5 რჩევა უკეთესად წერაზე

5 რჩევა უკეთესად წერაზე
08 თებერვალი 2024     1275

5 რჩევა უკეთესად წერაზე

ეფექტურად წერა უნარია, რომელიც მხოლოდ გარკვეულ დისციპლინას ან პროფესიას არ მიეწერება. ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემა პრაქტიკულად ყველა სფეროში რელევანტური და მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ უფრო ცხადად და მკვეთრად გადმოსცეთ საკუთარი აზრი, გთავაზობთ 5 პრაქტიკულ რჩევას. ყოველი მათგანი საკმაოდ მარტივი აღსაქმელია. ეს ბლოგი მათთვისაა, ვინც ახლახანს დაიწყო წერა.


1. დაყოფა

როცა წერა ეხება საქმე, ნაკლებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. როდესაც სხვადასხვა თემებზე ვწერთ, მარტივია პირდაპირ გრძელი აბზაცების წერა, რომლებიც გადავსებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. თუმცა, ეს გზას უბნევს მკითხველს და ასუსტებს თქვენს მესიჯს.

დაყავით თქვენი კონტენტი უფრო პატარა და ადვილად აღსაქმელ ნაწილებად ისე, რომ თითოეული სექცია ერთ რაიმე იდეაზე ფოკუსირდებოდეს. ეს დაგეხმარებათ არამარტო აღქმადობაში, არამედ იმაშიც, რომ აუდიტორიას არ მოსწყინდეს კითხვა. ხალხი ძირითადად ნაწილ-ნაწილ მიყვება ტექსტს და ეს მიდგომა უწყობს ამას ხელს.

ოფისი

2. უფრო მოკლე წინადადებები

წინადადებების სიგრძე პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მკითხველები ინფორმაციას. გრძელი, ჩახუჭუჭებული წინადადებები ადვილად აბნევენ მკითხველს და აკარგვინებენ მას ინტერესს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბლოგებს ეხება. მეტწილად დაეყრდენით მოკლე წინადადებებს და შეეცადეთ ლაკონურად გადმოსცეთ სათქმელი.

რაც არ უნდა დაწეროთ, შეეცადეთ დაანაწევროთ. როგორც აბზაცებზე ავღნიშნეთ. ზოგადად კარგი წესია ყველაფრის ჩაშლა უფრო მარტივ საწყისებზე. ხალხი სკანავს გვერდებს. ეს მიდგომა კი ეხმარება მათ ამაში.


3. სიტყვაუხვობა

ლამაზად წერის მცდელობით, ბევრი ხშირად ზედმეტად მაღალფარდოვან სიტყვებს იყენებს. დახვეწილი ლექსიკონი ბუნევრივია პლიუსია, თუმცა წერისას ჯობს სიცხადეზე ფოკუსირება. ასევე საჭიროა იმის აღქმა, თუ როდის უნდა გამოიყენოთ თქვენი ლექსიკონი. გასართობი ბლოგები ამისთვის ზედგამოჭრილი არაა.

დეკორაციული

გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც სიმარტივესა და ლაკონურობას უწყობს ხელსა. რაც იმთავითვე უფრო გაუმარტივებს მომხმარებელს კიტხვის პროცესს. ხალხს არ უნდა ძალისხმევის დახარჯვა კითხვისას. რა თქმა უნდა ყოველთვის კარგი არაა ამის ხელშეწყობა, თუმცა არ იქნება ურიგო ეს გაითვალისწინოთ. მოკლედ, ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან კავშირზეა და არა ლინგვისტურ ძალაზე.


4. სასაუბრო ტონი

სასაუბრო ტონის გამოყენება დაგეხმარებათ უფრო ადვილად მიწვდეთ თქვენს აუდიტორიას. წარმოიდგინეთ, რომ დიალოგში ხართ მეგობართან, სადაც ბუნებრივია ერიდებით ზედმეტ ფორმალურობას. ეს თქვენს ნაწერს უფრო ადამიანურს ხდის და უფრო სასიამოვნო წასაკითხს. მკითხველებიც უფრო ადვილად ყვებიან ნარატივს. თუმცა, ზედმეტად პირდაპირ ნუ მიუდგებით ამ რჩევას.

სამუშაო გარემო

5. იყავით სპეციფიურები

ბუნდოვნად წერა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ონლაინ მკითხველები აწყდებიან. იმისათვის, რომ ამას თავი აარიდოთ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ელაპარაკებით, რომელიც ლაითად მოგყვებათ საუბარში. ამიტომ ეცადეთ ზედმეტად ზოგადად საუბარს ერიდოთ, გამოიყენეთ მაგალითები, მტკიცებულებები ან დეტალები, რომ გააძლიეროთ არგუმენტები. რაც დაგეხმარებათ მკითხველის შენარჩუნებაში და ამავდროულად დახვეწს თქვენს საქმელს.

რომ შევაჯამოთ, ეფექტური წერა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ზედმეტი კომპლექსურობისთვის თავის არიდებაზე, ლაღ ყოველდღიურ ტონზე და სპეციფიურობაზე. ამ 5 წესის გათვალისწინებით საკმაოდ თვალშისაცემ შეცდომებს აარიდებთ თავს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ საკუთარი იდეების დახვეწილად გადმოცემისკენ.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა