მინიმალიზმი ვებ-დიზაინში: რჩევები II

მინიმალიზმი ვებ-დიზაინში: რჩევები II
20 დეკემბერი 2023     1363

მინიმალიზმი ვებ-დიზაინში: რჩევები II

ეს ბოლო დროა, მინიმალისტური დიზაინის ცნება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ზედმეტი ელემენტების მოშორება და სიმარტივეზე კონცენტრირება ამდიდრებს არამხოლოდ ესთეტიურ მხარეს არამედ ასევე აუმჯობესებს ux-ს. ამ საკითხს უკვე შევეხეთ წარსულში, თუმცა ბევრი რამე დაგვრჩა სათქმელი, ამიტომ ვაგრძელებთ სერიას. გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს მინიმალისტური კომპონენტების შემოტანისთვის თქვენს დიზაინში.


1. კონტენტი

მინიმალიზმი ვებ-დიზაინში დაიყვანება ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე – ყურადღების ცენტრის კონტენტზე გადატანაზე. მომხმარებლები ვებსაიტზე ინფორმაციისთვის შემოდიან, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი წარდგენა სუფთა, არაჩახუჭუჭებული გზით. ზედმეტი ელემენტების გამოყენებიდან ამოღებით, მომხმარებლებს აძლევთ საშუალებას კონცენტრირდნენ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თქვენ კონტენტზე.

თან, თუ კონტენტი ყურადღების ცენტრშია, უფრო დიდი შანსია მომხმარებლემა ყურადღება ვებსაიტის სხვა ნაწილებს აღარ მიაქციონ. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ვებსაიტი გამოჩნდება უფრო მინიმალისტურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მიმართულება აირჩიეთ.

მინიმალისტური ფოტო

2. გამოყენებადობა

მინიმალიზმი ყველაფრის ამოშლაზე არაა; არამედ მიზამიმართულად რაღაცეების დატოვებაზე. გამოყევით ელემენტები მათი კონკრეტული ფუნქციებით. ნავიგაციური ღილაკები მთავარ მაგალითად შეგიძლიათ აიღოთ – ისინი საიტზე მოძრაობას უწყობენ ხელს. შესაძლოა სხვა ელემენტები მიმზიდველები გეჩვენოთ, თუმცა მხოლოდ აუცილებელ კომპონენტებზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ სუფთა და ფუნქციური დიზაინის მომხმარებლებისთვის შეთავაზებაში.

ფოკუსირდით ნავიგაციაზე და კონტენტზე, ეს ორი დაგეხმარებათ იმ ყველაზე მნიშნელოვანი ელემენტების გამოძებნაზე, რომლებიც ყველაზე დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზოგადად, კონტრფაქტობრივი დებულებები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმის გასარკვევად ღირს, თუ არა რომელიმე ელემენტის დატოვება: ეცადეთ გაიაზროთ რა ტიპის მინუსი ექნება საიტს ესა, თუ ის ელემენტი თუ აღარ იქნება მასზე.


3. ნავიგაცია

ნავიგაციას შეხედეთ, როგორც მარშრუტს, ე.ი., თქვენ საიტზე შედიხართ რაიმე x მიზანის გამო და რაც თქვენსა და x მიზანს შორისაა, ეს არის მარშრუტი. მინიმალისტური დიზაინი ცდილობს მას მოაშოროს დაბრკოლებები და უფრო სასიამოვნო გახადოს. რაც არ უნდა ესთეტიურად მიმზიდველი არ უნდა იყოს თქვენი საიტი, თუ რთულია ნავიგაცია, მაშინ ის საკუთარ ფუნქციას აღარ ასრულებს.

მერხის ფოტო

პრიორიტეტი უნდა იყოს ნავიგაციური სტრუქტურის სიმარტივე. მომხმარებლებს მარტივად უნდა შეეძლოთ ნებისმიერი რმის პოვნას, კომპლექსური გადახვევები კი პრაქტიკულად არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული. შეხედეთ მათ, როგორც ნათელ საგზაო ნიშნებს მგზავრობისას.


4. სტრუქტურა

კონტენტის სტრუქტურირება არ ითვალისწინებს მაინც და მაინც კომპლექსური ნაწილების დამატებას. უბრალოდ კონცენტირდით იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის გასაგები იყოს სტრუქტურის ტიპი.

სტრუქტურული მინიმალიზმი მომხმარებლებს სთავაზობს სიმეტრიას და პატერნებს, რათა ინტუიციურად გაიკვლიონ გზა თქვენს კონტენტში. მარტივად ორგანიზირებულად და გასაგებად შეეცადეთ ყველაფრის მოთავსება. რაც ნაკლები ფიქრია ვებსაიტის ნავიგაციისთვის საჭირო, როგორც წესი, მით უკეთესი. იოლი მენიუები, ინტუიციური ღილაკები და ლინკები ზედმეტ საფიქრალს არ აძლევენ მომხმარებლებს.

დეკორაცია

5. ბალანსი

ქაოტურად და სულსწრაფად ნუ ამოიღებთ ელემენტებს დიზაინიდან. კონცენტრირდით იმ ყოველის დატოვებაზე, რომელიც მომხმარებელს ღირებულებას სთავაზობს. ყველაფრის ჩამოშლა შესაძლოა მინიმალისტურად ჟღერდეს, მაგრამ ხშირად ვებსაიტს სტერილურს და არაპერსონალურს ხდის. მთავარია იმის გააზრება, რომ მინიმალიზმი ელემენტების ხისტად ამოშლა კიარა მათი მიზანმიმართულად დამატებაა. ყოველი ელემენტი თქვენს ვებსაიტზე, უმნიშვნელო ღილაკიდან hero სურათამდე, უნდა იყოს გამოყენებული მისი წვლილის გამო.

წარმოიდგინეთ ვებსაიტი, როგორც ერთგვარი დიალოგი. რა არის მისი მთავარი სათქმელი? რა ნაბიჯები გსურთ, რომ მომხმარებლებმა გადადგან? როცა ეს პასუხები გექნებათ, პრიორიტეტი გახადეთ კონტენტი და ფუნქციები, რომლებიც პირდაპირ გეხმარებათ ამ მიზნებში.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა