რჩევები ვიზუალურ კომუნიკაციაზე

რჩევები ვიზუალურ კომუნიკაციაზე
16 იანვარი 2024     1222

რჩევები ვიზუალურ კომუნიკაციაზე

ვიზუალური კომუნიკაცია ხელსაწყოა, რომლითაც გეძლევათ საშუალება, რომ ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვოთ სხვებზე. არ აქვს მნიშვნელობას ვებსაიტს ამზადებთ, პრეზენტაციას თუ რაიმე სხვა ტიპის ვიზუალურ კონტენტს, თუ გსურთ აუდიტორიას გააგებინოთ თქვენი სათქმელი, ვიზუალური კომუნიკაცია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ამისთვის. ამ მოკლე პოსტში, განვიხილავთ ამ სფეროს რამდენიმე ასპექტს. წინა პოსტები შეგიძლიათ იხილოთ აქ (1, 2).


1. მოტივები

ვიზუალური ელემენტების მიზნების განსაზღვრა არამხოლოდ პირველი ნაბიჯი, არამედ მუდმივი განხილვის და ანალიზის საგანი უნდა იყოს, რომელიც აღიბეჭდება დიზაინის პროცესის ყოველ სტადიაზე. პირველ რიგში, დაიწყეთ სამიზნო აუდიტორიის, თქვენი მესიჯის და სასურველი შედეგების ანალიზით.

რა ტიპის რეაგირება გსურთ თქვენი მომხმარებლებისგან? რა კონკრეტული გადაწყვეტილებები გსურთ, რომ მათ მიიღონ? მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემით უკეთესი წარმოდგენა გექნებათ მეთოლოდოგიაზე, რომელიც დაგეხმარებათ მომდევნო გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც იმთავითვე დაგეხმარებათ უფრო შეკრული და მიზანმიმართული ნარატივის შემუშავებაში.

ფონი

2. სიმარტივე

სიმარტივე უბრალოდ ესთეტიკის ფარგლებში არ უნდა განვიხილოთ; ესაა ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი, როდესაც საქმე ეხება ux-ს. ესთეტიურ განზომილებაში, ეს ითვალისწინებს არა-ფუნქციური ელემენტების ფრთხილად გადახედვას და იმის გადამოწმებას, რომ ყოველი ელემენტი რაიმე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგად მესიჯში.

კონტენტს რაც შეეხება, აქ უკვე საკითხი სკანირებადობაზეა – თუ რამდენად ადვილია ამა თუ იმ მომხმარებლისთვის ინფორმაციის სწრაფად ათვისება რომელიმე გვერდზე. ეცადეთ ნაწილებად დაყოთ კონტენტი და ფოკუსირდეთ ცხად და ლაკონურ ვიზუალურ ელემენტებზე, რომლებიც უპრობლემოდ არიან გადაჯაჭვული თქვენს კონტენტზე.


3. იერარქია

კონტენტის იერარქიულად ორგანიზაცია მომხმარებლებისთვის, უფრო სწრაფი ნავიგაციისთვის, ვიზუალური რუქის შეთავაზების მსგავსია. ცვალეთ ზომა, ფერი, სიმეტრია და white space იმისათვის, რომ აშკარა და ინტუიციური იერარქია შესთავაზოთ მომხმარებლებს.

დეკორაციული

უფრო დიდი ელემენტები და ფერების სტრატეგიული მოხმარება ვიზუალური ნიშნებია, რომლებიც უთითებენ კრიტიკულ წერტილებზე. ეს მიზანმიმართული სტრუქტურირება ეხმარება აუდიტორიას უფრო მარტივად მოიხმაროს თქვენი კონტენტი და ამავდროულად დაიმახსოვროს და გაიაზროს უფრო მნიშნელოვანი ასპექტები.


4. ფერები, ფონტები

ფერები და ფონტები ვიზუალური კომუნიკაციის მთავარი ხელსაწყოებია და როგორც სხვა სფეროებში, მათი გავლენა როგორც წესი გაძლიერებულია, როდესაც ეკონომიურადაა ისინი გამოყენებული. მიუდექით საკითხს მინიმალისტურად და ამოირჩიეთ რამდენიმე ცენტრალური ფერი და ფონტი, რომლითაც იხელმძღვანელებთ. ჩამოაყალიბეთ პატერნები ფერებით და ფონტებით ისე, რომ თანმიმდევრული ვიზუალური ენა შექმნათ, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს მარტივად გაიგოს თქვენი სათქმელი.

მაგალითად, გარკვეული იდეების შესაბამის ფერებთან ან ფონტებთან ასოცირება ეხმარება მომხმარებლებს იმის გარკვევაში, თუ როგორ უნდა აღიქვან ესა თუ ის ფერი თქვენს საიტს. სიტყვაზე, მწვანე შეიძლება ნიშნავდეს "გახსნას," ხოლო წითელი "ჩაკეცვას." ასე მომხმარებლებს ეხმარებით გარკვეული ვიზუალური ნიშნები უცებ აითვისონ, რაც გაუადვილებთ მათ ნავიგაციას. ეფექტი ბუნებრივია გაძლიერებულია თუ თქვენ სხვა, უკვე არსებულ ნიშებსაც იყენებთ. მაგალითად, წითელი და მწვანე საჯაროდაც ასე გამოიყენება, ე.ი., უკვე ასოცირდება ამ იდეებთან. მსგავსი დამკვიდრებული ასოციაციების გამოყენება დაგეხმარებათ უფრო ინტუიციური და მარტივი ნავიგაციის შექმნაში.

პატერნები

5. ასიმეტრია

თუ სიმეტრია წესრიგის შთაბეჭდილებას ტოვებს, ასიმეტრიის ჩართვა ხშირად დინამიზს ანიჭებს დიზაინს. დაიწყეთ სიმეტრიული და შეკრული დიზაინის შემუშავებით. შემდეგ, მიზანმიმართულად დაურთეთ ასიმეტრიული ერთეულები, რომ მიიქციოთ და მიმართოთ მომხმარებლის ყურადღება.

პატერნების დარღვევა გამოსადეგი ტქენიკაა, როდესაც ინფორმაციისთვის ხაზის გასმა გსურთ, მათი საშუალებით მომხმარებლები ადვილად პოულობენ გარდამტეხ წერტილებს დიზაინში. თუმცა საბოლოოდ ეს ასიმეტრიული კომპონენტებიც ასე თუ ისე ჰარმონიულად უნდა ერთვოდეს დიზაინს ისე, რომ არ აზიანებდეს მის მთლიან სურათს.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა