რა არის კრიპტო?

რა არის კრიპტო?
08 აპრილი 2024     1473

რა არის კრიპტო?

დღესდღეობით უკვე ყველას სმენია კრიპტოზე. პოპულარულობის მიუხედავად, ცოტას თუ აქვს რაიმე წარმოდგენა იმაზე თუ რას ნიშნავს საერთოდ ეს სიტყვა. ეს ბლოგიც სწორედ იმაზე იქნება ორიენტირებული, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ეს ცნება უფრო ადვილად აღსაქმელი. მოკლე მიმოხილვით დავიწყებთ და შემდეგ კრიპტოვალუტის სხვადასხვა მახასიათებლებს განვიხილავთ

ორი სიტყვით, კრიპტო არის ციფრული საკუთრება, რომელიც ფუნქციონირებს როგორც გაცვლის საშუალება. ჩვეულებრივი ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებიც კონტროლდება სხვადასხვა სახელმწიფოს ან ცენტრალური ორგანოს მიერ, კრიპტო პირიქით როგორ წესი არ კონტროლდება რაიმე სახელმწიფო სისტემის მიერ. ამის მაგივრად, კრიპტოვალუტები ეყრდნობიან კრიპტოგრაფიას და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იმისათვის, რომ გადაამუშაონ მათი ტრანზაქციები.


კრიპტოვალუტის დემისტიფიკაცია

ციფრული ვალუტა: კრიპტოვალუტა მხოლოდ ციფრულ სამყაროში არსებობს. არ საჭიროებს ფიზიკურ მონეტებს ან ქაღალდებს, რომლებიც მათთან ასოცირებული იქნება. მისაკუთრებული ერთეულები ბლოკჩეინ ქსელში ელექტრონულადაა ჩაწერილი.

ბიტკოინ მონეტა

გაცვლის საშუალება: მიუხედავად იმისა, რომ კომერსანტების მიერ უნივერსალურად მიღებული არაა კრიპტო, ვალუტების გამოყენება მაინც შესაძლებელია არაერთ ადგილას ონლაინ გადახდების და ტრანზაქციებისთვის.

დეცენტრალიზირებული ქსელი: კრიპტოვალუტები ოპერირებენ ე.წ., დეცენტრალიზირებულ ქსელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად ერთი რაიმე ობიექტი არ აკონტროლებს მათ გამოცემას და მართვას. ეს დეცენტრალიზაცია, იდეაში, ისახავს მიზნად ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციებისგან თავის დახსნან და პოტენციურად აძლევს ინდივიდებს მეტ კონტროლს საკუთარ ფულზე. მომხმარებლებს კრიპტო უჭირავთ საკუთარ ციფრულ საფულეებში, რომლებიც, მაგალითად, შეიძლება იყოს აპლიკაციები მათ მოწყობილობებზე. ტრანზაქციები ვრცელდება peer-to-peer (პირდაპირი თარგმანი პირიდან პირამდე) ქსელით, დამოწმება კი ძირითადად მაინერების ან ვალიდატორების (თარგმანი ისევ დამმოწმებელი იქნება) საქმიანობაა, რაც განისაზღვრება სპეციფიური ბლოკჩეინ პროტოკოლით.

კრიპტოგრაფიული უსაფრთხოება: კრიპტოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრიპტოვალუტების დაცვაში. ტრანზაქციები იშიფრება, რაც მათ ფალსიფიკაციას და არასამართლებრივად ცვლილებას რთულს ხდის. დამატებით, თუ ტრანზაქცია აღბეჭდილია ბლოკჩეინზე, მისი შეცვლა ან წაშლა საკმაოდ რთულია. რადგან, ყოველი ბლოკი ბლოკების ჯაჭვში მიუთითებს წინა ბლოკის ჰეშზე. ჰეშ ფუნქცია გარდაქმნის ინფორმაციას და მონაცემებს უფრო დაცულ ფორმაში. ცვლილება ბლოკზე ნიშნავს განსხვავებულ ჰეშს. შესაბამისად, ინფორმაციის გარკვეული ჯაჭვია შეკრული თითო ბლოკ ჯაჭვში.


სხვადასხვა კრიპტოვალუტები

კრიპტოვალუტის სფერო დღითიდღე იზრდება, ათასობით ახალი პროექტით, რომელიც ყურადღების მიპყრობას ცდილობს. თუმცა, ორ ძირითად კატეგორიადაა შესაძლებელი კრიპტოვალუტების დაყოფა:

კრიპტოვალუტების ფოტო

Bitcoin (BTC): ბიტკოინი, პიონერი და ყველა ცნობილი კრიპტოვალუტა, ზოგადად ითვლება რომ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონეა. მარაგი ლიმიტირებულია, 19 მილიონი არსებობს 2024 წლის 4 აპრილს, რომელიც პროგრამირებულია მის პროტოკოლში და გამოიყენება როგორც ღირებულების სიმბოლო, დაახლოებით ოქროს მსგავსად. ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად მომატებულია ბოლო წლების განვმალობაში, თუმცა საკმაოდ მერყევია მაინც და ამადროულად ზოგისთვის მაინც არაა ურიგო ინვესტიციის წყარო.

