა, თუ როგორია კარგი ქოფი.


1. რამდენიმე მიზანი

ერთ რაიმეში სპეციალიზაცია მხოლოდ ქოფის წერისას იგივეა რაც მხოლოდ ერთი ხელსაწყოს გამოყენება. ტექნიკური, კრეატიული და სეო კომპონენტები უნდა იყოს გაერთიანებული სრული პროდუქტის შესაქმნელად. ამიტომაც შესაბამისი უნარები და ექსპერტიზაც დაგჭირდებათ.

გრამატიკული კომპონენტები ამავდროულად გადაბმული უნდა იყოს ნარატიულ და ალგორითმულ კომპონენტებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ სეოს ძირითადად ცალკე პირი სჭირდება, რომელიც ამ სფეროში სპეციალიზირდება.

ლეპტოპი

2. ტრენდებზე დაყრდნობა

კლიშე და ხშირად გამოყენებული ტრენდები და ჩვევები შესაძლოა საკმაოდ უსაფრთხო ვარიანტებად ჩანდეს, რადგან მათ ყველგან ვაწყდებით, თუმცა ბუნებრივია, რომ თითქმის არცერთი მომხმარებელი მათზე დაყრდნობილ კონტენტს არ წაიკითხავს. ზოგადად ისედაც ცოტაა იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ქოფის კითხულობს და თუ არაფრისმთქმელი ტექსტი დაახვედრეთ, საკმაოდ დიდ შანსს უშვებთ ხელიდან.

ამიტომაც, ჯობს კონცენტრიდეთ სიმარტივესა და გულახდილობაზე, პირდაპირობაზე. ძალიან ბევრი ბრენდი ცდილობს პროფესიონალურად ჟღერადი ფრაზებით გაავსოს ქოფი, თუმცა თქვენ ჯობს ყველანაირად ერიდოთ მსგავსი რაიმეს გაკეთებას.


3. სოციალური ასპექტი

არაა საჭირო თქვენი მესიჯის განცალკევება. ხალხს ძირითადად სურს სხვისი აზრის მოსმენაც, განსაკუთრებით როცა ეს ეხება კმაყოფილ მომხმარებლებს ან სანდო პირებს. ამიტომ შეგიძლიათ სოციალური ელემენტები თქვენს ნარატივში ჩააქსოვოთ, ვთქვათ შეფასებების ან კომენტარების დართვით, თქვენი პროექტების განხილვით ან რომელიმე ექსპერტის მიერ გაწეული რეკომენდაციით. ასე თქვენი მესიჯი აღარაა რაღაც იზოლირებული ნაკადი, არამედ ქმნის სანდოობის გარკვეულ მთლიანობას, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს თქვენს არჩევაში.

დეკორაცია


4. ტექსტის სტრუქტურირება

მსხვილი აბზაცები და ზედმეტად დიდი ტექსტ ბლოკები იშვიათადაა ღირებული. იმ შემთხვევაშიც თუ ღირს მათი წაკითხვა, მომხმარებლები, როგორც წესი, ამას მაინც არ იზამენ. გამოიყენეთ white space იმისათვის, რომ უფრო ადვილი გახადოთ სკანირება. დაყავით კონტენტი ჰედერებად და საბჰედერებად, რომ მომხმარებლებს გაუადვილოთ ნავიგაცია და კონცენტრირდით წინადადებების უფრო ლაკონურად დაწერაზე. შეგიძლიათ ასევე ბულეთები და დანომრილი სიები გამოიყენოთ, მეტი სიმარტივისა და სიცხადისთვის.

შეეცადეთ რაც შეგიძლიათ გაადვილოთ ისე, რომ ამ სიმარტივეში ბევრი ინფორმაციაც ჩაატიოთ. ეს არაა ურიგო რჩევა ზოგადად წერის შემთხვევაშიც.

ნოუთბუქი

5. არასწორი სიტყვები

ტექნიკური ტერმინები შესაძლოა თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი ყოველდღიური სიტყვები იყოს, თუმცა ეს თქვენი აუდიტორიის სეგმენტებს მაინც და მაინც არ ეხება. შეეცადეთ აარიდოთ ამ სეგმენტების ჟარგონების კედლებით იზოლირებას. რაც ალბათ ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ხდება, ვიდრე გგონიათ. ამიტომ ზოგადად არაა ურიგო, რომ სხვებს სთხოვოთ თქვენი ქოფის გადახედვა ასეთი პრობლემების შესამჩნევად. სხვებში კი ძირითადად იმ ხალხს ვგულისხმობთ, ვინც თქვენს ინსდუსტრიაში არაა.

მოთარგმენთ კომპლექსური ცნებები უფრო გასაგებ ენაზე, ყურადღება გაამახვილეთ უფრო იმ სარგებელზე, რომელიც მოაქვს გარკვეულ ფუნქციას თუ სერვისს, ვიდრე უშუალოდ ამ სერვისის მახასიათებლების აღწერაზე (თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია ბუნებრივია). შეეცადეთ თქვენს ინდუსტრიულ განათლებასა და აუდიტორიის გაგებას შორის შეამციროთ დისტანცია, რაც უფრო დიდ და მეტად დაინტერესებულ აუდიტორიაზე გაგიყვანთ.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა