მთავარი გვერდის შეცდომები

მთავარი გვერდის შეცდომები
12 აპრილი 2024     809

მთავარი გვერდის შეცდომები

ვებსაიტის მთავარი გვერდის მნიშვნელობაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო. ერთგვარი დიალოგის წამომწყები, პირველი შთაბეჭდილებაა, თქვენსა და პოტენციურ მომხმარებლებს შორის. როგორც შთაბეჭდილებების შემთხვევებში, ნეგატიური შედეგი შესაძლოა რამდენიმე წამში მიიღოთ. ამიტომ, გთავაზობთ ექვს შეცდომას, რომელიც მთავარ გვერდს ეხება და აზიანებს თქვენს UX-ს.


1. ქუქიზი

ქუქი შეტყობინებები ზოგადად საჭიროა დამატებითი უსაფრთხოებისთვის. თუმცა, გიგანტური ბანერების გამოყენება საკმაოდ ცუდი იდეაა. ეცადეთ რაც შეიძლება კომპაქტური ფანჯარა გამოყოთ მათთვის და მომხმარებლებს ზედმიწევნით აუხსნათ თქვენი ქუქი პოლიტიკა. არჩევანის CTA-ებიც გასაგები უნდა იყოს, მაგალითად "თანხმობა ყველა ქუქიზე" ან "წაიკითხეთ მეტი."

შეგიძლიათ პატარა ბანერი გამოყოთ გვერდის ბოლოს, რაც დაგეხმარებათ ბალანსი დაიჭიროთ მომხმარებლების ინფორმირებასა და მათი ნავიგაციის დაცვას შორის.

ლეპტოპის ფოტო

2. Pop-up-ები

Pop-up-ებს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც აქვთ, სტრატეგიულად თუ გამოიყენებთ შესაძლოა გამოგადგეთ ლიდების გენერირებაში და სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაციაში. თუმცა, ინტრუზიული pop-up-ები მარტივი გზაა, რომ ძალიან სწრაფად გააღიზიანოთ მომხმარებლები. მოკლედ, ნავიგაციას ურევს და ზოგადად გამომზატველია იმისი, რომ მომხმარებლების ინტერესებს საკმარისი პატივისცემით არ ეპყრობით.

თუ მათ გამოყენებას მაინც აპირებთ, შეეცადეთ მომხმარებლების ქმედებების მიხედვით ააწყოთ სტრატეგიები. მაგალითად, ფასდაკლების pop-up გამოიყენეთ მაშინ, როდესაც მომხმარებელი გარკვეულ დროს ატარებს რომელიმე კონკრეტულ, რელევანტურ გვერდზე. ან, შეგიძლიათ სპეციფიურ სექციებს მიუსადაგოთ, მაგალითად ფასების სექციებს შეგიძლიათ თან დაურთოთ უფასო დროებითი გამოწერის შესაძლებლობა. თუ pop-up-ებს პირდაპირ დაუკავშირებთ მომხმარებლების ქმედებებს, უფრო დიდი შანსია ისინი მათით დაინტერესდნენ.


3. რეგისტრაცია

ჩვენი სტრატეგია უკვე ნათელი უნდა იყოს: ნუ აიძულებთ მომხმარებლებს ბარიერებს შეეჩეხონ, როდესაც რაიმე კონტენტზე წვდომას ცდილობენ. იგივე ეხება იძულებით რეგისტრაციასაც. რაც არამხოლოდ გამაღიზიანებელი, არამედ ერთი-შეხედვითაც კი არაეფექტური ჩანს. რატომ დარეგისტრირდება ვინმე თქვენ საიტზე თუ არ იცის რას სთავაზობთ მას?

დეკორაციული

დაიწყეთ ბლოგ პოსტებით, სტატიებით, პროდუქტების განხილვებით ან სხვა მაღალი ხარისხის ვიზუალებით. თუ მომხმრებლები მათით დაინტერესდებიან, მაშინ თვითონვე შეიძლება გაუჩნდეთ რეგისტრაციის სურვილი.


4. ვიდეოები

ავტომატურად ჩართული ვიდეოები შესაძლოა ვიზუალურად მიმზიდველი იყოს, თუმცა ეს ეფექტი განეიტრალებულია თუნდაც იმით, რომ მომხმარებელი შესაძლოა არ ელოდდეს რაიმე ტიპის ხმას ამა თუ იმ გვერდზე. რაც ბუნებრივია არასასიამოვნოა და მათ ნავიგაციას უშლის ხელს. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი მუდმივად არ აკონტროლებს რა დონეზე აქვთ აწეული ხმა.

თუ გსურთ მაინც ავტომატური ვიდეოების გამოყენება, მაშინ ხმა mute-ზე ჯობს იყოს, სანამ მომხმარებელი ამას არ შეცვლის. თან, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში საკმაოდ ხელსაყრელია სუბტიტრები, რომლებიც ინფორმაციის გადმოცემაში დაგეხმარებათ. მაგრამ, ეცადეთ მაინც არ გამოიყენოთ მსგავსი ვიდეოები.


5. ქაოსი

ზედმეტი ელემენტები ხშირად ქმნიან პრობლემებს ვებ დიზაინში. მაშინაც, როდესაც დიზაინერებს ესმით ეს რისკები. ვებსაიტის მფლობელები უკვე მიჩვეულები არიან იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ვებსაიტი, როგორაა განლაგებული მისი ელემენტები და როგორ გამოიყურებიან ისინი. ახალი ვიზიტორებისთვის კი თითოეული დეტალი შესაძლებელია დამაბნეველი აღმოჩნდეს.

დააცარიელეთ თქვენი ვებ-გვერდები ბევრი white space-ის გამოყენებით, გამოიყენეთ ნათელი ჰედერები სადაც კონტენტს სექციებად დაყოფთ, ასევე ვიზუალური ელემენტები შეეცადეთ ზოგადად ვებ-გვერდის შინაარსში ჩაჯდეს. CTA-ებიც გამოყავით კონტრასტული ფერებით, გასაგები და ლაკონური ტექსტით და სტრატეგიული განლაგებით რელევანტურ კონტენტთან მიმართებაში.

ვებგვერდის სურათი

6. ვიზუალური ჰარმონია

ასიმეტრიამ და ვიზუალური პატერნების ნაკლებობამ შესაძლოა საკმაოდ დააბნიოს მომხმარებლები. შეეცადეთ ნათელი იერარქიული სქემა გქონდეთ და გამოიყენოთ თანმიმდევრული დიზაინ ელემენტები, მათ შორის: ფერის პალეტები, ფონტები და დაშორებები. თუ გიჭირთ ამ თადარიგის დაჭერა, გამოიყენეთ grid-based განლაგება, რათა მარტივად გამოიწვიოთ მოწესრიგებულობის განცდა.

ორი სიტყვით, არ უნდა იყოთ ზედმეტად კრეატიულები. მომხმარებლებს დამახსოვრებული აქვთ გარკვეული პატერნები, რომლებიც წლების განვმალობაში ინტერნეტის თვალიერებით ჩამოიყალიბეს. თუ გსურთ თქვენი შემოქმედებითი უნარების გამოყენება, მაშინ ჯობს ამ პატერნების ჩარჩოებში გააკეთოთ ეს. ჩვეულებრივ მეტად უსაფრთხოა.

იკა ნიჟარაძე

იკა ნიჟარაძე