Altcoins: ე.ი., ყველა კრიპტოვალუტა, რომელიც ბიტკოინი არ არის. ამ ალტკოინებს მრავალი სხვადასხვა ფუნქცია და მიზანი აქვთ. ზოგი ცდილობს ბიტკოინის სკალირებადობის გაუმჯობესებას ან ტრანზაქციების აჩქარებას, ზოგი სპეციფიურ დავალებებზეა მორგებული ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. მაგალითად:

სმარტ კონტრაქტ პლატფორმები: ისეთი ბლოკჩეინები როგორებიც Ethereum-ისაა ასევე იძლევიან საშუალებას სმარტ კონტრაქტების ფორმირებისთვის. ეს კონტრაქტები თვით-ფუნქციონირებადი კონტრაქტებია, რომლებსაც წინასწარ დაპროგრამირებული წინაპირობები აქვთ. ეს ხსნის გზას ბევრი შესაძლებლობისთვის, მაგალითად უსაფრთხო და გამჭვირვალე escrow სერვისებისთვის ან დეცენტრალიზირებული აპლიკაციების დეველოპმენტისთვის.

Decentralized Finance (DeFi): DeFi იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რომ წარმოქმნას ახალი, უნებართვო (permissionless) ფინანსური სისტემა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ტრადიციულ ფინანსურ სისტემებს. DeFi პროტოკოლები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას, რომ მოითხოვონ, გადაგზავნონ ან გაცვალონ კრიპტოვალუტები ცენტრალიზირებულ ინსტიტუციებზე დაყრდნობის გარეშე.


კრიპტო ტრანზაქციების მექანიკა

ტრანზაქციის წამოწყება: როდესაც მომხმარებელს სურს სხვისთვის კრიპტოს გადარიცხვა, ისინი ქსელს უგზავნიან ტრანზაქციის მოთხოვნას. ტრანზაქცია შეიცავს დეტალებს გამგზავნზე, მიმღებზე და კრიპტოს რაოდენობაზე. მომხმარებელს სჭირდება კრიპტო საფულე იმისთვის, რომ ტრანზაქცია წამოიწყოს, რომელსაც მათი პირადი გასაღების ნიშანი ექნება რათა დამოწმდეს ტრანსფერი.

კრიპტო ფოტო

მაინინგი/ვალიდაცია: მაინერები (სპეციალიზირებული კომპიუტერები) ან ვალიდატორები/დამმოწმებლები (ბლოკჩეინის პროტოკოლის მიხედვით) არიან ისინი ვინც ადასტურებენ ტრანზაქციის ლეგიტიმურობას. ეს პროცესი ხშირად ითვალისწინებს კომპლექსურ კრიპტოგრაფულ კალკულაციებს რათა გადამოწმდეს ტრანზაქციის ვალიდურობა და რომ ცხადი იყოს ბლოკჩეინის ქსელის წესებთან მისი შესაბამისობა. Proof-of-Work (PoW) სისტემებში, მაინერები ეჯიბრებიან ერთმანეთს კომპლექსური პაზლების ამოხსნაში და პირველი მაინერი, რომელიც ამას იზამს დაამატებს ბლოკს, სადაც აღწერილია ეს კონკრეტული ტრანზაქცია. ამისთვის კი ის საპასუხოდ გარკვეულ გასამრჯელოს იღებს. სხვა ვალიდაციის სისტემები, სიტყვაზე Proof-of-Stake (PoS), ინტერესს იწვევს რადგან PoW-ს ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა აქვს გარემოს დაბინძურებასთან მიმართებაში.

ბლოკჩეინზე მიმაგრება: როდესაც ტრანზაქცია საბოლოოდ დასტურდება, ის ემატება ახალ ბლოკს ბლოკების ჯაჭვში. ეს ბლოკი კრიპტოგრაფიულად დაკავშირებულია წინა ბლოკთან, რადგან რეფერირებს წინა ბლოკის ჰეშ ინფორმაციაზე, რაც პოტენციურად უცვლელ ჯაჭვს ქმნის.

ანგარიშის განახლება: ყოველი მონაწილე, რომელიც ქსელზეა ჩაწერილი ანახლებს საკუთარ ბლოკჩეინს ახალი ბლოკით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას ყოველი ტრანზაქციის სინქრონიზირებული ამონაწერი აქვს. ეს საზიარო ანგარიშთა სისტემა ერთი შეხედვით აქრობს ისეთი ცალკეული ცენტრალური ავტორიტეტის საჭიროებას, რომელიც დაადასტურებს და ჩაიწერს ტრანზაქციებს.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს ვებ საიტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ანალიტიკისთვის და პერსონალიზებული რეკლამისთვის. ღილაკზე "თანხმობა"-ს დაჭერით, თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას. ქუქიების პოლიტიკა